მთავარი ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი

by guramus
horoskopi

ჰოროსკოპი დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი თემაა საზოგადოებაში. ალბათ, ყოველ მეორე ადამიანს აინტერესებს რას უწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები. ზოგი ბიზნესს გეგმავს, ზოგი ქორწინებას, ზოგიც ჰოროსკოპის გარეშე არ მიდის დასასვენებლად.

ამ გვერდზე შევეცადეთ მაქსიმალური ინფორმაცია მოგვეწოდებინა ჰოროსკოპის შესახებ, დაწყებული ზოგადი მიმოხილვიდან და დამთავრებული ზოდიაქოს ნიშნებისთვის დამახასიათებელი თვისებებით.

ჰოროსკოპები
ზოდიაქოს ნიშნები
დღის ვერძი, კურო
კვირის ტყუპები, კირჩხიბი
სასიყვარულო ლომი, ქალწული
ფინანსური სასწორი, მორიელი
ჯანმრთელობის მშვილდოსანი, თხის რქა
2020 წლის მერწყული, თევზები

მოკლედ, მიყევით სტატიას და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ჰოროსკოპის შესახებ.

 

horoskopis tipebi

14 ტიპის ჰოროსკოპი, რომელიც სამყაროში არსებობს

როცა ჰოროსკოპზე ვფიქრობთ პირველად ვერძი, კურო, ქალწული ან ტყუპები გვახსენდება. თუმცა ეს მხოლოდ დასავლური ზოდიაქოს ნაწილია, რომელსაც ბაბილობური წარმოშობა აქვს.

სამყაროს ყველა ნაწილში ასტროლოგიის თავისებური ინტერპრეტაციები არსებობს. დღეს კი ანბანური წყობის მიხედვით თითოეულ ჰოროსკოპს გაგაცნობთ.

1. ალქიმიური ჰოროსკოპი

ეს მოიცავს ნუმეროლოგიასაც. მასში შედის 10 ნიშანი, რომელიც პერიოდული სისტემის ელემენტებს უკავშირდება. ეს ნიშნებია: ვერცხლი, რკინა, მერკური, კალა, ტყვია, პლატინა, ნიკელი, ოქრო და სპილენძი. ელემენტის ნომრები დაბადების თარიღს ემატება, შემდეგ კი ოთხნიშნა ციფრის ორი რიცხვი ერთმანეთს. ასე მიიღება იღბლიანი რიცხვი.

2. არაბული ჰოროსკოპი

როგორც დასავლურში, აქაც 12 ნიშანია, თითოეულ მათგანს შუა საუკუნის იარაღების სახელები აქვთ: შუბი, მარყუჟი, ნაჯახი, ხანჯალი, კბილებიანი ჯოხი, დანა, ჩაქუჩი, ხმალი, მაჩეტე, ჯაჭვი, პონიარდი და რკალი. თითოეულ მათგანს თავისი იღბლიანი რიცხვი აქვს.

3. აცტეკური ჰოროსკოპი

ირემი, ცხენი, ყვავილი, გველი, იაგუარი, კურდღელი, არწივი, მაიმუნი, ძაღლი, კაიმანი, ლერწამი და კაჟი. ეს ცხოველები, ნივთები და მცენარეები აცტეკურ ჰოროსკოპში წმინდა სიმბოლოებს გამოხატავს
ნიშნები უკავშირდება დაბადების დღეებს. მაგალითად, თუ 1 იანვარს დაიბადე, მაიმუნი ხარ, თუ 2ში – კაჟი, ხოლო 3 რიცხვში დაბადებულები – ძაღლად ითვლებიან.

4. კელტური ჰოროსკოპი

ამ ჰოროსკოპს 21 ნიშანი აქვს, ყველა მათგანში ხეების სახელი ჟღერს. თითოეულ ნიშანს ესა თუ ის ხე მფარველობს.

სექტემბერი – ზეთისხილის ხე; მარტი – მუხა; ივნისი არაყი; დეკემბერი წიფელი; რჩება კიდევ 17 ხე: სოჭი, ვერხვი, ნეკერჩხალი, თხილი, რცხილა, წაბლი, კედარი, კვიპაროსი, იფანი, ლეღვი, ვაშლი, კაკალი, თელს, ნაძვი, ტირიფი, ცაცხვი და როუანი.

5. ჩინური ჰოროსკოპი

მასში 12 ნიშანი შედის, რომლებიც სხვადასხვა ლეგენდას უკავშირდება. მათ ცხოველთა სამეფო აქვთ: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, ძაღლი, ღორი და მამალი. ჩინური კალენდრის ნიშნებს დაბადების წლის მიხედვით მიხვდებით.

6. დრუიდული ჰოროსკოპი

დრუიდები ძველ გალში გამოჩენილი მეცნიერები იყვნენ. მათი ასტროლოგია ბუნების ქებას ეძღვნება და აქვთ ხეების სახელი (არ აგერიოთ კელტურ ჰოროსკოპში). აქვთ 13 ნიშანი, რომელიც მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული. მათი ხეებია: არაყი, როუანი, იფანი, თხმელა, ტირიფი, კუნელი, მუხა, თხილი, ვაზი, სურო, ლერწამი, ანწლი.

7. ეგვიპტური ჰოროსკოპი

დასავლური ასტროლოგიის საპირისპიროდ, ეგვიპტური ყველა ინდივიდის მიმართ ღრმა მოტივაციებს ეფუძნება, აქ არ გვხვდება ტრადიციული დასავლური ასპექტები. ეს ჰოროსკოპი მთვარის ციკლებზეა დამოკიდებული, როცა ადამიანები სხვადასხვა ღმერთის გამოჩენას ელიან: ოსირისი, ისიდა, თოტი, ანუბისი, სეტი, სეჰმეტი, ბასტეთი, გები, ნოუთი, ამონ რა და ჰაპი.

8. ბოშური ჰოროსკოპი

ბოშები სხვა ქალაქებისა და წესებისგან გამორჩეულები არიან. მკითხაობა და მკვირცხლი ხასიათი მათი კოდური ნიშანია. მათ თავისი ჰოროსკოპიც აქვთ, რომლებიც სხვებს არ ჰგავს, რადგან მათში უსულო ნივთებია თავმოყრილი. თითოეულ ადამიანს იღბლიანი საგანი დაბადების თარიღის მიხედვით ენიჭება. ჭიქა, ხანჯალი, გვირგვინი, სამლოცველო, შანდლები, ბორბალი, ვარსკვლავი, ზარი, მონეტა, ნაჯახი, ხმალი და ნალი.

9. ინდური ჰოროსკოპი

ეს ჰოროსკოპი ქრისტეშობამდელია, აქვს 12 ნიშანი, თუმცა არ ჰგავს ზოდიაქოს ნიშნების ჰოროსკოპს. ეფუძნება 27 შესწავლილ თანავარსკვლავედს, რომლებიც ინდოელმა ასტროლოგებმა სამოთხეში იხილეს. ნიშნებია: კუმბა კეთუ, მინა გალიკა, მეშა ანგარაკა, ვრიშასკა სურკრა, მითუნა ბუდა, კატაკა ჩანდრა, სიმაჰა რავი, კანტა ბუდა, თულა სუკრა, ვრისჩიკა ანგარაკა, დჰანუს რიშასპატი და მაკარა სანი.

10. ინდიელების ჰოროსკოპი

აქ უკვე საუბარია ამერიკაში მცხოვრებ ინდიელებზე. ჰოროსკოპის ათეული მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ცხოველების სახელებს გამოხატავს: თეთრი ბატი, კოდალა, წავი, ზუთხი, პუმა, ყავისფერი დათვი, ყორანი, ქორი, გარეული თახვი, გველი, ირემი და ცხენირემი.

