მთავარი ასტროლოგია რა სურთ კაცებს ქალებისგან – ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა სურთ კაცებს ქალებისგან – ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by guramus

რა სურთ მამაკაცებს ქალებისგან? ამ კითხვაზე უამრავ ადამიანი გიპასუხებთ, რომ მამაკაცებს სურთ სექსი. თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სექსი არაა საკმარისი ბედნიერი ურთიერთობისთვის. ამამკაცებს უფრო სხვა რაღაცის მიღება სურთ საყვარელი ქალისგან. ამ ყველაფრის გარკვევა ზოდიაქოს ნიშნების მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

ვერძ მამაკაცს საპასუხო გრძნობა სჭირდება

ვერძი მამაკაცი მაქსიმალურად ავლენს სიყვარულს ქალის მიმართ. შეყვარებული ვერძი სხვა სამყაროში გადადის და მხოლოდ მის პარტნიორზე ფიქრობს. საპასუხოდ ვერძი ითხოვს იგივეს ქალისგან. იგი ვერასდროს შეეგუება სიცივეს საყვარელი ქალისგან.

კურო მამაკაცს გვერდში დგომა სჭორდება

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ მისი საყვარელი ქალი მუდამ მის გვერდით იქნება, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა. თუ კუროს ქალში ეჭვი ეპარება, ის ვერასდროს იცხოვრებს მასთან.

ტყუპებს სჭირდება ისეთი ქალი, რომელიც მოუსმენს

ტყუპ მამაკაცებს უყვართ საყვარელი ქალისთვის მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ემოციების გაზიარება. თუ ამ დროს ქალი ეტყვის კუროს, რომ არ აინტერესებს, თუ როგორი იყო ამ მამაკაცის დღე, ის სამუდამოდ დაკარგავს მას.

კირჩხიბი ქალში მოთმინების უნარს აფასებს

კირჩხიბი მამაკაცი ვერ იტანს იმპულსურ და მოუთმენელ ქალს. მას ასეთ ადმიანთან ცხოვრება არ შეუძლია.

ლომს ისეთი ქალი სჭირდება გვერდით, რომელიც თავს გმირად აგრძნობინებს

ლომს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მას გვერდით სჭირდება განსაკუთრებული ქალი, რომელთანაც თავს დაფასებულად და ძლიერად იგრძნობს.

ქალწულ მამაკაცს ქალისგან მადლობის მიღება სურს

ქალწულ მამაკაცს მოსწონს, როდესაც მის გაკეთებულ საქმეს აფასებენ და ამისთვის მადლობას ეუბნებიან. მისთვის სიტყვა “მადლობა” უბრალო სიტყვა არაა.

სასწორ მამაკაცს ქალისგან სიმშვიდის მიღება სურს

სასწორი სიმშვიდისა და ჰარმონიის ყველაზე დიდი მოყვარულია. ის ვერასდროს იცხოვრებს ქალთან, რომელიც გამუდმებით აფორიაქებულია.

მორიელი მამაკაცი ქალისგან პატიოსნებასა და ერთგულებას ითხოვს

მართალია, თვითონ მორიელ მამაკაცს უჭირს ღალატის თავიდან არიდება, მაგრამ ის საყვარელი ქალისგან პატიოსნებასა და ერთგულებას ითხოვს.

მშვილდოსანი მამაკაცი ქალისგან ენთუზიაზმს ითხოვს

მშვილდოსანს გვერდით მასავით ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანი სჭორდება, რომელთანაც შეძლებს მოგზაურობასა და თავგადასავლების ქარცეცხლში გახვევას.

თხის რქა ქალში მსგავს ფასეულობებსა და ღირებულებებს აფასებს

თხის რქა მამაკაცი თავს კომფორტულად გრძნობს იმ ქალთან, რომელსაც მსგავსი მსოფლმხედველობა აქვს. განსხვავებულ ღირებულებებზე თხის რქა მამაკაცი ვერასდროს დახუჭავს თვალს.

მერწყული მამაკაცი ქალისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს

მერწყული ბუნებით დამოუკიდებელი ადამიანია. ის ვერასდროს შეეგუება იმ ფაქტს, რომ ქალმა ჩარჩოები დაუწესო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალზე მთელი არსებითაა შეყვარებული.

თევზი მამაკაცი ქალისგან კრეატიულობასა და ორიგინალურობას მოითხოვს

თევზ მამაკაცს ძალიან მოსწონს, როდესაც მისი რჩეული ქალი სხვებისგან გამორჩეულია.