მთავარი ასტროლოგია რომელი მცენარე უნდა გვქონდეს სახლში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რომელი მცენარე უნდა გვქონდეს სახლში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

by guramus

ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნების ხასიათის გათვალისწინებით გვთავაზობენ მცენარეებს, რომელთა სახლში ყოლაც სასურველია.

ენერგიული და ვნებიანი ვერძი წარმატებისთვის იბრძვის. მათთვის შესაფერისია ჯუჯა ბროწეული და გიორგინა.

ერთგული და აუღელვებელი კურო ოჯახურ სიმყუდროვეს დიდ ყურადღებას აქცევს. მსხვილყვავილიანი ბეგონიები და იები მოამრავლეთ.

მოუსვენარი ტყუპი მუდმივად სიახლის ძიებაშია და სასიყვარულო პარტნიორსაც ხშირად იცვლის. პალმა, ფინიკი და გვიმრა მოეწონება.

მეოჯახე და მგრძნობიარე კირჩხიბს ტრადიციების დაცვა უყვარს, ამიტომ ალოე და აგავა მიართვით.

ლომს – ლიდერთა ნიშანს უყვარს ლამაზი და არომატული ყვავილები – მიმოზა, უკადრისა და კამელია.

პრაქტიკულ და ანგარიშიან ქალწულებს ისეთი ყვავილები უყვართ, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ ჭირდებათ. მაგალითად, სხვადასხვაგვარი ლიანა.

სასწორის სახლში უამრავი ყვავილია. შროშანები, ქრიზანთემა და ჰორტენზია, რაც მის დახვეწილ გემოვნებას უსვამს ხაზს.

იდუმალებით მოცული მორიელი საფრთხეს მაგნიტივით იზიდავს. ეკლიანი და შხამიანი ყვავილები – ოლეანდრი, კაქტუსი და ლემა ხიბლავს.

ბუნებით მოგზაურ და ფილოსოფოს მშვილდოსანს უყვარს ეგზოტიკური მცენარეები – ფინიკი, პალმა და ბონსარი.

მკაცრ და თავშეკავებულ თხის რქას წიწვოვანი მცენარეები, დაფნა და დეკორატიული პალმა მოსწონს.

ორიგინალური მერწყული მცენარეებსაც შესაფერისს ირჩევს. შესაძლოა ერთ ქოთანში სამფეროვანი ია მოიყვანოს, ან წიწაკა და მარწყვი.

მდუმარე და მეოცნებე თევზებს წყალმცენარეები უყვართ, ორქიდეა და ლოტოსი.