11. მაიას ჰოროსკოპი

აცტეკურ ჰოროსკოპს მაიას ჰოროსკოპმა ჩაუყარა საფუძველი, მაიას ერთით მეტი ნიშანი აქვს, მთლიანობაში 13. მათი კალენდარი თვეში 20 დღეს შეადგენს. ტომის წევრებს სახელები თავის ენაზე აქვთ დარქმეული, გთავაზობთ ნათარგმნ სახელწოდებებს: ღამურა, მორიელი, ირემი, ბუ, ფარშევანგი, ხვლიკი, მაიმუნი, ქორი, იაგუარი, ძაღლი, გველი, კურდღელი და კუ.

12. დასავლური ჰოროსკოპი

ამას ყველაზე უკეთ ვიცნობთ, სახელების ისტორია მითოლოგიიდან მოდის: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები – ნიშნები ოთხი ელემენტიდან ერთ-ერთს ეკუთვნის ჰაერს, ცეცხლს, წყალსა და მიწას.

13. ორიშას ჰოროსკოპი

ტრადიციული კუბური რელიგია – იორუბა – ღვთაებების ათეულს გვთავაზობს: ოგუნი, ოკო, ელეგუა, ოშუნი, შანგო, იემანია, ობატალა, ორულა, ბაბალუ აი, აგაიუ, სოლა, ოშოსი და ინლი.
სახელები კუბას წმინდანებს უკავშირდება.

14. ვუიკუს ჰოროსკოპი

მას ყველაზე ცოტა ნიშანი აქვს, მხოლოდ 4. ეს არის ბუდიზმის წმინდა ცხოველების სახელები. ჰოროსკოპი ქრისტეშობამდე 2000 წლით ადრე არსებობდა, წარმოიშვა ტიბეტში. ობობა, ჭიანჭველა, მორიელი და კუ არის ეს ოთხი ნიშანი, თითეულს წელიწადის 3 თვე აქვს ,,დაკავებული’’.

 

ანომალიურად ზუსტი ეგვიპტური ჰოროსკოპი

ნილოსი — 1–7 იანვარი, 19–28 ივნისი, 1–7 სექტემბერი, 18–26 ნოემბერი

საკვანძო მახასიათებლები: სიმშვიდე, პრაქტიკულობა, ლოგიკა.

წარმატებული ფერები: წითელი და ცისფერი.

წმინდა ცხოველი: ანტილოპა.

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს არ უყვართ კონფლიქტი და ემოციების ქვეშაც განაალიზებულად მოქმედებენ. მათ არ აქვთ  პრობლემა სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში და დაკვირვება უყვართ.

ისინი პრაქტიკული ადამიანები არიან, ამიტომაც ხშირად ირჩევენ საქმიანობას, რომელიც მათ ანალიტიკურ აზროვნებას აძლევს გამოხატვის საშუალებას. ნილოსი თავად დასაწყისის სიმბოლოა, ამიტომაც ასეთ ადამიანებს ხშირად საკუთარი ბიზნესი აქვთ.

ამონ-რა — 8–21 იანვარი, 1–11 თებერვალი

საკვანძო მახასიათებლები: წარმატება, სინაზე, გულუხვობა.

წარმატებული ფერები: ყვითელი და ნარინჯისფერი.

ამ ნიშნის ქვეშ ნიჭიერი, ოპტიმისტი ლიდერები იბადებიან. მათ უყვართ ადამიანების დახმარება და მათი შთაგონება. გამოირჩევიან მშვენიერი ინტუიციით, ამიტომაც სასარგებლო რჩევებს იძლევიან და რთულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ენერგიის დიდი ნაწილი და შრომისმოყვარეობა მათ საოცარ ხელმძღვანელებად აქცევს და კოლექტივს ეფექტურად მართავენ. გონი ამ ნიშნის მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

მუტი — 22–31 იანვარი, 8–22 სექტემბერი

საკვანძო მახასიათებლები: ირონია.

წარმატებული ფერები: წითელი და ყავისფერი.

ამ ნიშნის ადამიანები ჩვეულებრივ, გრძნობებს მალავენ და მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უზიარებენ. მათ ზუსტად იციან რა სურთ და ჯიუტად მიიწევენ საკუთარი ოცებებისკენ. ამაში ლოგიკური აზროვნება მნიშვნელოვნად ეხმარებათ.

ასეთი ადამიანები კარგი მშობლები ხდებიან, კარიერას სამართლის, ჯანდაცვის, სოციალურ და განათლების სფეროებში იწყობენ. ამჯობინებენ სულიერ ზრდას და იდუმალ პიროვნებებად რჩებიან.

ჰებე — 12–29 თებერვალი, 20–31 აგვისტო

საკვანძო მახასიათებლები: სიამაყე, მოკრძალება, მგრძნობიარე.

წარმატებული ფერები: იასამნისფერი და ვარდისფერი.

წმინდა ცხოველი: ბატი.

ასეთ ადამიანებს ძალიან კეთილი გული აქვთ და სხვების სურვილებს ყოველთვის გრძნობენ, ამასთან მუდამ მზად არიან დაეხმარონ. ხანდახან ზედმეტად ემოციურები არიან, მაგრამ მიმზიდველობით ხიბლავენ ადამიანებს. მუდამ სანდო მეგობრებად რჩებიან.

ამ ნიშნის წარმომადგენლები  ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საქმიანობებს ირჩევენ, მაგრამ ყველაზე მეტად განათლებისა და ლიტერატურის სფეროსთან დაკავშირებული პროფესიები უხდებათ. მათ საოცარი მეხსიერება აქვთ, განსაკუთრებით სხვების ქმედებებს იმახსოვრებენ. უყვართ როცა თავს კომფორტულად გრძნობენ, ამიტომაც ამას თავადაც იქმნიან.

ისიდა — 11–31 მარტი, 18–29 ოქტომბერი, 19–31 დეკემბერი

საკვანძო მახასიათებლები: პატიოსნება, აქტიურობა.

წარმატებული ფერები: ცისფერი და თეთრი.

ასეთი ადამიანები იმდენად გულღიები და პირდაპირები არიან, რომ ბევრი მათ სულელად თვლის, მაგრამდანარჩებს მათი ეს თვისება ძალიან მოსწონთ. ჩვეულებრივ, რომანტიკულ ურთიერთობებს ეძებენ უზრუნველ ადამიანებთან და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით ხასიათდებიან.

ისიდას ნიშნის წარმომადგენლები მარტივად წყვეტენ საკითხებს და ლახავენ დაბრკოლებებს, რაც მათ მშვენიერ ხელმძღავენელებად აქცევთ. კარგად გამოსდით გუნდში მოშაობა, არ კარგავენ თვითდაჯერებულობას და წარმატებას აღწევენ მარკეტინგში, გასართობ სფეროსა და ხელოვნებაში.

ოსირისი — 1–10 მარტი, 27 ნოემბერი — 18 დეკემბერი

საკვანძო მახასიათებლები: პიროვნული გაორება, გადაუწყვეტელობა.

წარმატებული ფერები: ყვითელი და მწვანე.

წმინდა ცხოველი: ხარი.

ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ როგორც ძლიერები და ენერგიულები, ასევე საოცრად გადაუწყვეტელები. ისინი როგორც წესი, წარმატებულები, ოპტიმისტები და გულუხვები არიან. ამასთან მუდამ დღევანდელი დღით ცხოვრობენ.

ოსირისის ნიშნის წარმომადგენლები ურთიერთობაში პირდაპირები და ძალიან დამოუკიდებლები არიან. თავიანთი გონების და ქარიზმის წყალობით შეუძლიათ მშვენიერი ლიდერები გახდნენ. უმჯობესია თუ საკუთარი ბიზნესით დაკავდებიან და სხვების ბრძანებებს არ შეასრულებენ.

