მთავარი ასტროლოგია როგორ გავხადოთ “ჩვენი გოგო” უფრო ბედნიერი – მარტივი მეთოდები

როგორ გავხადოთ “ჩვენი გოგო” უფრო ბედნიერი – მარტივი მეთოდები

by guramus
გოგოები ცუდი რეპუტაციის სარგებლობენ, თითქოს ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ მატერიალურ მხარეს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში რა ხდის გოგოს ბედნიერს. ბიჭები ხშირად ფიქრობენ, რომ შოკოლადების, ყვავილების, ბრილიანტის ბეჭდების ჩუქება გოგოს ბედნიერს გახდის. მაგრამ ისინი ძალიან , ძალიან ცდებიან. გსურთ გაიგოთ, თუ რა ხდის გოგოს ბედნიერს? ეს სტატია ამის გაგებაში დაგეხმარებათ.

 უთხარით გოგოს კომპლიმენტები

 გოგოებს, არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის არიან, უყვართ კომპლიმენტები. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გოგო კარგად გამოიყურება, აუცილებლად უთხარით მას ეს. მაშინაც კი თუ კომპლიმენტი ძალზე უმნიშვნელოა: კარგი სუნი აგდის, ან მომწონს, თმა როგორც გაქვს.

დაუთმეთ მას თქვენი დრო

გოგოებს ნამდვილად სურთ ერთი რამ – თქვენი დრო. მაგრამ ბიჭები ხშირად არ აძლევთ მათ ამას. დაუთმეთ მათ დრო, რაოდენ გადატვირთული გრაფიკიც არ უნდა გქონდეთ და მენდეთ, ის ყველაზე ბედნიერი იქნება.

დაუთმეთ მათ მთელი ყურადღება, როცა ერთად ხართ.

ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, როცა ვხედავთ, რომ მთელი თქვენი ყურადღება ჩვენსკენაა მოპყრობილი. ეს გვაძლევს საშუალებას ვიამაყოთ, როგორც საკუთარი თავით, ასევე თქვენით. თუ თქვენ ანაწილებთ ყურადღებას მასზე და კიდევ სხვა რამეზე, ეს უარყოფითად აისახება თქვენს სამომავლო ურთიერთობაზე.

 აჩვენეთ მას თქვენი სუსტი მხარე.

 მამაკაცებს კარგად ეხერხებათ გრძნობების დაფარვა და მათი უმეტესობა ამას აკეთებს კიდეც. გოგოები იტანჯებიან იმაზე ფიქრში მართლა დაინტერესებულია თუ არა მისით ბიჭი, ან რა ხდება მის თავში. თუ თქვენ აჩვენებთ მას თქვენს სუსტ მხარეს, ის ჩათვლის, რომ ენდობით და რომ გსურთ მას გაუზიაროთ ყველაფერი.

  საზოგადოებაში ყოფნისას, აგრძნობინეთ სითბო

აუცილებელი არ არის, შეუფერებლად მოიქცეთ, მაგრამ შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ გიყვართ და არ გეშინიათ ამის მთელი სამყაროსთვის ჩვენების. ჩაკიდეთ ხელი, როცა სეირნობთ ან თმა ყურზე გადაუწიეთ. ეს ის წვრილმანებია, რაც მას აბედნიერებს.

 სთხოვეთ მას დახმარება

ის რომ თქვენ მამაკაცი ხართ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეგრცხცეთ საყვარელი ქალისთვის დახმარების თხოვნა. აჩვენეთ მას, რომ თქვენ ის გჭირდებათ.