როგორ დავაღწიოთ ნევროზსა და შფოთვას თავი. რჩვები რომლებიც დაგეხმარებათ მარტივად დაძლიოთ ეს ყველაფერი.
არყის ხის 100 გ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქ თბილი ანადუღარი წყალი, დააყენეთ 5-6 საათით, გაფილტრეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-3 ჯერ, ჭამამდე.
კატაბალახას 2.5 ს.კ. ფესვს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შედგით ნელ ცეცხლზე 15 წუთით, შემდეგ გააცივეთ და გაფილტრეთ. სვით 2-3 ს.კ. დღეში 3-4 ჯერ, ჭამის შემდეგ.
1 ჩ.კ. კატაბალახას ფესვს დაასხით 7 ჩ.კ. სპირტი და დააყენეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 დღის განმავლობაში. 15-20 წვეთი განაზავეთ ადღებულ წყალში და დალიეთ.
კატაბალახას 6-10 გ გამომშრალ და დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 180-200 მლ წყალ და დააყენეთ. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია 1-2 ს.კ. ნაყენი დღეში 3-4 ჯერ, ხოლო ბავშვებისთვის – 1-2 ჩ.კ.
დიდგულას 15 გ დაქუცმაცებულ ქერქსა და ფესვს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე, შედგით ნელ ცეცხლზე 20 წუთით, შემდეგ გაიფილტრეთ. დალიეთ მესამედი ჭიქა დღეში 3-ჯერ.