თოტი — 1–19 აპრილი, 8–17 ნოემბერი

საკვანძო მახასიათებლები: ვაჟკაცობა, თანაგრძნობა, ენერგიულობა.

წარმატებული ფერები: თეთრი და ვარდისფერი.

ასეთი ადამიანები მშვენივრად უმკლავდებიან ნებისმიერ პრობლემას, უყვართ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება და ყოველთვის ეძებენ გზას სრულყოფილებამდე. გარშემომყოფებთან ურთიერთობისას მუდამ ცდილობენ გულწრფელები იყვნენ.

მათ მოთმინების საოცარი მარაგი აქვთ და მშვენიერი გამომგონებლები არიან, ამიტომაც როგორც მეწარმეები წარმატებულები იქნებიან. ამასთან ადამიანებთან სწორი ურთიერთობის უნარები მათ საშუალებას აძლევთ კარიერა აიწყონ ჟურნალისტიკისა და მწერლობის კუთხით.

ანუბისი — 8–27 მაისი, 29 ივნისი — 13 ივლისი

საკვანძო მახასიათებლები: სინაზე, გონიერება, ეშმაკობა.

წარმატებული ფერები: ჟოლოსფერი და ოხრა.

წმინდა ცხოველი: ტურა.

ესენი არიან ვნებიანი და შემოქმედებითი ინტროვერტები, რომლებიც სიმშვიდით და მარტოობით ტკბებიან, მაგრამ სწორედ ამ თავდაჯერების გამო უყვართ სხვებსაც. ანუბისის ნიშნის წარმომადგენლები დაკვირვებულები არიან და გიჟდებიან სხვების მოტივების და ფიქრების შესწავლაზე.

სხვების აზრების მიმართ ინტერესს ისინი მიჰყავს ისეთ პროფესიებამდე, როგორებიცაა ფსიქოლოგია და მის გარშემო არსებული სფეროები. ადამიანების დახმარებას კი მედიცინამდე. ანუბისი სიკვდილის ღმერთია და ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად დამკრძალველ კომპანიებსაც აარსებენ. ურთიერთობაში მუდამ ნაზები და ალერსიანები არიან.

სეთი — 28 მაისი — 18 ივნისი, 28 სექტემბერი — 2 ოქტომბერი

საკვანძო მახასიათებლები: სრულყოფილებისკენ სწრაფვა, იმპულსურობა.

წარმატებული ფერები: შავი და ფირუზისფერი.

ეს ადამიანები ხშირად ისწრაფვიან თვგადასავლებისა და ცვლილებებისკენ. ვერაფერი შეუშლით ხელს მიზნესკენ სავალ გზაზე. შეუძლიათ სხვებიც კი გაწირონ, რადგანაც მეორე ადგილი მათთვის არაა. ამიტომაც, მუდამ კომუნიკაბელურები და ქარიზმატულები არიან.

გამოწვევების სიყვარულის გამო არაპოპულარულ სფეროებში ხდებიან ლიდერები, ქარიზმის წყალობით კი პოლიტიკოსებად და ბიზნესმენებად ყალიბდებიან. მათ არ უყვართ სიჩუმე და ცხოვრების აზრს მუდამ წინსვლაში ხედავენ.

ბასტეტი — 14–28 ივლისი, 23–27 სექტემბერი, 3–17 ოქტომბერი

საკვანძო მახასიათებლები: შფოთვა, წონასწორობა.

წარმატებული ფერები: ნაცრისფერი და ყვითელი.

წმინდა ცხოველი: კატა.

ბასტეტის ნიშნის წამომადგენლები წონასწორობისკენ ილტვიან, ბუნებით ინტროვერტები არიან და მუდამ სიწყნარეს და სიმშვიდეს ეძებენ. ამასთან ზებუნებრივი ინტუიციით გამოირჩევიან.

მუსიკითა და ხელოვნებით შთაგონებულები ხდებიან პიროვნებები, რომლებიც მუდამ ბედნიერების ძიებაში არიან. ასეთი ადამიანები ერთგული და სანდო პარტნიორები არიან, რომლებიც სხვების ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებენ და იცავენ მათ, ვინც უყვართ.

ჰორი — 20 აპრილი — 7 მაისი, 12–19 აგვისტო

საკვანძო მახასიათებლები: გონებამახვილობა, ამტანობა, მოუთმენლობა.

წარმატებული ფერები: ალისფერი წითელი და ოქროსფერი.

წმინდა ცხოველი: გველი.

ამ ვაჟკაცურ, ქარიზმატულ პიროვნებებს გარისკვა უყვართ. ლიდერები, რომლებსაც სხვების შთაგონება საკუთარი გულწრფელობით და სითამამით შეუძლიათ.

მსუბუქი ხასიათის მიუხედავად ძლიერი ნებით გამოირჩევიან და ახლობელი ადამიანების საჭიროებებს საკუთარზე მაღლა აყენებენ. მუდამ ორიენტირდებიან საზოგადოების მოთხოვნებზე, ამიტომაც კარგი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ხდებიან.

სეჰმეტი — 29 ივლისი — 11 აგვისტო, 30 ოქტომბერი — 7 ნოემბერი

საკვანძო მახასიათებლები: გონება, ძალაუფლება, ლიდერობა.

წარმატებული ფერები: ფირუზისფერი და მწვანე.

წმინდა ცხოველი: ლომი.

კიდევ ერთი ორმაგი პიროვნულობის მქონე ნიშანი. ერთის მხრივ, ასეთი ადამიანები მკაცრები და დისციპლინირებულები არიან, მეორეს მხრივ კი უყვართ უბრალოდ დინების მიმართულებით ცურვა. მათ ვალდებულების და სამართლიანობის ძლიერი შეგრძნება აქვთ, იზიდავთ როგორც მაგნიტი.

მათში მთავარი სიამაყის შენარჩუნებაა და ეს მათ მიზნებზე მნიშვნელოვანი ხდება. საუკეთესოდ ახდენენ ძალაუფლების რეალიზებას და ოპტიმიზმის მეშვეობით ყველაფერში რაიმე კარგს ხედავენ, გარკვეულ გაკვეთილს სწავლობენ. ორგანიზების უნარების უმაღლეს დონეზე აქვთ.

 

 

ახლა კი გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების შესახებ საინტერესო ინფორმაციებს. სტატია ძალიან საინტერესოა და გირჩევთ, ბოლომდე წაიკითხოთ:

 

ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი (ხართ ერთ-ერთი მათგანი?)

foroskopi

1. ტყუპები

ამ ნიშანს ბრწყინვალე გონება და უამრავი კრეატიული იდეა აქვს, რაც ძალიან ადგება პრობლემური სიტუაციების დროსაც. იციან ცხოვრებით ტკბობა და გულწრფელი ურთიერთობები მოსწონთ. პატარა ასაკიდან ცნობისმოყვარეები არიან ბევრ საკითხში და ძალიან უყვართ ხელოვნება.

არიან კონსტრუქციულები და ყოველთვის მზად არიან ისწავლონ რაიმე ახალი. სურთ ინტელექტუალი პარტნიორის პოვნა, რომელთან ერთადაც გადაწყვეტს ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

2. მორიელი

მას საუკეთესო ინტუიცია აქვს, შეუძლიათ მიხვდნენ როდის იტყუებით. ცხოვრებისეული სირთულეების ფონზე კარგად შეუძლიათ თავის ხელში აყვანა და არასდროს ეშინიათ გამოწვევების.
მუდამ ცდილობენ ღრმა მნიშვნელობის რაღაცები აკეთონ, დატკბნენ ცხოვრებით და დატოვენ თავიანთი კვალი. მიუხედავად იმისა, რომ კარგ მეგობრებს ირჩევენ, ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავს ენდობიან.

