ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც მკაცრი დიეტების ზედმიწევნით დაცვა არ შეუძლიათ. ამიტომაც, უარს ამბობენ მასზე ან იწყებენ დიეტას, მაგრამ ვერ მიყავთ ბოლომდე. რაც ნიშნავს, რომ შედეგი არ აქვთ. დიეტოლოგებმა შემოგვთავაზეს 4 დღიანი დიეტა, რომელიც 2-ჯერ, ანუ 8 დღის მანძილზე უნდა დაიცვათ. შედეგად თქვენ 4 კილოგრამს დაიკლებთ.
ხანგრძლივობა: 8 დღე
მოსალოდნელი შედეგი: – 4 კილოგრამი
დაგჭირდებათ: 1 ნაჭერი პური / 1 ცალი პომიდორი / 1 ნაჭერი ყველი /1 ცალი ბანანი / 1 ჩაის კოვზი თაფლი / 1 ცალი კვერცხი/ 1/2 ფორთოხლის წვენი 1 პორცია სალათი/ 1 ვაშლი / 50 გრ.ქათმის ხორცი / 25 გრ. ყველი / 200 გრ. კარტოფილი / 125 გრ. ლობიო / 75 გრ. ლორი / 75 გრ. მაკარონი
მითითებები:
საუზმე: ა) 30 გ. ფანტელი რძით ; ბ) ერთი ნაჭერი გახუხული მსხვილად ნაფქვავი პური, შემწვარი პომიდორი, ერთი ნაჭერი ყველი; გ) ბანანის სენდვიჩი: ერთი ნაჭერი მსხვილად ნაფქვავი პური, ბანანის ერთი ნაჭერი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი, ან რბილი ყველი; გ) ერთი ნაჭერი გახუხული მსხვილად ნაფქვავი პური, (თხლად წასმული მარგარინით), ერთი თოხლო კვერცხი, ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი.
სადილი: ა) სალათის დიდი პორცია, ვაშლი ან ფორთოხალი, სენდვიჩი ქათმით (50 გ. ქათმის ხორცი კანის გარეშე, 25 გ. გახეხილი ყველი, ერთი სუფრის კოვზი დაბალკალორიული მაიონეზი; ან 75 გ. ყველი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კიტრი); ბ) 200 გ. კარტოფილი ,,მუნდირში’’, შერეული სალათის დიდი პორცია, ერთი ჭიქა დიეტური იოგურტი, 125 გ. მოხარშული ლობიო და 25 გ. ყველი.
ვახშამი: ა) ნებისმიერი დაბალკალორიული საკვები, შერეული სალათის დიდი პორცია; ბ) 150 გ. ქათამი ან ინდაური, ცოტა საწებელი, 75 გ. შემწვარი, ან ,,მუნდირში’’ მოხარშული კარტოფილი, ბოსტნეული; გ) 75 გ. მაკარონი კონსერვირებული პომიდორის სოუსით, ან 100 გ. მოხარშული ქათამი (ქათმის წვნიანთან ერთად), ან 75 გ. უცხიმო ლორი (ერთი ჭიქა იუგურტითა და სანელებლებით), ბოსტნეულის, ან ხილის სალათი.
დესერტი: ბ) გამხმარი ბისკვიტის ორი დიდი ნაჭერი; ა) ატამს ერთი ნაჭერი;