მთავარი საკითხავი ანჯელინა ჯოლი ცხოვრებაზე

ანჯელინა ჯოლი ცხოვრებაზე

by guramus

ანჯელინა ჯოლის პოპულარობაზე საუბარს არ დავიწყებთ და არც მისი სამსახიობო კარიერით შეგაწყენთ თავს. შემოგთავაზებთ ცნობილი პოპულარული მსახიობისა და გაეროს კეთილი ნების ელჩის  ინტერვიუებიდან ამონარიდებს.

  • “თუ გსურთ, რომ არაფერი ინანოთ, იცოვრეთ ყოველი დღე ისე, თითქოს ის უკანასკნელია. ჩემი შვილები ჯერ ძალიან პატარები არიან, მაგრამ მინდა იცოდნენ, როგორ დატკბნენ ყოველი წამით.”
  • “მე სხვებზე მეტს ვფიქრობ სიკვდლზე, რადგან სიცოცხლე მათზე მეტად მიყვარს. არ ვიცი, რა იქნება მერე, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი დიდხანს გაგრძელდეს და უბრალოდ, დავტკბე მისით.”
  • “გიყვარდეს, ნიშნავს აკეთო მისთვის ყველაფერი საუკეთესო და დააყენო მისი ინტერესები შენსაზე მაღლა.”
  • “გქონდეს ურთიერთობა დაქორწინებულ კაცთან, ეს ალბათ ერთადერთი რამაა,  რასაც ვერავის ვაპატიებ. მე მახსოვს, როგორ ღალატობდა მამაჩემი დედას. და ალბათ, ჩემს თავს ვერ შევხედავდი სარკეში მეც რომ იგივე რამეს ვაკეთებდე.”
  • “სიკვდილსაც აქვს დადებითი მხარე. ფიქრი იმაზე, რომ ხვალ შეიძლება ცოცხალი აღარ იყო გაძლევს იმის საშუალებას, რომ დააფასო შენი ცხოვრება დღეს.”
  • “მე მიხარია, რომ ვცხოვრობ საკუთარი ცხოვრებით. ასეთი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ვიმალებოდი, ვეძებდი ჩემს თავს სხვადასხვა პერსონაჟებში და ვცდილობდი მეცხოვრა სხვების ცხოვრებით. ერთ დღესაც მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა, ხოდა, შევცვალე. შეიძლება ჩემი ცხოვრება არ არის სრულყოფილი, მაგრამ ისეთია, როგორც მინდა, რომ იყოს და ალბათ, სწორედ ეს არის მთავარი.”
  • “ბრედი შესანიშნავია. სულ ვამბობდი და ვიტყვი, ყოველთვის, როცა შემეკითხებიან.”
  • “ჩემი შვილები თავისუფლები არიან. ისინი თავად გადავწყვეტენ რა ჭამონ, როგორ შეიმოსონ და რას უყურონ. ერთადერთი, რაც არ მომეწონებოდა არის ის, რომ მათ ჩემი ფილმები ენახათ.”
  • “ყველას უკვირს და უკვე თავადაც მიკვირს, რომ მე მუშაობა ნამდვილად მსიამოვნებს. ჰოლივუდში ეს ფუფუნება რეჟისორებს ნაკლებად აქვთ, რომ აიყვანონ მსახიობი, რომელსაც ნამდვილად ეყვარება თავისი საქმე.”
  • “ბევრი მეგობარი არ მყავს, მითუმეტეს აქ, ჰოლივუდში. ზოგჯერ მარტოობა კარგი გამოსავალია.”
  • “მომწონს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ვთვლი, რომ “გაერო” ის ადგილია, სადაც ჩემი თავი ვიპოვე. დიახ, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ მთელი ცხოვრება და დავეხმარებოდი ადამიანებს. მე გადავწყვიტე დავმხმარებოდი ადამიანებს, მაგრამ ისინი უფრო დამეხმარნენ. მათ შემცვალეს უკეთესობისკენ.
  • “პირველი შვილი რომ გამიჩნდა, მივხვდი, რომ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. “როგორი იქნება ჩემი შვილის ცხოვრება ჩემს გარეშე?” – დავიწყე საკუთარ თავზე მეტი ზრუნვა, მივხედე ჯანმრთელობას, საოჯახო საქმეებს და ყველაფერს, რაც ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებდა.”
  • “ჩემი არც ერთი პერსონაჟი არ ყოფილა იდეალური და არც თავად მე ვარ უნაკლო.”
  • “ჩემი ტატუები რაღაცას ასახავს. შეიძლება, ტკივილის, შეიძლება დაუვიწყარ მომენტებს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველაფერი რაღაცას, რაღაც ახალს გვასწავლის.”
  • “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავს ვგრძნობდე თავისუფლად. თუ ურთიერთობაში თავისუფლებას ვერ ვხედავ, წერტილს ვსვამ.”