3. მშვილდოსანი

ტყუპებივით ცნობისმოყვარეები არიან და ყოველთვის მიჰყვებიან დროს. არიან სოციალურები, იციან სტაბილური ურთიერთობის შექმნა. აქვთ უნარი თვალებში ჩაგხედონ და გამოიცნონ, როგორი პიროვნება ხართ.
ინტელექტი ყველაზე მაღლა დგას მათთვის, ასე რომ მაქსიმალურად ბევრს სწავლობენ. უყვართ თავგადასავლები და მოვლენების გამარტივება. გიჟდებიან ოჯახზე და მეგობრებზე, გულწრფელი ურთიერთობები მათთვის ფულზე და შემოსავალზე უფრო მნიშვნელოვანია.

4. სასწორი

სასწორს ლოგიკური აზროვნება და სწორი ანალიზის უნარი აქვს. არის სამართლიანი და იციან, რომ არ არიან სრულყოფილები. აქვთ კრიტიკული აზროვნება და ყოველთვის რაციონალურ გონებას მიჰყვებიან.
არ უყვართ წაგება და ცდილობენ ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ მოცემულ გამოწვევაზე. აქვთ გახსნილი გონება, უზომო ცნობისმოყვარეობა და პრობლემების გადალახვის უნარი. არიან კომუნიკაბელურები და გიჟდებიან ხანგრძლივ საუბრებზე საინტერესო ადამიანებთან.

5. მერწყული

ისინი ყველაფერში საუკეთესოები არიან, სულერთია სად მონაწილეობენ, მერწყულები ყველგან აღწევენ წარმატებას. მათი მოქნილი გონება და იუმორის კარგი გრძნობა ნებისმიერი რთული სიტუაციის დაძლევაში ეხმარებათ.

არიან კრეატიულები, ორიგინალურები. უყვართ საუბარი და კომუნიკაცია ადამიანებთან, ვისგანაც რაიმეს სწავლა შეუძლიათ. არიან ლოგიკურები და ობიექტურები, მსჯელობენ ცივი გონებით, როდესაც რაიმე საკითხს წყვეტენ. ეს თვისებები მათ ერთ-ერთ უჭკვიანეს ნიშნად აქცევს.

საინტერესო და მომხიბლავი ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ:

ასტროლოგია ძალიან სახალისო სფეროა. ვარსკვლავებმა თქვენთვის შესაძლოა ცხოვრების სიყვარული იპოვონ, ან უკეთესი ცხოვრების ხარისხი შეგიქმნან ამა თუ იმ ასპექტში. ზოგჯერ, უბრალოდ ფაქტობრივი ცოდნისთვისაც საკმარისია, რომ თითოეული ნიშნის შესახებ ახალი რამ გავიგოთ.

გაეცანით საინტერესო და სახალისო ფაქტებს, როგორიცაა, მაგალითად, თევზების მიერ ციფრი 7-ის სიყვარული ან ტყუპების მიერ ხშირად მოგებული ნობელის პრიზის შესახებ. ეს შესაძლოა გარკვეული მოტივაცია იყოს თქვენთვის, ან უბრალოდ მორიგი საინტერესო სტატია.

მერწყული

თუ მერწყული ხარ, ალბათ უკვე იცი, როგორ უყვართ მათ დამოუკიდებლობა. თუმცა იცით, რომ იმასაც აქვს ახსნა, სულ რატომ გცივათ? მერწყულებს მუდმივად ცივი აქვთ ხელები და ფეხები. რადგანაც მერწყული სხეულის ცირკულაციებს მართავს. შესაძლოა მიზეზიც ეს არის.

თევზები

ისინი ძალიან კრეატიულები არიან. თუ თევზი ხარ, შეგიმჩნევია, რომ ყოველთვის შვიდიანს მიიჩნევ იღბლიან ციფრად? ან საათს ხშირად უყურებ, როცა 7:07 საათია? ეს დროის სწორად განსაზღვრის უნარებზეა ხაზის გასმა.

ვერძი

ვერძი თავდაჯერებული და გამბედავია, ბუნებრივი ლიდერი. მათ ასევე ააერთიანებთ შუბლზე შრამი. დიახ, ვერძი ბავშვები ყოველთცვის თავგადასავლებს ეძებენ, შედეგად ხშირია ტრავმა. თუ ვერძი ხარ, მოძებნე შენს სახეზე ჰარი პოტერის სიმბოლო.

კურო

კურო პრაქტიკული ადამიანია. იცით ყველაზე ხშირად ხელში რა უჭირავთ? ტელეფონი ან კალამი, სადაც შემოსავლებს, გადასახადებს, ხარჯებს ითვლიან. მათ მშვენივრად იციან ფულის ფასი და მისი განაწილება.

ტყუპები

მათ სწრაფად ათვისების უნარი აქვთ, ასევე ყველაზე ხშირად იღებენ სხვადასხვა ჯილდოს, მაგალითად, პროცენტულად ნობელის პრიზი ყველაზე ხშირად ტყუპებს აქვთ აღებული.

კირჩხიბი

კირჩხიბი ერთგული, მტკიცე და ემოციურია. მათ ფიზიკური მსგავსებებიც აქვთ: მრგვალი სახე – რადგან ეს ნიშანი მთვარისგან იმართება.

ლომი

ლომი კრეატიული და მშრომელია, მათ ეს უპირატესობა შეუძლიათ კარგად გამოიყენონ. შეუძლიათ შექმნან დამატებითი პროექტები და მიიღონ მეტი ანაზღაურება.

ქალწული

ანალიტიკური და პრაქტიკული ქალწული ძალიან ჭკვიანი ნიშანია. მათ ყოველთვის მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ სკოლაში.

სასწორი

სოციალური და გონებაგახსნილი ნიშანი, რომლებსაც კიდევ ერთი რამ აერთიანებთ: სიცილის დროს ხშირად ლოყები ეჩუტებათ.

მორიელი

ეს ყველაზე ცეცხლოვანი ნიშანია – ურთიერთობებში, სამსახურში, გატაცებებში და ა.შ. მათ აერთიანებთ შუბლის შუაში სიმეტრიული წერტილი, როგორც ვენსდი ადამსს ჰქონდა

მშვილდოსანი

იდეალისტი მშვილდოსანი თურმე ძალიან კარგი ყოფილა ცხენზე ჯირითში. ასევე მათ აქვთ მოგრძო ფორმის სახე.

თხის რქა

დისციპლინურ თხის რქას გაუმართლა, რადგან დიდხანს გამოიყურება რეალურ ასაკზე უფრო ახალგაზრდულად. ეს ნიშანი ასაკის მატებას მართავს!

 

ზოდიაქოს ნიშნების 15 წყვილი, რომლებიც იდეალურად ეწყობიან: აი, მიზეზებიც…

ზოდიაქოს ნიშნები ჩვენზე ძალიან ბევრს ამბობენ, განსაკუთრებით მათ გაუმართლათ, ვისაც ნიშნების მიხედვით თავსებადობის სჯერა. აქ გამოხატულია ენერგიათა თანწყობა – თქვენი და იმ ადამიანის, ვინც გვერდით გყავთ.

ზოდიაქო ძლიერი დამხმარეა შესაბამისი ადამიანების პოვნის პროცესში, თუმცა ამასაც დიდი მუშაობა სჭირდება.

zodiaqos wyvilebi

ცხადია, არ ვამბობთ, რომ თქვენს ამჟამინდელ პარტნიორს უნდა დაშორდეთ, თუკი შესაბამის ნიშანს არ ემთხვევა, უბრალოდ

ეს არის ერთგვარი გაიდლაინი, თუკი ჯერ კიდევ ახლო ადამიანის ძიებაში ხართ.

kirchxibi, morieli

1. კირჩხიბი + მორიელი

ბევრი ამ წყვილზე შეგვედავება, სწორედ ამიტომ მოვაქციეთ სიის სათავეში. ემოციური კირჩხიბი და ცეცხლოვანი მორიელი იდეალური წყვილია, რადგან ორივე იმ ადამიანთა რიგს ეკუთვნის, ვინც პარტნიორის საჭიროებისთვის ყველაფერს იზამს.

