მთავარი ტელევიზია

ტელევიზია

by guramus

საქართველოს ყველაზე პოპულალური ტელევიზიების ლაივ ტრანსლაციები სრულიად უფასოდ!

ყველა არხი რუსთავი 2 იმედი მთავარი არხი
პირველი არხი TV პირველი მეორე არხი კომედი არხი
სილქ უნივერსალი TV ფორმულა ბასტი ბუბუ ერთსულოვნება

Onlain Televizia 21-e saukuneshi sul ufro populaluri xdeba. tu adre adamianebi televizorebs iyvnen mijachvuli da idzulebulni iyvnen sayvarel gadacemas dalodebodnen, dges eg problema agar aris. sul martivad shegidzliat meore, mesame an tundac 1 kviris shemdeg naxot gadacema, radgan onlain gadaxveva yvela tanamedrove saits aqvs.

chvens gverdze gtavazobt dzalin swraf serviss kartuli televizia, romelic dagexmarebat onlain uyurot sasurvel gadacemebs. gtavazobt yvela wamyvan qartul arxs, Rustavi 2, Imedi, Pirveli arxi da sxva.

1956 წელი. ამ თარიღით იწყება ქართული სამაუწყებლო ტელევიზიის შექმნა. სწორედ აღნიშნულ წელს, პირველმა ტელეწამყვანებმა – ალექსანდრე მაჭავარიანმა და ლია მიქაძემ პირველ ქართველ ტელემაყურებლებს მიმართეს. ეს უკანასკნელები, სავარაუდოდ, ბავშვურად განცვიფრებულები უყურებდნენ ამ ახალ გამოგონებას. ბუნებრივია, დიდი დრო სჭირდება იმის გააზრებას, რომ ვიღაც ადამიანები პატარა კვადრატული ,,ყუთიდან” გელაპარაკებიან, თანაც პირდაპირ ეთერში.

ლოგიკური და პროგნოზირებადია ის ფაქტი, რომ პირველი სამაუწყებლო არხის სახელი ,,პირველი არხი” იყო.

თუმცა ეს მხოლოდ საინფორმაციო გადაცემას ეხება. რეალურად, ქართული ტელევიზიის ისტორია ბევრად მეტ ასპექტს მოიცავს და გაცილებით ადრეულ წლებში იწყება. მოდით მივყვეთ ქრონოლოგიას და გადავავლოთ თვალი ქართული ტელევიზიის ევოლუციას:

პირველი რადიო

1925 წელს საქართველოში პირველი რადიომსმენელები გაჩნდნენ. ეს კი პირველი რადიოს შექმნით იყო გამოწვეული. ,,საქართველოს რადიოს” მსმენელებს სიახლეების მოსმენა მოგუდული და არცთუ ისე მკაფიოდ გასაგები ხმებით უწევდათ, იმ დროინდელი ტექნიკის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. თუმცა ეს მათთვის ნამდვილად უჩვეულო და საინტერესო თავშესაქცევი იყო. სხვადასხვა რადიო არხს დღემდე ,,სწყალობენ” ქართველი მსმენელები, მით უმეტეს, ისინი, ვისაც მანქანით ხშირად უწევთ გადაადგილება.

პირველი ტელევიზია

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1956 წელს ქართველებმა პირველად მოისმინეს სატელევიზიო ჩართვა. მაშინ შეუძლებელი იყო ჩანაწერების გაკეთება და მათი შემდგომ გაშვება ტელევიზიით, ამიტომ წამყვანებს მხოლოდ პირდაპირ რეჟიმში უწევდათ მაყურებლებთან საუბარი. თან ტელევიზიის ოპერატორები მაშინ მხოლოდ ერთი კამერით მუშაობდნენ, რაც საკმაოდ არამრავალფეროვან სურათს იძლეოდა დღევანდელ მოცემულობასთან შედარებით. მაგრამ მაშინ სხვა საზომი იყო და ხალხს შედარების საშუალებაც არ ჰქონდა, შესაბამისად, ქართველი მაყურებლები არსებული რესურსითაც კმაყოფილები იყვნენ.

პირველი სიუჟეტი 

1957 წელს პირველი ტელე-სადგურის მეშვეობით, ეროსი მანჯგალაძემ და კოტე მახარაძემ პირველი სატელევიზიო სიუჟეტი გააკეთეს, კვლავ პირდაპირ რეჟიმში. რეპორტაჟის ადგილი „დინამოს„ სტადიონი იყო.

