ადამიანების უმრავლესობას სხვადასხვაგვარად ესმის სიტყვა პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა. ზოგიერთისთვის თუ ეს ჩვეულებრივი მოვალეობაა, რომელიც გულისხმობს, რომ აუცილებელია გარშემო მყოფთა იმედები გავამართლოთ და გავაკეთოთ ის, რასაც ჩვენგან ელიან. ვიღაცისთვის კი შესაძლოა ეს ყველაფერი მომაბეზრებელი ვალდებულებები და ბორკილებია. მოკლედ, დღეს იმის შესახებ ვსაუბრობთ, თუ ვინ არის “სიტყვის კაცი” ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და ვის დანაპირებს არ უნდა შევხედოთ მაინცდამაინც სერიოზულად.
ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაზე ხშირად ხასიათისა და შესაბამისად აზრების/გეგმების/დანაპირების ცვალებადობისკენ ტყუპის, მშვილდოსნის, მერწყულისა და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან. ტყუპი უბრალოდ ივიწყებენ მიცემულ დაპირებას, მუდმივად აგვიანებენ შეხვედრაზე, მშვილდოსნებს კარგ ხასიათზე მყოფებს უყვართ სხვებისთვის მთელი სამყაროს შეპირება, რასაც შესაბამისად, შემდგომში ვეღარ ასრულებენ, თუმცა ამას არასოდეს აღიარებენ.
მერწყული საჭიროდ არ თვლის შეგატყობინოთ, რომ მისი გეგმები შეიცვალა და ძალიან გაუკვირდება, თუკი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულებთ.
ის ხომ ინტუიციით ხვდება ყველაფერს – ჰოდა, თქვენც უნდა ხვდებოდეთ. რაც შეეხება თევზებს, მას ტყუილის თქმა ურჩევნია ხოლმე დანაპირების შესრულებას, ისევ და ისევ ხათრიანი ბუნების გამო – არ უნდა გაწყენინოთ.
სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე