მთავარი საკითხავი ჰაინრიხ ჰაინე — გამონათქვამები

ჰაინრიხ ჰაინე — გამონათქვამები

by guramus

ჰაინრიხ ჰაინე — გამონათქვამები

,,სიყვარული – ეს ტკბილი ტკივილია გულში.“

„იქ, სადაც წვავენ წიგნებს, საბოლოოდ, ადამიანებსაც დაწვავენ.“

„თუ მკერდში გული არ გიცემს, ვერასოდეს დაწერ ფართო მასებისათვის.“

„მზისა და ბედნიერების საპოვნელად დავდიოდი… შიშველი და უძლური დავბრუნდი უკან და სამოსიცა და იმედიც ამ უქმად სიარულში გავცვითე.“

„როცა სიტყვები უძლურია, ისინი ადგილს მუსიკას უთმობენ.“

„გამოცდილება საუკეთესო სკოლაა, უბრალოდ აქ სწავლა ძვირი ღირს.“

„ბრიყვების რიცხვი დედამიწაზე გაცილებით აღემატება მოსახლეობის რაოდენობას.“

„უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი.“

„რამდენი ცრემლიც არ უნდა დაღვარო, ბოლო მაინც ერთი იქნება – ცხვირის მოხოცვა.“

„ბუნებას, როგორც დიდ მხატვარს, შეუძლია პატარა საშუალებითაც მიაღწიოს ყველაზე დიდი ეფექტს.“

„ყოველი ქალი სამყაროს საჩუქარია ჩემთვის.“

„უნდა მიუტევო შენს მტრებს, რაღა თქმა უნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ სახრჩობელაზე ჩამოკიდებენ.“

„ჩემი გული ყოველთვის აღსავსე იქნება სიყვარულით, ვიდრე ქვეყნად ქალები არსებობენ.“
„რომ მქონოდა რაფაელის ფუნჯი, მოცარტის მელოდია და კალდერონის ენა, იქნებ მეც რაიმე გრძნობა ჩამენერგა თქვენთვის.“

„სიკეთე სილამაზეზე მაღლა დგას.“

„საბოლოოდ სულერთია რისთვის კვდები, მაგრამ თუ კვდები იმისთვის რაც გიყვარს, მაშინ ასეთი თბილი და ერთგული სიკვდილი სჯობს ცივ და უნდო სიცოცხლეს.“

„ანგელოზები ამას ციურ ნეტარებას უწოდებენ, ეშმაკები — ჯოჯოხეთურ წამებას, ადამიანები კი — სიყვარულს.“

„რაც უფრო მეტად ვეცნობი ადამიანებს, მით უფრო მეტად ვაფასებ ძაღლებს.“

„ქალებმა იციან ერთი ხერხი, რომლითაც შეუძლიათ გაგვაბედნიერონ და ოცდაათი ათასი ხერხი, რომლითაც შეუძლიათ გაგვაუბედურონ.“

„ყოველი ადამიანი სამყაროა, რომელთან ერთადაც იბადება და რომელთან ერთადაც კვდება, ყოველი საფლავის ქვის ქვეშ ასვენია ერთი მსოფლიო ისტორია.“

„ადამიანი არისტოკრატია ცხოველთა შორის.“

„როდესაც მიდიან გმირები, სცენაზე ჯამბაზები გამოდიან.“