ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად უდგება სიყვარულს. ზოგიერთი თავგანწირულია, ზოგს კი ამ გრძნობის ეშინია.
ასტროლოგები ასახელებენ რამდენიმე ნიშანს, რომლებიც თავგანწირული სიყვარულით გამოირჩევიან. მათ გულწრფელად, უანგაროდ და ხანგრძლივად უყვართ.
კურო – ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველი პლანეტა ვენერაა, რაც მის ერთგულებასა და იშვიათი სიყვარულის გრძნობას განაპირობებს. თუ თქვენი მეორე ნახევარი კუროა, ჩათვალეთ, რომ თქვენი ურთიერთობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება.
კირჩხიბი – ამ ნიშნით დაბადებულები სენსიტიურები, მზრუნველები და მოსიყვარულენი არიან. გამოირჩევიან ერთგულებით. მათთვის საყვარელი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრება, მათი ფიქრების ამოცნობა ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა.
თევზები – ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანი, რომლის მმართველი პლანეტა ნეპტუნია. გამოირჩევიან მეოცნებე ხასიათით. აღმერთებენ პარტნიორს და მზად არიან, მისი გულისთვის ყველაფერზე წავიდნენ.