ისინი ერთმანეთის გულშემატკივრები არიან – ერთი მეორეზე უფრო ძლიერია და ისინი ერთმანეთს აბალანსებენ, ერთმანეთის სიყვარულში იზრდებიან და ბევრ რამეს სწავლობენ.

ისინი ოჯახზე ორიენტირებულები არიან და ესეც ერთ-ერთი მიზეზია მათი პიროვნული მისადაგების.

saswori, merwyuli

2. სასწორი + მერწყული

ისინი ფსიქოლოგიურად ავსებენ ერთმანეთს და შეუძლიათ მთელი დღე ისეთ თემებზე ისაუბრონ, რომელთა საუბარში განხილვაც აქამდე ვერ წარმოედგინათ.

ორივე თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და ძლიერი ნიშანია, საბოლოოდ კი იდეალური წყვილი. ზოგი იფიქრებს, რომ ამ თვისებების მქონე ორი ადამიანი ერთმანეთთად უპრობლემოდ ვერ იურთიერთებს, თუმცა საქმე ისაა, რომ ორივე ნიშანს უყვარს ურთიერთობები და იციან სწორი კომუნიკაციის გზები.

ასევე მათ გახსნილი და შეუზღუდავი ფანტაზიის გამო იდეალური სექსუალური ცხოვრება აქვთ.

qalwuli, txis rqa

3. ქალწული + თხის რქა

ეს ორი პერფექციონისტი ყველაფერს გააკეთებს სრულყოფილი ურთიერთობისთვის. ორივე ნიშანი ემოციურია და მომთმენი. მზად არიან დაიწყონ სიყვარულის შენება და უმაღლეს დონეზე აიყვანონ ის.

შეუძლიათ სექსუალური ცხოვრება ემოციურ დიალოგში გადაიყვანონ, სადაც ისინი სხეულებით ისაუბრებენ.

მათ არ უყვართ მოვლენების დაჩქარება და ყოველთვის სჩვევიათ ფაქტების გაანალიზება. ორივე ნიშანს სურს ნდობა, პატივისცემა, ერთგულება და სიყვარული ურთიერთობაში.

verdzi, tyupebi

4. ვერძი + ტყუპები

ეს ძალიან ამაღელვებელი წყვილია, რადგან ყველას აოგნებენ. ხალხს უკვირს, როგორ შეუძლია ორ ადამიანს სულ სადღაც იყვნენ და ერთად საოცარ თავგადასავლებს პოულობდნენ.

მათ უყვართ ერთმანეთის გამოწვევა და დღის ბოლოს უფრო გაზრდილები არიან პიროვნულად. ისინი ერთმანეთს სიყვარულს და თავგადასავლებს უზიარებენ, ერთად უმკლავდებიან სირთულეებს.

უყვართ ღრმა თემებზე საუბარი და პრობლემა არასდროს აშინებთ, მათ საუბარი ძილსაც კი ურჩევნიათ.

lomi, mshvildosani

5. ლომი + მშვილდოსანი

ეს ორი მონათესავე სული ერთმანეთს ხვდება თუ არა, მაშინვე შეყვარებულები ხდებიან. ორივე ცეცხლის ნიშანია, არიან ცეცხლოვანები და ვნებიანები. სწავლობენ ერთმანეთის ძლიერ მხარეებს, გადმოსცემენ ემოციებს და მუდმივად ალამაზებენ ურთიერთობას.

ისინი სხეულებით, გონებით, სულით იდეალურად ეწყობიან, ამიტომ არაჩვეულებრივი სექსუალური ცხოვრება აქვთ. ლომს მშილდოსნის სხეულის ყველა ნაწილი უყვარს და ისინი ბოლომდე ეშვებიან ვნებებში.

ორ ძლიერ ინდივიდს ესმის ერთმანეთის და სწავლობენ პარტნიორის საჭიროებებს, რათა ყოველთვის მათ გვერდში იყვნენ.

tevzebi

6. თევზები + თევზები

ეს კომბინაცია ორი გზით მიდის: ან იდეალური წყვილი იქნება, ან ერთმანეთს ნაწილებად დაშლია.

როცა ორი თევზი ერთმანეთს ხვდება, მათ აქვთ მიკუთვნებულობის განცდა და მყისიერად იწყებენ ემოციურ კავშირს.

არიან დამოუკიდებლები და ძლიერი პიროვნებები, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად უკეთსს ხდიან. როცა ორ თევზს ერთმანეთი უყვარდება, მათი ისტორია ზღაპარს ჰგავს, რადგან მათ დიდხანს და ბედნიერად უყვართ ერთმანეთი.

kuro, kirhxibi

7. კურო + კირჩხიბი

ამ ორ ნიშანს ყველაზე კარგი თანწყობა აქვთ. რატომ?

ისინი ნაზები და კეთილები არიან, ადამიანები, რომლებსაც ერთნაირი მიზნები აქვთ. სურთ მხარდამჭერი და გულწრფელი ადამიანი ცხოვრებაში.

მათ სექსი არასდროს აქვთ მხოლოდ სიამოვნებისთვის, მათთვის ეს წმინდა საკითხია, რაღაც განსაკუთრებული. ისინი არასდროს ღალატობენ ერთმანეთს, რადგან იციან, რომ უკეთეს მეწყვილეს ვერ იპოვიან.

verdzi, mshvildosani

8. ვერძი + მშვილდოსანი

როცა ეს წყვილი სწავლობს პატივი სცენ ერთმანეთის აზრს და არ განსჯიან ერთმანეთს, მაშინ იქმნება ურყევი და მტკიცე სასიყვარულო კავშირი.

უყვართ სიცილი, აქვთ კარგი იუმორის გრძნობა. ბედნიერება და კარგი მომენტები მათთვის პრიორიტეტია.

ორივე ცეცხლის ნიშანია, აქვთ იდეალური სექსი და გიჟდებიან ერთმანეთის სხეულზე. სიყვარულს ნდობაზე, ერთგულებაზე და ვნებაზე აშენებენ.

lomi, saswori

9. ლომი + სასწორი

სასწორის ცეცხლოვანება და ინტელექტი ლომს ძალიან მოსწონს. ლომის თავდაჯერებულობა კი სასწორს ძალიან ეხმარება. აქვთ არაჩვეულებრივი სექსუალური ცხოვრება და უყვართ ექსპერიმენტები.

მათ აქვთ ჩამოყალიბებული მიზნები და მათი ღირებულებაა პატივისცემა და ერთმანეთის გაგება. მშობლობის პერიოდშიც, ეს წყვილი შესანიშნავი და ერთმანეთის მხარდამჭერი გუნდი ხდება.

merwyuli, mshvildosani

10. მერწყული + მშვილდოსანი

ეს წყვილი იმედისა და შთაგონების წყაროა. მიზანდასახულები და თავდაჯერებულები არიან. აქვთ რაციონალული გონება, ერთად შესანიშნავად მუშაობენ, რადგან თუნდაც აზრები არ დაემთხვეს, მაინც ესმით ერთმანეთის.

მათი სექსი ინოვაციური და ექსპერიმენტულია და ის არასდროს ხდება მოსაწყენი.

არიან თავისუფლები და აქვთ ერთმანეთის ნდობა, მათი კომუნიკაციის უნარი პრობლემების ანალიზში ძალიან ეხმარებათ.

