მთავარი ასტროლოგია რატომ უჭირთ ზოდიაქოს ნიშნებს სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხი

რატომ უჭირთ ზოდიაქოს ნიშნებს სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხი

by guramus

რთულია შეიყვარო მძიმე ხასიათების მქონე ადამიანი. ზოგიერთ ადამიანს აქვს ხასიათის ისეთი თვისება, რაც ურთულებს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს მის შეყვარებას. ერთად გავარკვიოთ რა თვისებებზეა საუბარი.

 

ვერძი

თქვენ გგონიათ, რომ ცხოვრებაში სხვა ადამიანი არ გჭირდებათ. ეს ასე არ არის. შესაძლოა თქენ ძალიან ბედნიერი ცხოვრება გაქვთ, მაგრამ სიყვარული აუცილებელია. მხოლოდ სამსახური ან განათლება ცხოვრების ბედნიერებას ვერ გაპოვნინებთ.

კურო

თქვენი უკომპრომისო ხასიათი ართულებს ყველაფერს. ყველა ურთიერთობაში დათმობა აუცილებელია. თქვენ ფიქრობთ, რომ ყოველთვის მართალი ხართ, რაც პარტნიორს აშინებს და თქვენგან გარბის.

ტყუპები

თქვენ სიყვარულის გეშინიათ. როდესაც ურთიერთობა რაიმე სერიოზულში გადაიზრდება, თქვენ უბრალოდ გარბიხართ. არ გსიამოვნებთ მომავალზე საუბარი.

კირჩხიბი

ძალიან ბევრს ფიქრობთ წარსულზე. ვერ ივიწყებთ წარსულის ცუდ გამოცდილებას და გეშინიათ მომავლის. გახსოვდეთ, რომ ადამიანი შეცდომებით სწავლობს. გააგრძელეთ წინსვლა.

ლომი

გსურთ, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორ თავად გინდათ. თუ კარგად დაფიქრდებით და საკუთარ თავში უფრო ღრმად ჩაიხედავთ, დარწმუნდებით, რომ თქვენც ისეთივე ადამიანი ხართ, როგორც გარშემომყოფები.

ქალწული

თქვენი ქცევები სხვებს აგრძნობინებს, რომ არასაიმედო და საშიში პიროვნება ხართ. შეეცადეთ აკონტროლოთ ემოციები უცხო ხალხში მოხვედრისას.

სასწორი

გჯერავთ, რომ წარმატებას აუცილებლად მიარჭევთ. დიახ, თქვენ ნამდვილად ბრწყინვალე ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ურთიერთობაში ყოველთვის თქვენზე უკეთეს ადამიანს ეძებთ. აუცილებელია ზუსტად ჩამოყალიბდეთ, როგორი ადამიანია თქვენთვის სასურველი.

მორიელი

ხანდახან აუცილებია გულს მოუსმინოთ და არა გონებას. ეს გაგიადვილებთ პარტნიორთან ურთიერთობას.

მშვილდოსანი

თქვენი შეყვარება ცოტა რთულია. თქვენ ყველგან ხართ, მაგრამ, როდესაც რაიმე სერიოზული გამოჩნდება, უბრალოდ მიდიხართ. არ გიყვართ პრობლემებზე ზედმეტი დროის დახარჯვა.

თხის რქა

სანამ სხვას შეიყვარებთ, საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ. გააკეთეთ სია ყველა იმ პოზიტიური თვისებისა, რაც თქვენშია, ჩამოწერეთ თქვენი ყველა მიღწევა დ ნახავთ, რომ არ ისე  წარუმატებელი ადამიანი ხართ. საკუთარი თავის რწმენა უპირველეია.

მერწყული

არ გიყვართ, როდესაც საკუთარ გრძნობებზე საუბრობთ. ღიზიანდებით, როდესაც ამას თქვენს მაგივრად სხვა აკეთებს. ყველამ იცის, რომ თქვენ უნიკალური ადამიანი ხართ. არ გაუცრუოთ მათ იმედები.

თევზები

ძალიან დიდ დროს ხარჯავთ სხვების დახმარებაში და საკუთარი თავი გავიწყდებათ. აუცილებელია გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებს თქვენი ყურადღების მიქცევას. თქვენ ნამდვილად იმსახურებთ უყვარდეთ ისე, როგორც თავად გიყვართ.