ცნობილი ასტროლოგისა და წინასწარმეტყველის, ჯინ დიქსონის უცაბედმა სიკვდილმა (გულის შეტევა) მისი თაყვანისმცემლები და ნაცნობ-მეგობრები შეაძრწუნა; მან თავისი გარდაცვალების თარიღი ჯერ კიდევ ოცი წლის წინ იწინასწარმეტყველა.
წერილში, რომელიც 1976 13 ივლისით იყო დათარიღებული, ასტროლოგს ეწერა: “ჩემი სიცოცხლე დედამიწაზე 1997 წლის აგვისტოს დასრულდება”. მართლაც, 70 წლის ჯინ დიქსონი სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა. კათოლიკე ასტროლოგმა თავის მეგობარს – მამა ტიმოთე მაქკვინს წერილი 20 წლით ადრე დაუგზავნა მის გარდაცვალებამდე. მამა ტიმოთეს კონვერტი უნდა შეენახა და ასტროლოგის გარდაცვალების შემდეგ გაეხსნა. “ენა ჩამივარდა, წერილი რომ წავიკითხე. თქვა ტიმოთი მაქკვინმა, – ჯინის სიკვდილის შემდეგ უფრო დავრწმუნდი მის რეალურ ძალაში”
1956 წელს ჯინ დიქსონმა ჟურნალ “პარადთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ 1960 წელს ამერიკის პრეზიდენტად აირცევენ ახალგაზრდა. მაღალ, მუქთმიან, ცისფერთვალება დემოკრატს. არჩევნებზე ჯონ კენედიმ გაიმარჯვა, რომელიც 3 წლის შემდეგ ტყვიას ემსხვერპლა.