მთავარი საკითხავი ფერწერული ტილოები, რომლებიც საიდუმლოებებს საუკუნეებია მალავენ

ფერწერული ტილოები, რომლებიც საიდუმლოებებს საუკუნეებია მალავენ

by guramus

ხელოვნების და კონკრეტულად მხატვრობის, როგორც ცალკე მიმდინარეობის, მთავარი საზრუნავი განცდების, ემოციების, ზღვა სათქმელის აღწერა და გადმოცემაა. სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიო ხელოვნებამ არაერთი შთამბეჭდავი ფერწერული ტილო ისახსოვრა. გარდა იმ ამბების, რასაც ე.წ. “პირველ პლანზე” ერთი შეხედვით ვხედავთ, ხელოვნების ნიმუშებს ყოველთვის აქვთ სხვა სათქმელიც, რომელიც როგორც დამთვალიერებელმა, ინდივიდუალურად უნდა ამოიცნო.

 

ფერწერული ტილოს ავტორი ლეგენდარული რაფაელია. “სიქსტის მადონა” – ამგვარად ჰქვია ტილოს, რომელიც 1512 წლით თარიღდება. ნახატის მარცხენა მხარეს ანგელოზთა სახეებია გამოსახული, რაც ერთი შეხედვით, რთული აღსაქმელია.


 

“მადონა წმინდა იოანესთან ერთად” დომენიკო გირნალდაიომ შექმნა. ნახატის მარჯვენა მხარეს ჩვენ გაურკვეველ ობიექტს ვხედავთ. ხელოვნებათმცოდნეებმა ვერ ამოხსნეს რა უნდა იყოს ამოუცნობი მფრინავი ობიექტის მსგავსი სილუეტი.


 

მოხუცი მეთევზე” – ასე ჰქვია ტივადარ ჩონტვარის ცნობილ ტილოს, რომელიც 1902 წლით თარიღდება. თუ თქვენ მას შებრუნებული ვარიანტით სარკეში შეხედავთ, ღმერთის და სატანას სახეების ხილვას შეძლებთ.


 

მიქელანჯელოს 1512 წელს შექმნილი ცნობილი ტილოს სახელწოდება “ადამიანს შექმნაა.” ექსპერტების აზრით, სიქსტის კაპელას ფრესკაზე რეალურად ადამიანის ტვინი და მასში მომხდარი ცვლილებებია გამოსახული.