მთავარი ასტროლოგია როგორი საჩუქრით მოიგებთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალის გულს

როგორი საჩუქრით მოიგებთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალის გულს

by guramus

მართალია, მამაკაცების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალებმა ხშირად თავად არ იციან რა სურთ ან რატომ, მაგრამ, როცა საქმე საჩუქრებს ეხება მერწმუნეთ, სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელმა ზედმიწევნით იცის, კონკრეტულად რა სახის საჩუქარი გაუხარდება საყვარელი ადამიანისგან დღესასწაულზე.

ვერძი
მას პრაქტიკული საჩუქრები უყვარს. აჩუქეთ ორიგინალური დიზაინის სათვალე, ლამაზი შარფი, სპა-სალონის ან სოლარიუმის აბონიმენტი, დაგეგმეთ ქალაქგარეთ მასთან ერთად რომანტიკული ვიქენდი, იგი უბრალოდ აღფრთოვანდება ამით.

კურო
კუროსთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება ძვირად ღირებული კოსმეტიკის ნაკრები, ძვირფასი ქვებით გაწყობილი მასიური სამაჯური ან კულონი, ასევე სადილი რესტორანში, სადაც ქალაქის საუკეთესო შეფ-მზარეული ამზადებს კერძებს.

ტყუპი
ტყუპის აღფრთოვანება რომ დაიმსახუროთ აჩუქეთ მას უახლესი მოდელის მობილური ტელეფონი ან აიპადი. მას ასევე გაახარებს სამკაულების ნაკრები, ან ლამაზი ხელჩანთა.

კირჩხიბი
კირჩხიბის გული თუ გინდათ მოიგოთ, მას აუცილებლად უნდა აჩუქოთ ძვირად ღირებული სუვენირი, რომელსაც იგი თაობებს შეუნახავს, როგორც რელიკვიას. სასურველია ეს ნივთი იყოს ხელნაკეთი.

ლომი
ლომისთვის საჩუქრის შეძენა თქვენს ბიუჯეტს საკმარისზე მეტად შეარყევს, ეს იმიტომ, რომ იაფფასიანი ნივთის ჩუქების შემთხვევაში, ძუ ლომის მხრიდან პატივისცემას უმალ დაკარგავთ. აჩუქეთ მას დახვეწილი დიზაინის მქონე ოქროს სამკაული, მიიწვიეთ კარგ სპექტაკლზე ან გაანებივრეთ მდიდრულ რესტორანში ვახშმით.

ქალწული
თუ გინდათ ქალწული გაახაროთ, აჩუქეთ მას რაც შეიძლება კარგი ხარისხის კოსმეტიკური ნაკრები ან ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ფასდაკლებით ვიზიტის აბონიმენტი. მას ასევე გაახარებს ძვირად ღირებული თეთრეულის კომპლექტიც.

სასწორი
სასწორის გულის მოსაგებად, აუცილებელია ნებისმიერი სახის საჩუქარს, თან ტკბილეულის ლამაზად შეფუთული ნაკრებიც ახლდეს. საჩუქრის სახით კი შეგიძლიათ შეარჩიოთ ლამაზი ბროში, თმის სამაგრი ან უცხო დიზაინის საყურე.

მორიელი
საიმისოდ რომ მორიელს საჩუქრით ასიამოვნოთ, აუცილებელია კარგად გაისარჯოთ. აჩუქეთ მას პიკანტური სურნელის მქონე სუნამო, სექსუალური თეთრეული ან კარგი ხარისხის ოქროს სამკაული, სასურველია კულონი ან სამაჯური.

მშვილდოსანი
მშვილდოსნის გულის მოსაგებად ყველაზე ნაცადი გზა, მისთვის რომანტიკული ვიქენდის მოწყობაა რომელიმე მთიან კურორტზე. გარდა ამისა შეგიძლიათ თამამად აჩუქოთ პატარა ოთხფეხა მეგობარი, რომელსაც იგი თვალისჩინივით გაუფრთხილდება.

თხის რქა
თუ თხის რქისთვის საჩუქარს არჩევთ აქცენტი ხარისხთან ერთად, მის პრაქტიკულობაზეც უნდა გააკეთოთ. აჩუქეთ მას ძვირფასი საკანაცელარიო ნივთების ნაკრები, ოფისის ლამაზი სუვენირი ან საქმიანი ქალისთვის გამოსადეგი, მდიდრული ტყავის ხელჩანთა.

მერწყული
თუკი მერწყული გინდათ ვალენტინობის საჩუქრით გააოცოთ, აუცილებელია თქვენი ფანტაზიის მაქსიმუმი გამოიყენოთ ამ მხრივ. მერწყული ძალიან დააფასებს თქვენი მხრიდან მისთვის მოწყობილ, იმპროვიზებულ კარაოკეს. იგი ასევე აღფრთოვანდება ორიგინალური ფორმის და დიზაინის მქონე ლამაზი სამკაულით ან თავსაბურავით.

თევზები
თევზებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი, ყვავილების ლამაზი თაიგულია. გარდა ამისა, თუკი ზემოხსენებულ თაიგულს დახვეწილი ხარისხის სამკაულს ან კოსმეტიკის ნაკრებსაც დაუმატებთ, თევზი ქალი ერთიორად მოხიბლული დაგრჩებათ.