სამედიცინო გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ალოე ძალიან შველის რიგ დაავადებებს, ესენია: რადიკულიტი, სკლეროზი, ჰიპერტონია, დამბლა, კუჭ-ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებები, ვენების გაგანიერება, მარილების დაგროვება, ასთმა, ქალური დაავადებანი.
როგორ მოვამზადოთ წამალი: ალოე 3-5 წლისა უნდა იყოს. ავიღოთ 400 გრამი ალოეს ფოთოლი, ჩავდოთ პარკში და მაცივარში შევინახოთ ერთი კვირის განმავლობაში.
შემდეგ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ 1/2 კგ მაისის თაფლი და 1 ლიტრი ნატურალური წითელი ღვინო. ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავურიოთ, მინის ჭურჭელში ჩავდოთ და ბნელ ადგილას ერთი კვირა გავაჩეროთ.
პირველი 5 დღის განმავლობაში 1 ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე მივიღოთ, მეექვსე დღიდან 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურის 7 კვირაა.