შედარებით მეტი პასუხისმგებლობა გააჩნიათ კირჩხიბებს, მორიელებს, სასწორებს – თუმცა მათ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს განწყობასთან. თუკი ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი გაანაწყენეთ ან ეუხეშეთ, სავსებით შესაძებელია, რომ თქვენთვის მოცემული პირობის შესრულება გამიზნულადაც კი გადაიფიქროს და არა იმიტომ რომ რამე დაავიწყდა.
ამაყები არიან და შესაბამისად იშვიათად ტეხენ მიცემულ სიტყვას ვერძები და ლომები. მით უმეტეს, თუ დანაპირები სახალხოდ გააჟღერეს და ამის მოწმე სხვებიც არიან. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებთან შეთანხმება ხალხმრავალ ადგილებში შედგეს.
დაბოლოს, – არასოდეს გატეხენ თქვენთვის მოცემულ სიტყვას კუროს, ქალწულისა და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანები. ისინი გასაოცარი პასუხისმგებლობითა და პუნქტუალურობით გამოირჩევიან. ყოველთვის ასრულებენ დანაპირებს და ზოგადად არ ახასიათებთ სიტყვების ამაოდ ქარისთვის გატანება.
თუკი მათგან რაიმე სახის პირობა მიიღეთ, გწამდეთ საკუთარ სიტყვას არც ერთი უკან აღარ წაიღებს და ხშირად პირადი ინტერესების დაზარალების ხარჯზეც კი მოახერხებს შეასრულოს თქვენთვის მოცემული სიტყვა.