მეცნიურად დამტკიცებულია, რომ მამაკაცებს ერთდროულად რამდენიმე საქმეზე მუშაობა არ შეუძლიათ, ამის გამო მუდმივი მოთხოვნები, საყვედურები და მითითებები ქალის მხრიდან უმრავლესობას ნერვულ მდგომარეობაში აგდებს. აქედან გამომდინარე ყოველგვარი ზედმეტი ქენჯნის გარეშე ასეთ ქალს იცილებენ თავიდან, რასაც ქალები მამაკაცურ უგულობას და სისასტიკეს მიაწერენ ხოლმე. მაგრამ ქალებსაც აქვთ ორი მხარე და შეუძლიათ “ფსიქოლოგიურ ტერორში” ამყოფონ პარტნიორი. ასტროლოგები თვლიან, რომ კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნებში, ბავშვობიდანვე ჩადებულია აუტანელი თვისებები. ქვემოთ მოცემული ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველა ქალი როდია ასეთი. ეს მხოლოდ ზოგადი სტატისტიკაა. შეხედეთ მამაკაცის თვალით სიტუაციას და გაანალიზეთ. თუ რატომ გარბიან ისინი თქვენგან.
კირჩხიბი – რა თქმა უნდა, მხოლოდ კირჩხიბს შეუძლია მისთვის სასურველ მამაკაცს ჩაავლოს ბრჭყალები, რომ ამ უკანასკნელმა არათუ მოძრაობა, არამედ სუთქვაც კი ვერ შეძლოს მისი ნებართვის გარეშე. კირჩხიბი სასწაული მანიპულატორია, მას შეუძლია არაჩვეულებრივი სცენები დადგას – იტიროს, საზოგადოებას მსხვერპლად მოაჩვენოს თავი, ან სულაც მძიმედ ავადმყოფის როლი ითამაშოს. არ დაგავიწყდეთ, კირჩხიბი იმდენად იჭრება როლში რომ შესძლოა მართლაც დაემართოს რაიმე ტიპის ავადმყოფობა და ცუდად გახდეს. არც კი გაიფიქროთ, რომ მას გასტეხთ ან რაიმეს გამოსტყუებთ. მას უდიდესს თავდაცვის ინსტიქტი აქვს და ამით გამოირჩვა კიდეც. მამაკაცს კი ისღა დარჩნია დისტანცია დაიკავოს ურთიერთობის საწყის ეტაპზე და ამით დაიცვას თავი.
ლომი – ბავშვობაში თუ ფუფუნებაში არის გაზრდილი, ან მთლად უარესი, ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო, მაგრად დადექით მამაკაცებო, ის თვენი სახით შეეცდება ახალი სათამოშო იპოვნოს, რომელიც უსიტყვოდ და მადლიერებით ნებისმიერ მის კაპრიზს უნდა ასრულებდეს. ასეთ ქალებს თვითშეფასება იმდენად დიდი აქვთ, რომ ნებისმიერს შეშურდება მისი. მამაკაცის მხრიდან მისდამი ნათქვამი “არა” მას ისტერიკაში აგდებს. ლომი ქალი ზედმეტად პრეტენზიული, მომთხოვნი და ეგოისტია, არცერთ მეტოქეს ჰორიზონტზე არ გააჭაჭანებს. მას კონკურენციის მომენტი ძალიან ძლიერად აქვს განვითარებული, ამის გამო მისთვის სასურველი მამაკაცის გზიდან სხვა ქალის ჩამოშორება არავითარ პრობლემას არ წამოადგენს
ქალწული – იგი ყველაზე ფხიზელი გონებით, წინდახედულობით და გამჭრიახობით გამოირჩვა, მით უმეტეს, თუ საქმე ფინანსებს შეეხება. მისი ცუდი ვარიანტი, შესაძლოა იყოს აუტანლად ძუნწი და ხელმომჭირნე. შესაძლოა პარტნიორს თანხის სწორად გამოყენების ინსტრუქცია დაუღალავად მისცეს და ყოველი ნაბიჯი გაუკონტროლოს.