ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი განსხვავებული, უნიკალური თვისებები გააჩნია. განსხვავებულია მათთან ურთიერთობაც. ადამიანთან ურთიერთობის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ მისი ზოდიაქოს ნიშანი, რათა შევძლოთ იმის განსზღვრა, თუ რას უნდა ველოდოთ მისგან.
ვერძი
დადებითი: ვერძი მზადაა ნებისმიერი თავგადასავალისა და ექსპერიმენტისთვის. ვერძი ძალიან ვნებიანია და მასთან ურთიერთობა იქნება ვნებიანი და აქტიური.
უარყოფითი: ვერძი ხშირად აიგნორებს ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. ამან შეიძლება წყობილებიდანაც გამოგიყვანოთ.
კურო
დადებითი: არის ძალიან მოსიყვარულე. მასთან თავს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ
უარყოფითი: არიან ძალიან ჯიუტები, ძნელია გადაათქმევინოთ რაიმე
ტყუპები
დადებითი: მასთან არასდროს მოიწყენთ. არიან ძალიან ჭკვიანები და კარგი მოსაუბრეები.
უარყოფითი: იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ხშირად ფიქრობენ, მათ ყველაზე მეტი იციან და იშვიათად ითვალისწინებენ სხვის აზრს.
კირჩხიბი
დადებითი: შეგიძლიათ ყველაფერი ენდოთ. არასდროს გათქვამენ თქვენს საიდუმლოს
უარყოფითი: მყისიერად იცვლიან ხასიათს. ერთ წამს თუ ბედნიერები არიან, მეორე წამს შეიძლება სამყარო ეზიზღებოდეთ
ლომი
დადებითი: აქვთ იუმორის კარგი გრძნობა. არიან მეგობრულები
უარყოფითი: არასდროს უზიარებენ საკუთარ გრძნობებს სხვებს, შესაბამისად ვერ მიხვდებიტ, როგორ ხასიათზე ის და რას გრძნობს თქვენს მიმართ
ქალწული
დადებითი: არიან ძალიან პოზიტიურები. ადვილად ესმით ადამიანის გრძნობების
უარყოფითი: ხშირად ზედმეტად მგრძნობიარენი არიან
სასწორი
დადებითი: სასწორები ცნობილებია არიან იმით, რომ ყველაზე მაგარი კოცნა იციან. პარტნიორს თავს ყოველთვის ბედნიერად აგრძნობინებენ
უარყოფითი: სძულს დაძაბულობა და კონფლიქტი. გაურბიან ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციას, რა დროსაც, ხშირად ზარალდებიან
მორიელი
დადებითი: მორიელთან ურთიერთობა ყოველთვის ღრმა და მდიდარია – როგორც ემოციურად, ისე სექსუალურადაც.
უარყოფითი: ვნება – ეს შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც.მორიელი ურთიერთობაში ყველაზე წინ ვნებას აყენებს.
მშვილდოსანი
დადებითი: არის უზომოდ ოპტიმისტი. ყოველთვის მზად არიან ექსპერიმენტებისა და თავგადასავლებისთვის.
უარყოფითი: ყოველთვის რაღაც სიახლის ძიებაში არიან. არ უყვართ მონოტომიური ურთიერთობები.
თხის რქა
დადებითი: ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ნიშანია. ისინი არასდრო დაელოდებიან თქვენს დაბადების დღეს საჩუქრის მოსართმევად.
უარყოფითი: შეუძლებელია თხის რქას გაკონტროლება.
მერწყული
დადებითი: ადვილად სწავლობენ სიახლეებს. ურთიერთობაში არიან ძალიან კომფორტულები
უარყოფითი: ხშირად იკარგებიან საკუთარ თავში
თევზები
დადებითი: ძალიან კარგად ესმით პარტნიორის ემოციები და გრძნობები. გამუდმებით ახერხებენ ადამიანის გაცინებას
უარყოფითი: არიან ძალიან სენსიტიურები და ბუტიები