მთავარი ასტროლოგია მამაკაცის სუსტი წერილები, რომლებსაც ქალები სათავისოდ იყენებენ (ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით)

მამაკაცის სუსტი წერილები, რომლებსაც ქალები სათავისოდ იყენებენ (ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით)

by guramus

ნებისმიერ ადამიანს აქვს სუსტი წერტილი, რომელზეც “შეხება” ძალიან უსიამოვნოა. ყველა გაურბის ამაზე საუბარს, რადგან ის კომფორტის ზონას სცილდება. ასტროლოგებმა დაასახლეს ის სუსტი წერტილები, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნებს ახასიათებთ.

 

ვერძი – შესაძლოა ვერძი მამაკაცი ძალიან თავდაჯერებული და ძლიერი ჩანდეს, მაგრამ მისი წყობილებიდან გამოყვანა ძალიან მარტივია. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის სუსტ წერტილს წარმოადგენს მისი გაკეტებული საქმის კრიტიკა. თუ მას ეტყვით, რომ საქმე კარგად არ გამოსდის და სხვა უფრო ნაყოფიერად მუშაობს, მისი რისხვა თქვენზე გარდაუვალი იქნება.

კურო – კურო წყობიდან გამოყვანა შესაძლებელია თუ მას დროზე მიუთითებთ. კუროს ყველაზე მეტად აჩქარება აცოფებს. არასდროს უთხრათ მას, რომ საშინლად ზოზინა და მოუქნელია.

ტყუპები – გამოირჩევა ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ხასიათით. მისი მწყობრიდან გამოყვანა არაა სირთულეებთან დაკავშირებული. ტყუპები ძალიან ღიზიანდება, როდესაც ინფორმაციულ წყურვილს ვერ იკმაყოფილებს. რაიმე ინფორმაციის დამალვით, თქვენ აუცილებლა გააღიზიანებთ მას.

კირჩხიბი – არის ძალიან ემოციური. ზოდიაქოს ამ ნიშნის სისუსტე ოჯახია. თუ მისი ოჯახის წევრებს შეეხებით, თქვენ ნამდვილად გააღვიძებთ მასში მოსნტრს. არ გაბედოთ და მასთან დედამისზე ცუდი არ ილაპარაკოთ.

ლომი – არის მეფური ბუნების. ლომი ძალიან განაწყენდება თუ მასთან სხვა ადამიანების ქებას დაიწყებთ. ასევე ღიზიანდება, როდესაც ყოფილებზე ესაუბრებთ. მისთვის ეს წარსულია და მასზე საუბარი აღარ სურს.

ქალწული – არის მოწესრიგებული და წინდახედული. ზოდიაქოს ამ ნიშანს ბევრი სუსრი წერტილი გააჩნია. მაგალითად, მისი წყობიდან გამოყვანა ძალიან უმარტივდებათ არაჰიგიენურ, მოუწესრიგებელ და ფეთხუმ ქალებს. ასევე, არ მოსწონს, როდესაც მის გამომუშავებულ ფულს სხვა საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავს.

სასწორი – არის მშვიდი და დიპლომატიური. მამაკაცი სასწორი ვერ იტანს ხმაურს, აურზაურს და უგემოვნო ადამიანებს. თუ თქვენ ხშირად საუბრობთ სლენგებით, ხართ ხამურიანი და სამოსს დიდ ყურადღებას არ უთმობთ, ძალიან გაგიჭირდებათ მამაკაცი სასწორი ყურადღების მიქცევა.

მორიელი – ზოდიაქოს ამ ნიშნის წყობიდან გამოყვანა ყველაზე რთულია. ასევე რთულია მისი სუსტი წერტილის განსაზღვრა. ზოდიაქოს ამ ნიშნის აქილევსის ქუსლს მისი თავმოყვარეობა წარმოადგენს. თუ ვინმე მას შეეხება და შელახავს, მორიელი ნამდვილ ვულკანად გადაიქცევა.

მშვილდოსანი – ოპტიმისტი და მხიარულია. გამოირჩევა ფეთქებადი ხასიათით. ზოდიაოქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცების სუსტ წერტილს მათ ცოდნაში ეჭვის შეტანა წარმოადგენს. თუ ეტყვით, რომ მან ეს არ იცის და ვერც გაიგებს, მას ნამდვილად გამოიყვანთ წყობიდან.

თხის რქა – პრაგმატული და წინდახედულია.  თუ თქვენ მას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას აიძულებთ, განსაკუთრებით პროფესიული კუთხით, იგი პირქუში და სიტყვაძუნწიგახდება. არანაკლებ აღიზიანებს თხის რქას ექსტრავაგანტურად ჩაცმულ-დახურული ქალები და ზოგადად,მანდილოსნის ვულგარული იმიჯი.

მერწყული  უკონფლიქტო და მეგობრული ნიშანია. მერწყულის წყობიდან გამოყვანა ზედმეტად მომთხოვნ და პრეტენზიულ პარტნიორს შეუძლია. ამას მერწყული უბრალოდ ვერ ეგუება.

თევზები – ლოიალური და მეოცნებე ნიშანია. თევზები იშვიათად გამოხატავენ აგრესიასა და გაბრაზებას აშკარა და პირდაპირი სახით. თევზები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან მაშინ, როცა ვინმე მათ შინაგან სამყაროს, გატაცებას ან ჰობის იგდებს აბუჩად. ამასთან ერთად, არ უნდა უკიჟინოთ მას, რომ ხელმოცარული და უხერხემლოა.