ნებისმიერი ქალისთვის მნიშვნელოვანი და ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორიც კია იპოვოს ნამდვილი და რეალური სიყვარული. თუმცა, სანამ ჭეშმარიტად შესაფერის მეორე ნახევარს იპოვის, ადამიანს გარკვეული სირთულეების, გამოცდისა და მტკივნეული ურთიერთობების გადატანაც უწევს ხოლმე, რომ საბოლოოდ ის “ერთადერთი” იცნოს და დააფასოს. არსებობს ასევე წლები, კონკრეტული პერიოდები იმის გამოსათვლელად თუ ვის ცხოვრებაში მოდის დიდი სიყვარული და ქორწინების შანსები. ასტროლოგები ამგვარ გათვლებს ტრანზიტულ ასტროლოგიას ეძახიან. დღეს გეტყვით – თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებს მისცემს კოსმოსი შანსს მიმდინარე 2017 წლის მანძილზე რომ იპოვოს დიდი სიყვარული.
სასწორი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალებისთვის 2017 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული და იმედის მომცემი იქნება. სასწორის ნიშანშია ამჟამად პლანეტა იუპიტერი, რომელიც თავის მხრივ წარმატებაზე, ბედ-იღბალსა და გაფართოებაზე აგებს პასუხს ასტროლოგიურად. ამიტომ სასწორის ნიშნის ქალებს რეალური შანსები მეორე ნახევრის საპოვნელად ან უკვე არსებულ პარტნიორთან ურთიერთობის დასარეგულირებლად ოქტომბრის შუა რიცხვებამდე არაერთგზის მიეცემათ. რაც აუცილებლად უნდა გამოიყენონ გონივრულად.
მორიელი – შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2016 წლის ზაფხულიდან მოყოლებული მორიელები დაიჩაგრნენ. მათი უმეტესობის ცხოვრებაში რთული პერიოდი იდგა, როგორც პირადი ცხოვრების, ისე პროფესიული კუთხით. თუმცა, ძვირფასო მორიელებო, ყველაფერს აქვს საზღვარი და თქვენ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებსაც 2017 წლიდან ბოლო მოეღება. განსაკუთრებით ნაყოფიერი კი ამ მხრივ მდედრობითი სქესის მორიელებისთვის იქნება წელიწადის მეორე ნახევარი. ძალიან ბევრი ქალი ამ წელს იპოვის ან დაარეგულირებს ურთიერთობას სასურველ პარტნიორთან. გამორიცხული არ არის ორსულობას და დედობის ბედნიერებასაც ზუსტად ამ წელს ეზიაროთ.
ტყუპი – თეთრი მთვარე იგივე სელენა, რომელიც ზუსტად 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყებს ტრანზიტს ტყუპის ზოდიაქოში და პლანეტა იუპიტერი, რომელიც ტყუპისავე მონათესავე სასწორის ზოდიაქოს გადის 2017 წლის ოქტომბრამდე, ძალიან ბევრ ტყუპის ნიშნით დაბადებულ ქალს მისცემს შანსს საიმისოდ, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს პირად და სასიყვარულო არჩევანში. ტყუპი ქალების ცხოვრებაში გაზაფხულიდან შეიძლება პერსპექტიული პარტნიორი გამოჩნდეს, ან უკვე არსებულ თაყვანისმცემლებს შორის აღმოაჩინოს ყველაზე უფრო სოლიდური და საინტერესო ადამიანი, რომელთანაც განიხილავს კიდეც მოგვიანებით შესაძლებლობას ოჯახი შექმნას.