პირველი სატელევიზიო ფილმები

– ,,როგორ მოხვდი მანდა?”

– ,,1968 წლიდან ტელევიზიაში ვზივარ” – ასე უპასუხებდა ქართული კინო დასმულ შეკითხვას.

ამ წელს საფუძველი ჩაეყარა ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ტრადიციას. 1916 წლიდან მოყოლებული, ქართველი რეჟისორები აქტიურად მუშაობდნენ კინოგადაღებებზე და არაერთი ცნობილი ნაწარმოებიც გაუცოცხლებიათ. სანამ პირველ ფილმს მაყურებელი ტელევიზორში იხილავდა, მანამდე დოკუმენტური ფილმების სტუდია ისეთ ნამუშევრებს აგროვებდა, როგორიცაა: „ქრისტინე“ (1916), „არსენა“ (1937), „გიორგი სააკაძე“ (1942), „მაგდანას ლურჯა“ (1956), მამლუქი (1958), „ჯარისკაცის მამა“ (1964) და ა. შ.

1968 წლიდან კი ჩამოყალიბდა ტელეფილმების სტუდია, ტელეეკრანებზე კი მალე მაყურებელი ფერად ფილმებსაც ხედავდა. „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „ფიროსმანი“ (1969), „იყო შაშვი მგალობელი“, „ქვევრი“ (1970), „რეკორდი“ (1973), „შერეკილები“ (1973) და სხვა შედევრები მოწყენის საშუალებას დღესაც არ გვაძლევს.

მეორე არხი

1993 წლიდან ტელეეკრანებზე მეორე არხიც არსებობს. 1994 წელს გაიმართა პირველი სატელევიზიო ფესტივალი ,,მანა”, სადაც გრამპრი სწორედ მეორე არხს გადასცეს. 1994 წელს ასევე შეიქმნა სატელევიზიო არხი ,,რუსთავი 2”.

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ქართულ ტელესივრცეში

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ქართული ტელევიზიით გადაიცემოდა. ეს იყო უპრეცედენტო სიახლე ქართველი ტელემაყურებლებისა და გულშემატკივრებისთვის.

ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად

ეს იყო პირველი იუმორისტული გვიანი საღამოს სატელევიზიო გადაცემის ფორმატი, რომლის წამყვანიც დავით გოგიჩაიშვილი იყო. შოუს დებიუტი 2003 წლის 12 სექტემბერს შედგა ,,რუსთავი 2-ზე” და 2006 წლის 12 ივლისამდე დიდი წარმატებით სარგებლობდა.

პირველი დოკუმენტური ფილმების სტუდია

2005 წელს ქართულ კინემატოგრაფიას მეტი გასაქანი მიეცა და სარეჟისორო ხელოვნებაც უფრო მაღალ დონეზე ავიდა. ქართული დოკუმენტალისტიკა მოიცავს მრავალფეროვან მასალას – ისტორიულ, სოციალურ, კულტურულ, რეგიონალურ, თანამედროვე პრობლემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მოვლენებს.

პირველი ევროვიზიის კონკურსი ტელევიზიაში

2007 წელს, ქართულ ტელეარხებზე გავიდა როგორც საბავშვო, ისე მოზრდილთა ევროვიზიის კონკურსი. ბავშვების კონკურსში საქართველოს სახელით გამოვიდა ჯგუფი ,,ბზიკები” და მათ გამარჯვებაც მოიპოვეს. ,,დიდების” ევროვიზიაზე კი ქვეყანა სოფო ხალვაშმა წარგვადგინა.

ოლიმპიური ჩემპიონატი და ომი

2008 წელს მოხდა მსოფლიო ოლიმპიადის სამაუწყებლო ტრანსლაცია. ასევე პირდაპირ რეჟიმში ვისმენდით ჟურნალისტების რეპორტაჟებს ცხინვალის რეგიონიდან, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ წამოწყებული ომი მიმდინარეობდა.

რა ხდება დღეს?

დღეს ქართულ ტელესივრცეში 30-ზე მეტი ქართულენოვანი არხი არსებობს. გადაცემების ფორმატები ბევრად რეიტინგული, ფართო შინაარსის მქონე და მრავალფეროვანია, სამაუწყებლო სივრცე კი უფრო და უფრო იზრდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გადაცემების სიუჟეტებით.

შენ რომელ არხს უყურებ ყველაზე ხშირად?