მთავარი საკითხავი რჩევა, რომელიც 24 წლის მომაკვდავმა ბიჭმა დაუტოვა მსოფლიოს

რჩევა, რომელიც 24 წლის მომაკვდავმა ბიჭმა დაუტოვა მსოფლიოს

by guramus

“ჯერ 24 წლის ვარ და უკვე შერჩეული მაქვს ჩემი ბოლო ჰალსტუხი. სწორედ ეს ჰალსტუხი მეკეთება ჩემს გასვენებაზე რამდენიმე თვის შემდეგ. შესაძლოა, პიჯაკს არ მოუხდეს, მაგრამ სიტუაციისთვის ზედგამოჭრილია.

კიბოს დიაგნოზი გვიან დამისვეს და ხანგრძლივი ცხოვრების იმედიც დავკარგე. თუმცა მივხვდი ერთ რამეს, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც სიკვდილს უკავშირდება არის ის, რომ წახვიდე ამ ქვეყნიდან, რომელიც ოდნავ მაინც უკეთესია, ვიდრე შენს მოვლინებამდე იყო. ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ნაყოფიერი, მე არაფერი გამიკეთებია მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, უკეთეს სამყაროსაც ვერ ვტოვებ.

აქამდე ძალიან ბევრი რამ მიტრიალებდა თავში. როდესაც გავიაზრე, რომ ძალიან ცოტა დრო მქონდა დარჩენილი, დავიწყე მხოლოდ იმაზე ფიქრი, რაც მნიშვნელოვანია. ამ წერილსაც იმიტომ ვწერ, რომ მინდა გაგიზიაროთ, თუ რას ვფიქრობ და ვგრძნობ სიცოცხლის ბოლო წუთებში:

ნუ დაკარგავთ დროს იმ საქმის კეთებით, რომელიც ბედნიერებას არ განიჭებთ. წარმატებას ვერ მიაღწევთ იმ საქმეში, რომელიც ბედნიერეას არ გგვრით. მოთმინება, ვნება, ერთგულება ჩნდება მაშინ, როდესაც საქმეს სიყვარულით აკეთებ.

– სისულელეა გეშინოდეს სხვისი აზრების. შიში გვასუსტებს და გვაუძლურებს. თუ ამას არ შეებრძოლებით, სიცოცხლის ბოლომდე გაგტანჯავთ. მოუსმინეთ საკუთარ გონებას და იარეთ წინ. ზოგმა შეიძლება გიჟიც გიწოდოს, მაგრამ სხვამ შეიძლება იფიქროს, რომ შენ ნამდივლი ლეგენდა ხარ.

– აკონტროლეთ საკუთარი ცხოვრება და აიღეთ ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. შეზღუდეთ ცუდი ჩვევები და დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრება. დაკავდით სპორტით. დაე, თქვენი ცხოვრება დამოკიდებული იყოს თქვენს ქმედებებზე და არა უმოქმედობებზე.

– დააფასეთ ხალხი თქვენს გარშემო. მეგობრები და ახლობლები სიძლიერისა და სიყვარულის წყაროა მუდამ.

ძალიან რთულია ბოლომდე გადმოვცე ჩემი ემოციები ამ, ერთი შეხედვით, მარტივ საკითებთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი მაქვს, ოდესმე შეხვდებით და მოუსმენთ იმ ადამიანს, რომელმაც კარგად იცის, თუ რა ღირებულება აქვს დროს.

არ ვარ დათრგუნული, რადგან ვიცი, რომ ჩემი ცხოვრების დარჩენილმა დღეებმა მნიშვნელობა შეიძინა. უბრალოდ, გული მწყდება, რომ რაღაცების დაფასება ვერ შევძელი აქამდე. ძალიან დიდი იმედი მაქვს მალე შეწყდება ომები სხვადასხვა ქვეყნებში.

ძალიან ბევრს ვზრუნავთ ჯანმრთელობასა და სხეულის სილამაზეზე. ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ სხეული უბრალოდ ყუთია. ის შიგნით იტევს პიროვნულობას, ფიქრებს, რწმენას. თუ ყუთში არ არის ისეთი რამ, რასაც შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს, ამ ყუთის დანაკლისზე არავინ იდარდებს. მჯერა, რომ ჩბენ ყველას გვაქვს პოტენციალი, თუმცა ეს დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს.

დატოვე საკუთარი კვალი ამ სამყაროში. იცხოვრე აზრიანი ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ადგილი სადაც ვცხოვრობთ ლამაზი მოედანია, აქ ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. გახსოვდეთ, რომ აქ სამუდამოდ არ ვართ. ჩვენი ცხოვრება პატარა ნაპერწკალია ამ ლამაზ მაპატარა პლანეტაზე, რომელიც დაუჯერებელი სისწრაფით მიფრინავს უსასრულო სიბნელისა და უცნობი სამყაროსკენ. ისიამოვნეთ დარჩენილი ცხოვრებით. გახადეთ ის უფრო საინტერესო!

მადლობა”