მთავარი საკითხავი რა არის ლოცვის და პირჯვრის არსი და როგორ უნდა შევასრულოთ სწორად ეს რიტუალები

რა არის ლოცვის და პირჯვრის არსი და როგორ უნდა შევასრულოთ სწორად ეს რიტუალები

by guramus

ლოცვა არის მიმართვა ღვთისადმი თხოვნით, მადლობით, დიდიებით. ლოცვაში ჩვენ ვთხოვთ ღმერთს შეწევნას, მადლობას ვწირავთ გაღებული მოწყალებისათვის და ვადიდებთ მის უზენაესობას.

ლოცვაში ასევე მივმართავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, წმინდა ანგელოზებს და წმინდანებს დაღვთის წინაშე შუამდგომლობას ვთხოვთ ჩვენ ცოდვილთათვის.

ლოცვის დროს პირჯვარს ვიწერთ ასე: მარჯვენა ხელის ცერს, საჩვენებელ თითსა და შუათითს ვაერთიანებთ ისე, რომ მათი ვერი უნდა იყოს თანასწორად, ხოლო არათითსა და ნეკს მოვკეცავთ ხელისგულზე. ამგვარად შეერთებულ თითებს დავიდებთ პირველად შუბლზე, მერე – გულზე, შემდეგ მარჯვენა და მარცხენა მხარზე. სამი შეერთებული თითი ნიშნავს წმიდა სამებას, ერთარსებასა და განუყოფელს. მოკეცილი ორი თითი გვამცნობს უფლის – იესო ქრისტეს ორი ბუნების, ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შესახებ. ხოლო თვით მოკეცვით ჩვენ ღვნიშნავთ იმ უდიდეს სიმდაბლესა და უბრალოებას, რომლითაც ღმერთი მოგვევლინა დედამიწაზე. პირჯვრის გადაწერით ვიხსენებთ ჯვარცმულ იესოს და ამ ცხოველმყოფელი ჯვრის საშუალებით განიწმინდება ჩვენი აზრი, გრძნობა, სრვილები და საქმენი. პირჯვრის წერას ვუერთებთ ლოცვის სხვა ნიშნებს და ამით გამოვხატავთ ჩვენს კრძალულებას და თავმდაბლობას ღვთის წინაშე. აუცილებელია, ყოველმა მორწმუნემ ზეპირად იცოდეს ლოცვები.