ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს მისთვის დამახასიათებელი უცნაურობა ახასიათებს. მათი ხასიათის შტრიხები გავლენას ახდენს ქცევებზე და ბევრ უცნაურობასაც აკეთებინებს. გთავაზობთ 12-ვე ნიშნის დახასიათებას.
სად შეხვდებით ყველაზე ხშირად ზოდიაქოს ნიშნებს?
1. ვერძი – სახურავზე
რატომ? ეს თვითონაც არ იცის. ვერძი ბუნებით აქტიურია და უყვარს უცნაურობების კითება. ამიტომ დიდი შანსია, რომ სახურავზეც დაიდოს ბინა.
2. კურო – დივანზე
ბუნებით ძალიან ზარმაც კუროს ძალიან უყვარს დასვენება, ამიტომ თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს წოლაში ატარებს.
3. ტყუპები – მანქანაში
მას ხომ ძალიან უყვარს წანწალი და აქეთ-იქით ხეტიალი. ამიტომ ტყუპები აუცილებლად მანქანაში უნდა ეძებოთ.
4. კირჩხიბი – სამზარეულოში
მეოჯახე და საუკეთესო მზარეული კირჩხიბი აუცილებლად სამზარეულოში დაგხვდებათ. მას ხომ ძალიან სიამოვნებს სხვებზე ზრუნვა.
5. ლომი – სანაპიროზე
გრაციოზული და ნამდვილი მეფური ლომი დიდებულ სანაპიროებს ეტრფის. მას აუცილებლად რომელიმე მდიდრულ კურორტზე ნახავთ.
6. ქალწული – სახლში
მას ძალიან უყვარს სახლში ყოფნა, თავისთვის, წყნარად, მყუდრო გარემოში ფილმის ყურება ან წიგნის კითხვა.
7. სასწორი – სავაჭრო ცენტრში
სასწორს, თუ ხელფასიც ახალი აღებული აქვს, საოცრად უყვარს ახალი ნივთების შეძენა. მერე რა, რომ საერთოდაც არ ჭირდება. ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში ატარებს.
8. მორიელი – საძინებელში
მას შეუძლია იყოს სახლში, ჩაიკეტოს საძინებელში და მაინც ყველაზე ყველაფერი იცოდეს. ამავე დროს ნებისმიერ მტერს თავისი ოთახიდან ებრძოლოს და უმარტივესად დაამარცხოს.
9. მშვილდოსანი – სადღაც, გარეთ
ვერ გაიგებ სად შეიძლება იპოვო მშვილდოსანი, სასწაულად რთულია პროგნოზირება. მისთვის მთავარია გავიდეს, და სად წავა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
10. თხის რქა – ბიბლიოთეკაში
ძალიან დინჯი და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული თხის რქა არ გაუშვებს შანსს თავისუფალი დრო კითხვაში და ახალი ინფორმაციის მიღებაში გაატაროს.
11. მერწყული – ტყეში
წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ტყეში. მისთვის მთავარია, რომ თავისუფალია და არავინ აწუხებს ყოფითი პრობლემებით.
12. თევზები – სპა სალონში
მისთვის უმთავრესია საკუთარი შინაგანი სამყარო და არცერთ წუთს არ გაუშვებს ხელიდან, რომ სულიერად არ დაისვენოს და განიტვირთოს.