წარმატების მიღწევა არც თუ ისე მარტივი საქმეა. მისი საიდუმლო ბევრ რამეში მდგომარეობს და ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, თუმცა ზოდიაქოს ნიშნებისთვის ერთიანი ფორმულა არსებობს. ასტროლოგები გვიზიარებენ ინფორმაციას, თუ რა უნდა გააკეთონ ზოდიაქოს ნიშნებმა წარმატების მისაღწევად.
ვერძი: გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდეს. ვერძი ხშირად გადაწყვეტილებას სპონტანურად იღებს, რაც ხელს უშლის წარმატების მიღწევაში.
კურო: მარტივი თვალით შეხედოს მოვლენებს. კუროს უყვარს მოვლენების გამუქება.
ტყუპები: დაფიქრდეს, თუ რეალურად ვინ არის მისი ნამდვილი მეგობარი. ტყუპები ძალიან დიდ დროს კარგავენ სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც არ უფასებენ ამაგს.
კირჩხიბი: უნდა შეძლოს ემოციების კონტროლი. კირჩხიბების ფეთქებადი ხასიათი აქვთ და უჭირს ემოციების კონტროლი, რაც ხელს უშლით წარმატების მიღწევაში
ლომი: შეძლოს სხვების მოსმენა. ლომი ხშირად ფიქრობს, რომ მხოლოდ მისი აზრია ჭეშმარიტი.
ქალწული: უფრო მეტი დრო დაუთმოს საკუთარ თავს. მსგავსად ტყუპებისა, ქალწულიც დროის უმეტეს ნაწილს სხვებს უთმოს და საკუთარი ავიწყდება.
სასწორი: გაიაზროს, რომ გარშემომყოფების გარეშეც შეიძლება ბედნიერება. სასწორი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საზოგადოებრივ აზრს.
მორიელი: ადვილად შევიდეს ნდობაში გარშემომყოფებთან. მორიელს უჭირს ენდოს ადამიანს, სანამ არ დარწმუნდება მის პატიოსნებაში. ხშირად ეს აჭიანურებს მორიელის წარმატებას
მშვილდოსანი: უფრო მეტ ადამიანთან ჰქონდეს ურთიერთობა. მშვილდოსნები კმაყოფილდებიან ვიწრო სანაცნობო წრით. მშვილდოსნებო, გახსოვდეთ, რომ წარმატება ხშირად კონტაქტებზეა დამოკიდებული
თხის რქა: უფრო მეტი იმხიარულონ. თხის რქას მიაჩნია, რომ მისი პრიორიტეტი მხოლოდ სამსახური და კარიერაა და ხშირად ავიწყდება გართობა. 100 პროცენტით საქმეზე გადართვა არ არის წარმატების მიღწევის გზა, ის პირიქით, გვიგრძელებს გზას წარმატებამდე.
მერწყული: ჩამოშორდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურ განწყობაზე აყენებენ. მერწყულმა უნდა შეძლოს სანაცნობო წრის “გაფილტვრა”. ნეგატივი აისახება მის წარმატებაზეც
თევზები: დაამყაროს რეალური ურთიერთობები. რეალური ურთიერთობები საწინდარია წარმატების მიღწევისა