ეს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წყვილადაა მიჩნეული.

tevzebi, txis rqa

11. თევზები + თხის რქა

ისინი ამაღელვებლად ზუსტად ეწყობიან ერთმანეთს. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახს, ბავშვებს და ქორწინებას. როცა ურთიოერთობას იწყებენ, მალევე გეგმავენ საერთო მომავალს.

თევზი ზოგჯერ ძალიან არაპროგნოზირებადია, ეს თვისება კი ძალიან ადგება თხის რქას, განსაკუთრებით სექსის დროს. ისინი იდეალურად აბალანსებენ ერთმანეთს, თევზის ოპტიმიზმი თხის რქის სტაბილურობას ერწყმის.

ორივე ნიშანი ცდილობს დიდხანს შეინარჩუნოს ურთიერთობა და ერთად გაუმკლავდნენ სირთულეებს.

verdzi, saswori

12. ვერძი + სასწორი

ორივე ნიშანს ვენერა მართავს, ეს კი ნიშნავს, რომ ორივე სილამაზით, გრაციოზულობითა და სიყვარულითაა დაჯილდოებული.

მათ ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ, უყვართ საუბრები და ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. მშვენივრად ავსებენ ერთმანეთს, რადგან არიან გახსნილები ურთიერთობაში.

ორივეს უყვარს გამოწვევები, ეს კი მათ ურთიერთობას უნიკალურს ხდის.

merwyuli

13. მერწყული + მერწყული

ორი მერწყულის შეხვედრა – ეს რევოლუციაა! მათ უყვართ ერთმანეთის საჭიროებებზე ზრუნვა, რადგან არასდროს ეშინიათ გრძნობების გამოხატვის და პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭების.

მერწყულს სძულს სტერეოტიპები და სულ ცდილობს აირიდოს ეს ურთიერთობაში.

აქვთ გახსნილი გონება და ერთმანეთისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენენ. მერწყულებს აქვთ არაჩვეულებრივი შანსი, მუდმივად ერთად რომ დარჩნენ, რადგან ერთმანეთს ყველა ასპექტში საოცრად კარგად უგებენ.

14. თხის რქა + კურო

თამამად ვიტყვით, რომ ისინი მონათესავე სულები არიან. მათიმდენად ძლიერი კავშირი აქვთ, რომ შეუძლებელია მისი დამსხვრევა. ამ კავშირს სიყვარულითა და ნდობით აშენებენ.

ზოგჯერ აგრესიულებიც არიან, რაც კარგი კომუნიკაციის უნარების გამოვლენით სრულდება. სექსში თავიდან რთულად იხსნებიან, რადგან კუროს უჭირს სხეულის ბოლომდე გაცემა. თუმცა მათ იციან ერთმანეთის საიდუმლოები და დროთა განმავლობაში ძალიან კარგად ეწყობიან ერთმანეთს.

საქმე სიყვარულს როცა ეხება, ძალიან ფრთხილები არიან, იციან ერთმანეთის ფასი და ეს ეხმარებათ მტკიცე ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

15. სასწორი + ქალწული

ეს წყვილი ბევრ დეტალში ავსებს ერთმანეთს. პირველ პაემანზე მუსიკაზე, ხელოვნებაზე და სხვა ღრმა თემებზე საუბრობენ, რადგან ასე ცდილობენ ერთმანეთი გაიცნონ.

როცა ემოციურ ურთიერთობას დაამყარებენ, მათი სექსი დღითიდღე უფრო და უფრო უკეთესი გახდება.

ყველა მეგობარი მათ იცნობს, როგორც ჰარმონიულ და უდარდელ წყვილს, რადგან ეს სიმართლეა.

 

ახლა კი გთავაზობთ ზოდიაქოს საუკეთესო ქმრებს და ცოლებს. რა თქმა უნდა, ეს სია პირობითია. საუკეთესო სამეულები შედგენილია ზოგადი დაკვირვების შედეგად, მათი საუკეთესო ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე.

ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი იდეალური ქმარი ხდება

გიფიქრიათ, რა გავლენა აქვს ვარსკვლავებს ჩვენზე? როცა ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობის შენებაზე ვფიქრობთ, მართლა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი ნიშნის მატარებელია ჩვენი პარტნიორი?

zodiaqos sauketeso qmrebi

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ სჯერა ზოდიაქოსი, არსებობს ნამდვილი ფაქტები გარკვეულ ნიშნებზე. გთავაზობთ 3 ნიშნის აღწერას, რომლებიც საუკეთესო ქმრები ხდებიან.

შედის თქვენი შეყვარებული ამ კატეგორიაში?

1. თხის რქა

ამ ნიშანს არ უყვარს ურთიერთობებში თამაში, ამას პარტნიორისგანაც ვერ იტანს. ის გულწრფელია და როდესაც ვინმე უყვარს, ის ბოლომდე ეძლევა სიყვარულს. არის ყველაზე მზრუნველი და პასუხისმგებლობით სავსე მამაკაცი. თუ ამბობს, რომ 5 საათზე მოვა, დარწმუნებული იყავით, რომ 15 წუთით ადრე თქვენთან გაჩნდება და დაგიცდით.

დიდად რომანტიკაზე არ გიჟდება, თუმცა ოჯახი მისთვის პირველ ადგილზეა. ის შეუძლებელსაც გააკეთებს საყვარელი ადამიანის დასაცავად და მათ არასდროს გაუცრუებს იმედს.

2. კირჩხიბი

კირჩხიბი სენსიტიური და მზრუნველია. ურთიერთობებს თავს ბოლომდე უძღვნის, ზოგჯერ ამის გამო, შესაძლოა, გულიც ეტკინოთ.

მოსიყვარულე კირჩხიბი საყვარელი ქალისთვის ზედმეტ კილომეტრებს გაივლის, რათა ის გააბედნიეროს. ისინი მზრუნველი ქმრები და მამები არიან. თუ მოსიყვარულე ქმარი გსურთ, კირჩხიბი თქვენთვის შეიქმნა!

3. ლომი

ლომი მამაკაცი ყოველთვის კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც გულწრფელობა უყვარს. როცა უყვარდებათ, ამას კარგად აგებინებენ პარტნიორს. შეიძლება ზოგჯერ მესაკუთრეებიც იყვნენ, თუმცა ეს მაშინ, თუკი ეჭვი შეეპარათ საყვარელი ადამიანის სიყვარულში.

ლომი საოცარი და შესანიშნავი ცხოვრებისეული პარტნიორია და ასევე შეუდარებელი მშობელი. ისინი ოჯახისთვის ყველაფერს გააკეთებენ და მუდმივად გული სწყდებათ თითოეულ წუთზე, რომელსაც ოჯახის წევრებთან ვერ ატარებენ.

zodiaqos sauketeso colebi

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც იდეალური ცოლები ხდებიან

კირჩხიბი

კირჩხიბი ქალბატონი ნამდვილი დედოფალია. ის ღრმად ემოციურია და ეს ძალიან უხდება. კირჩხიბი უპირობოდ შეგიყვარებს და ამას ნებისმიერ შესაძლო შემთხვევაში გამოავლენს.

ის მყუდრო სახლს მოაწყობს თქვენთვის და შესაძლებელზე მეტს გააკეთებს ოჯახის გასაბედნიერებლად. ის, როგორც დედა, ასევე იდეალური იქნება უპირობო სიყვარულის წყალობით. მისთვის ოჯახი და შვილები ყოველთვის პირველ ადგილზეა.

ზოგჯერ მათ დრამა უყვართ, თუმცა ეს ზედმეტი ემოციების ბრალია, როცა არ იციან ისინი სად წაიღონ. ნებისმიერ შემთხვევაში, კირჩხიბზე დაქორწინებას არასდროს ინანებთ.

