მთავარი საკითხავი ღირსი პაისი: „მოძღვარი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თუნდაც ჯოჯოხეთში ჩავიდეს საკუთარი სულიერი შვილების გამო“

ღირსი პაისი: „მოძღვარი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თუნდაც ჯოჯოხეთში ჩავიდეს საკუთარი სულიერი შვილების გამო“

by guramus

„როდესაც ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, ყურადღებით უნდა მოუსმინო და რამდენ საათსაც არ უნდა გელაპარაკოს, არ უნდა აგრძნობინო, რომ დაიღალე, ამით ყველაფერს წყალში ჩაყრი. ერთ დღეს, მე ერთ-ერთ ახალგაზრდას გაუნძრევლად ვუსმენდი ცხრა საათის განმავლობაში, რის გამოც ჩემი ნაწლავები არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

– მისმინე, როდესაც ვინმე სულიერი მოძღვარი ხდება, მათთვის, ვინც კი მას აღსარებას აბარებს, ჯოჯოხეთში ჩასვლასაც არ უნდა მოერიდოს. სხვაგვარად, გახდე სულიერი მოძღვარი, შეუძლებელია. მაგრამ მე შენ გეუბნები, რომ სულიერი მოძღვარი ჯოჯოხეთს, როდესაც ის იქ ჩავა, სამოთხედ გადააქცევს, რადგან მას თან ექნება სიყვარული“