ვერძი

ის ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. მიზნის მისაღწევად ვერძი ყველაფერს აკეთებს. ის თავგადასავლების მოყვარული, ცეცხლოვანი და, რაც ყველაზე მთავარია, უშიშარია გრძნობების გამოხატვისას. თავის დაცვაც არასდროს უჭირს.
თუ გაქვთ გამბედაობა შეერიეთ ვერძის ცეცხლს, გაუმკლავდით მის ტემპერამენტიან ხასიათს. ის ყოველთვის თქვენ გვერდით იდგება.

მათ დომინანტობაც უყვართ, თუმცა ესეც გამოგადგებათ, ვინაიდან თქვენი ცხოვრება სულ ენერგიითა და სიახლეებით სავსე იქნება.

ის მიზანდასახული და მოსიყვარულე დედაა, რომელიც წარმატებულ შვილებს გაზრდის.

ლომი

ის მეომარია. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ თუ მის გულში შეაღწევთ, ის იქ სულ დაგტოვებთ და მხოლოდ თქვენთან ერთად მოუნდება ყურადღების მიქცევა. ის ერთგული იქნება და იმედს არ გაგიცრუებთ. მას სჭირდება ვიღაც, ვინც მასავით მიზანდასახული და ძლიერია. ის ჩვეულებრივ კაცს არასდროს შეიყვარებს.

მისთვის ოჯახი ყველაზე მაღლა დგას და ოჯახს ნამდვილი ,,დედა ლომივით’’ მოექცევა. ის გასცემს სისუფთავეს, თავდაუზოგავობას და უპირობო სიყვარულს.

 

რა აბრაზებთ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნებს?

ვერძი
1. ხმაურიანი სიარულის მანერა
2. საპასუხო ზარის დავიწყება
3. მობილური ტელეფონები და ზოგადად ისეთი ნივთები, რომელიც გატეხილია
4. გალიებში დამწყვდეული ცხოველები
5. ხალხი რომელიც სოციალურ ქსელში პირად ინფორმაციას აზიარებს

კურო
1. მოტრაბახე ხალხი
2. არაორგანიზებული ადამიანები
3. დახეული სამოსი
4. ცუდი მზარეულები
5. ცუდი მანერები საზოგადო სივრცეში

ტყუპები
1. იუმორის შეგრძნების არმქონე ადამიანები.
2. დამსახურებული ყურადღების ვერმიღება.
3. გაფუჭებული საათები და მაღვიძარები, რომლებიც მათ დილას არ აღვიძებს
4. ცუდი ალკოჰოლური სასმელი
5. არაკომფორტული ფეხსაცელი, რომელიც მათ ცეკვაში უშლით ხელს

კირჩხიბი
1. ადამიანები რომლებიც მათ დილას ადრე აღვიძებენ
2. ბამბა და სხვა ისეთი მასალები, რომლებიც კანის ქავილს იწვევს.
3. არეულ საწოლზე ან მდივანზე ძილი
4. სიცხე.
5. მოდური გემოვნების არმქონე ხალხი

ლომი
1. მათზე უკეთესი გემოვნების მქონე ადამიანები
2. მათზე უკეთესი მანქანის მქონე ადამიანები
3. იგნორი.
4. ადამიანები, რომლებიც მათში შურს იწვევენ
5. სიცივე

ქალწული
1. არაორგანიზებული და ფეთხუმი ადამიანები
2. ტელეფონის ზარზე არპასუხი
3. სხვების მიერ დაგვიანება
4. ადამაინები რომლებიც გადასახადებს არ იხდიან ან ზოგადად საკუთარი მოვალეობები არ აღელვებთ.
5. ადამიანები, რომლებიც ნათხოვან ნივთს არ აბრუნებენ

სასწორი
1. ადამიანები, რომლებიც მათ მუსიკის ხმის დაწევას სთხოვენ
2. ადამიანები, რომლებსაც თავს იმაზე უფრო უკეთეს პიროვნებებად აჩვენებენ, ვიდრე სინამდვილეში არიან.
3. ძაღლების მიერ მოსაქმება პარკებში და სხვა მწვანე ზონებში
4. ქურდები
5. ცხოველებზე ძალადობა

მორიელი
1. ადამიანები, რომლებიც ნათხოვან ნივთს არ აბრუნებენ
2. მგრძნობიარე შეყვარებულები
3. პარტნიორი, რომელიც მათში შურს იწვევს
4. თუ ვინმე მათზე უფრო უკეთესია რამეში
5. ადამიანები რომლებიც საკუთარი საჭმლით თამაშობენ

მშვილდოსანი
1. ადამიანები, რომლებიც სულ წუწუნებენ
2. ნებისმიერი სახის ხალხმრავალი ადგილი
3. ავადმყოფ ადამიანებთან ერთად მგზავრობა
4. დაგვიანება
5. ადამიანები, რომლებსაც რისკზე წასვლის ეშინიათ

თხის რქა
1. ადამიანები, რომლებიც უაზროდ ტრაბახობენ
2. ფულის სესხება
3. ადამიანები, რომლებიც დანაპირებს არ ასრულებენ
4. ჩამოუყალიბებელი ხასიათის მქონე ადამიანები
5. მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს დისციპლინას არ ასწავლიან

მერწყული
1. მოსაწყენი ადამიანები
2. წარსულზე ლაპარაკი
3. ფსიქოლოგები
4. ჭორაობა და ტყუილების მოგონება
5. ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვთ და არა პრაქტიკული

თევზები
1. ადამიანები, რომლებიც ყურადღებას ისტერიული სიცილით იპყრობენ
2. ადამიანები, რომლებიც კამათს გაურბიან
3. აუტანელი სიცხე
4. ალკოჰოლიკები
5. ნელი მძღოლები

 

ზოდიაქოს ნიშნების ბნელი მხარეები:

zodiaqos bneli mxareebi

ვერძი

ვერძებს ერთი შეხედვით ბნელი მხარე არ აქვთ, თუმცა ზოგჯერ იმპულსურ მოთხოვნებს აყენებენ და თუკი იმას ვერ მიიღებენ, რასაც ითხოვენ, მათ ცეცხლსა და ბრაზს უნდა უფრთხილდეთ. მათ არ აღელვებთ გატკენენ თუ არა, რის გამოც ხშირად ბავშვურად იქცევიან.

კურო

კუროები ჯიუტები არიან და ეს ყველამ იცის, მაგრამ მათ ბნელი მხარეც აქვთ. ისინი მატერიალისტები და ეგოისტები არიან. სიზარმაცე ასევე მათი არასაამაყო თვისებაა. კურო ავადმყოფობასაც კი მოიგონებს, რათა საკუთარი სიზარმაცის გამო მოსამსახურე ჰყავდეთ.

ტყუპები

ტყუპების ბუნება რამდენიმე განსხვავებული ბუნების ნარევია, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ რამდენიმე მათგანი მართლაც ბნელია. არასდროს იცით რას მიიღებთ ტყუპებისგან. მათი გახლეჩილი ბუნების გამო, ვერასდროს ენდობით ტყუპებს და თუკი მათი ბნელი მხარის პროვოცირებას მოახდენთ, ნახავთ რომ ისინი სადისტები და საშინლად არაგულწრფელები შეიძლება იყვნენ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ზედმეტად ადვილად შეიძლება აწყენინოთ, რის გამოც მათთვის ძალიან რთულია კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თუმცა, მათი ბნელი მხარე არც ისეთი შავია, რადგან როგორც არ უნდა ატკინოთ მათ გული, ისინი ყოველთვის შეძლებენ ამის გადალახვას და პატიებას.

ლომი

ლომი ნატურალური ლიდერი და სამაგალითო მოდელია, თუმცა ყველაფერს აქვს ბნელი მხარე. ისინი ზედმეტად ეგოისტები არიან და მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ. მუდამ ითხოვენ ყურადღებას და ცდილობენ რომ ყველაფრის ცენტრში მოექცნენ. სწორედ ამიტომ ისინი ყოველთვის ყველაფერზე წავლენ, რათა ყურადღება მათკენ იყოს მიმართული.

ქალწული

ქალწულები პერფექტიონისტები არიან და ყველაფერს ზედმეტად აანალიზებენ. ისინი წლებს ხარჯავენ დადებითი და უარყოფით მხარეების შედარებაში და მათი ბნელი მხარეც სწორედ აქედან გამომდინარეობს. მთელი ეს ანალიზი და შეფასების მოთხოვნა მათ საკუთარი თავის განმსჯელად და ზედმეტად გამკრიტიკებლად აქცევს. ქალწულის ბნელ მხარეს ძალიან უნდა უფრთხილდეთ, რადგან თუკი ის უბედურია, ამ უბედურებას აუცილებლად გადმოგდებთ თქვენც.

სასწორი

სასწორი ცნობილია საკუთარი ცხოვრების დაბალანსების ძალით, რის გამოც მათი ნათელი და ბნელი მხარეებიც დაბალანსებულია. როდესაც მათი ბნელი მხარე გამოვლინდება, თქვენ დაინახავთ რომ ისინი ჰიპოკრიტები და ჩამოუყალიბებლები არიან ყველაფერში, რასაც აკეთებენ და ხშირათ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს მნიშვნელოვან მომენტებს უფუჭებენ უაზრო გამოთვლებისა და დედუქციის გამო.

მორიელი

მორიელი მართლაც კანდიდატია ყველაზე ბნელი ზოდიაქოს ნიშნის პრიზის მიღების. როდესაც მისი ბნელი მხარის პროვოცირება ხდება, თქვენ მათ სულში ნამდვილ სოციოპათს დაინახავთ, რომელიც დაუფიქრებლათ გიღალატებთ, მოგატყუებთ ან გატკენთ. აუტანელია იმის ცოდნა, თუ რამდენად საშიში შეიძლება გახდეს მორიელი. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ეს მათ საერთოდ არ აღელვებთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს სხვა ადამიანების წაკითხვა კარგად გამოსდის და სწორედ აქ იმალება მათი ბნელი მხარე. მათ იციან სად არის თქვენი სუსტი წერტილები და მათზე იქამდე უყვართ დაჭერა, სანამ არ იკივლებთ. ისინი საკუთარ თავში სიცარიელეს გრძნობენ და ამის შევსებას სისასტიკით ცდილობენ.

თხის რქა

თხის რქა გულწრფელად არასდროსაა ნეგატიური ადამიანი. ისინი ნათელი და შრომისმოყვარე პიროვნებები არიან, რომლებიც შავ და ნეგატიურ დეტალებზე არ ახდენენ ფოკუსირებას ცხოვრებაში, რადგან ამისთვის უბრალოდ დრო არ აქვთ. თუმცა მათ გადამეტებული კონტროლის მოყვარული მხარეც აქვთ დამალული სადღაც შიგნით. რაიმეს მისაღწევათ ან იმ შედეგის მისაღწევათ რაც თვითონ სურთ, ისინი ხშირად სხვა ადამიანების გამოყენებასაც არ ერიდებიან.

მერწყული

მერწყულები ძალიან ჭკვიანი და ბრძენი ადამიანები არიან, რის გამოც მათ შეუძლიათ ყველაზე საუკეთესო რჩევა მოგცენ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ხშირად ისინი თვითონ არ მიჰყვებიან ამ რჩევას. ისინი ჭკვიანები არიან, თუმცა გონებაში ზედმეტად სწრაფად განსჯიან სხვის ცხოვრებას, რის გამოც მათგან დისტანცირებას ახდენენ.

თევზები

თევზები სიბნელეში არ ცხოვრობენ, თუმცა იქ მოხვედრა შეუძლიათ მაშინ, როდესაც მათ ტკენენ ან ღალატობენ. როდესაც ეს ხდება, ისინი ეშმაკურად იღიმიან და ხდებიან ამპარტავანი ადამიანები, რომლებსაც ყველა არასწორ პიროვნებაზე გადაბიჯება შეუძლიათ.

 

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყველაზე ხშირად რჩება მარტო

1. მერწყული

მერწყული ზოდიაქოს ერთ-ერთი თვითკონცენტრირებული და თვითკმარი ნიშანია, ამიტომ ხშირად მარტო რჩებიან. მერწყულს სურს ღრმა სულიერი კავშირი იპოვოს ვინმესთან.

პრობლემა ისაა, რომ ხშირად ყურადღებას არ აქცევს საკუთარ გულის ძახილს, ამიტომ ხშირად საკუთარ თავს ვერ იცავენ. არ გამოხატავენ ემოციებს და განცდებს, ამიტომ ხშირად პარტნიორს შთაბეჭდილება რჩება, რომ არ ენდობით და რაღაცას უმალავთ. ეს კი ხშირად დაშორებით მთავრდება.

2. თხის რქა

თხის რქა კარიერას ყველაზე მაღლა აყენებს. ასევე სულ უკმაყოფილოები და წუნიები არიან. აქვთ მაღალი სტანდარტები და ხშირად ეს პრობლემებს ქმნის მათ პირად ურთიერთობებში.

არიან ერთგული პარტნიორები, თუმცა მათთან სულ კომპრომისზე წასვლა გიწევს, ეს კი ბევრს არ შეუძლია. ამიტომ რომანტიკული პარტნიორის ძიებაში თხის რქას ხშირად მარტო ტოვებენ ხოლმე.

3. ქალწული

ქალწულები კრიტიკულები და წუწუნები არიან, ეს კი სხვებსაც აწუხებს. მხოლოდ იდეალური შეთავაზებები სურთ, თავიანთთვისაც და სხვებისთვისაც – თუ გრძნობენ, რომ კარგები ვერ არიან თქვენთვის, ურთიერთობისგან გაგათავისუფლებენ.

სხვა მხრივ, მათ პარტნიორებს ხშირად ღლით მუდმივი კრიტიკა და შენიშვნები. შთაბეჭდილება ჩნდება, რომ სულ არასწორად აკეთებენ რაღაცებს, ამიტომ ურთიერთობები დაშორებებით სრულდება.

4. ვერძი

ვერძს ყოველთვის აქვს იმის უნარი, რომ იცოდეს რა სურს. ზოგჯერ ისინი ძალიან რთულ სამუშაოებს ეჭიდებიან, რისთვისაც მზად არ არიან. ეს კი ხშირად ურთიერთობებსაც ეხება.

ვერძები დიდი მოლოდინით იწყებენ რაღაცას და საბოლოოდ, ხშირად, იმედი უცრუვდებათ. მათი დიდი იმედები, ახალი პარტნიორის ძებნის სურვილს უჩენს ვერძებს, ეს ძიების პროცესი კი მათი მარტოობის ალბათობას ზრდის.

5. კურო

კურო ჯიუტი ხარია! რთულია ამ სიჯიუტეს შეეჩვიო, ამიტომ ბევრი მათ უბრალოდ ვერ უგებს. ისინი ერთგულებიც არიან და მოსიყვარულეებიც, მაგრამ ფიცხი და ჯიუტი ხასიათი ბევრ რამეს აფუჭებს.

მათი მთავარი პრიორიტეტი დაცულად და მშვიდად ყოფნაა, სვამენ ბევრ კითხვას, რათა ყველაფერი წინასწარ გათვალონ. ეს ურთიერთობის დასაწყისში კარგიცაა, თუმცა მოგვიანებით, ძალიან თრგუნავს მათ პარტნიორებს.