მთავარი საკითხავი მარკ ტვენის გონებამახვილური და ბრძნული 50 ციტატა

მარკ ტვენის გონებამახვილური და ბრძნული 50 ციტატა

by guramus

მარკ ტვენის გონებამახვილური და ბრძნული 50 ციტატა

1. ზაფხული – ეს არის წელიადის ისეთი დრო, როდესაც ძალიან ცხელა იმისათვის, რომ გააკეთო ის, რის ზამთარში გასაკეთებლადაც ძალიან ცივა.

2. არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, ვიდრე ვინმეს კარგი მაგალითი.

3. მას, ვინც არ კითხულობს კარგ წიგნებს, არავითარი უპირატესობა არ გააჩნია იმასთან შედარებით, ვისაც საერთოდ არ შეუძლია წიგნის წაკითხვა.

4. ნებისმიერი რამის მინიშნება პრესაში, თუნდაც ყველაზე ნეგატიურის, ნეკროლოგის გარდა, რეკლამაა.

5. პატიება – ეს არის გასრესილი იის სურნელი, რომელსაც ჩუქნის მისი არსებობის გამანადგურებელ ადამიანს.

6. თუ გაზეთებს არ კითხულობთ, არაინფორმირებული ხართ, თუ კითხულობთ –დეზინფორმირებული.

7. საუკეთესო გზა საკუთარი თავის გასამხნევებლად – სხვისი გამხნევებაა.

8. არსებობს სიცრუის 3 სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა.

9. ხმაური არაფერს ამტკიცებს – ქათამიც ისე კრიახობს, თითქოს კვერცხი კი არა, პატარა პლანეტა დაედოს.

10. იყო კარგი მუდამ, ეს ძალიან ცვეთს ადამიანის შინაგან ბუნებას.

11. იცეკვე ისე, თითქოსდა, არავინ გიყურებს. იმღერე ისე, თითქოს, არავინ გისმენს. გიყვარდეს ისე, თითქოს, არავის არასდროს უღალატია შენთვის. და იცხოვრე ისე, თითქოს, დედამიწა სამოთხეა.

12. ნუ იტყვი, რომ ცხოვრებას შენი მართებს. მას არაფერი მართებს, რადგან შენამდეც არსებობდა.

13. კლასიკა – ეს არის ის, რასაც ადამიანები აღმერთებენ, მაგრამ არ კითხულობენ.

14. ყველაზე საშინელი მარტოობაა, როდესაც არაკომფორტულად გრძნობ თავს საკუთარ პიროვნებასთან.

15. ადამიანის შექმნა იყო კარგი და ორიგინალური იდეა, თუმცა ამის შემდეგ ბატკნის შექმნა ნიშნავდა განმეორებას.

16. ჩემს თავს სიტყვა ჩამოვართვი, რომ არ მოვწევ ერთდროულად ერთ სიგარეტზე მეტს.

17. როდესაც ვიყავი 14 წლის, მამაჩემი იყო ისეთი სულელი, რომ ძლივს ვეგუებოდი მას. თუმცა როდესაც გავხდი 21ის, გაკვირვებული დავრჩი, როგორ დაჭკვიანდა ეს მოხუცი მამაკაცი ბოლო 7 წლის განმავლობაში.

18. თუ მუდამ სიმართლეს ამბობთ, არაფრის დამტკიცება არ დაგჭირდებათ.

19. სიგარეტისათვის თავის დანებება ყველაზე მარტივია ამ სამყაროში. კარგად ვიცი, რადგან ათასჯერ მაინც დამინებებია თავი.

20.სიკეთე – ეს არის ის, რასაც დაინახავს ბრმა და გაიგონებს მუნჯი.

21. ისეა მოწყობილი დედამიწა, რომ როდესაც აღარ დარდობ ერთ რაღაცაზე, – იწყებ შფოთვას სხვა რამეზე.

22. ერთადერთი გზა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, არის – ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რაც არ გინდა.

23. მხოლოდ ორ რამეს ვინანებთ სიკვდილის წინ – რომ არ გავცემდით ბევრ სიყვარულს და არ ვმოგზაურობდით ბევრს.

24. არცერთი იმპროვიზაცია არ გამომდის ისე კარგად, როგორც ის, რომელსაც ვამზადებდი 3 დღის მანძილზე.

25. არასოდეს ეკამათო სულელ ხალხს, რადგან მათ დონემდე დაეცემი და ისინი გამოცდილებით ყოველთვის გაჯობებენ.

26. მოდით, მადლობა მოვუხადოთ სულელებს, ისინი რომ არა, სხვებს გაუჭირდებოდათ წარმატების მიღწევა.

27. როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვერ ვეთანხმებით ერთმანეთს, ვიქცევით ისე, როგორც სურს ჩემს მეუღლეს. ამ ნაბიჯს ის ეძახისს კომპრომისს.

28. კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი – აი, იდეალური ცხოვრება.

29. სამწუხაროა, რომ გველი არ იყო აკრძალული ხილი სამოთხეში, თორემ ადამი მასაც შეჭამდა.

30. ადამიანის ტვინი – საოცარი გამოგონილებაა. ის მშვენივრად მუშაობს იმ წუთამდე, სანამ ადგები სიტყვის სათქმელად.

31. სკოლაში არავის ვაძლევდი უფლებას, ჩარეულიყო ჩემი განათლების პროცესში.

32. ჩვენ მოგვწონს ის ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან საკუთარი აზრის გამოთქმას. თამცა არსებობს პატარა „მაგრამ“ – მთავარია, ისინი ფიქრობდნენ, ისე როგორც ჩვენ.

33. ძველი ანდაზაა: ბავშვები და სულელები ყოველთვის ამბობენ სიმართლეს. აქედან გამომდინარე, ზრდასრული და ბრძენი ადამიანები არასოდეს ამბობენ სიმართლეს.

34. უკეთესია, ჩუმად იყო და ჩანდე სულელი, ვიდრე გააღო პირი და ყველა ამაში დარწმუნდეს.

35. ბანკი – ის დაწესებულებაა, სადაც შეგიძლია ფული ისესხო, თუ დაარწმუნებ, რომ ფული არ გჭირდება.

36. თუ შენ გჭირდება ფული, ისესხე შენთვის უცხო ადამიანისაგან, თუ გჭირდება რჩევა, მიდი მეგობრებთან, თუკი არაფერი გჭირდება – მიდი ნათესავებთან.

37. ადამიანებმა, რომლებსაც დიდი მწუხარება დააქვთ გულით, იციან, თუ როგორ დაამშვიდონ სხვა.

38. გეშინოდეთ იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, წაგართვან საკუთარი თავის რწმენა. დიდებულია ადამიანი, რომელიც ცდლობს დაგაჯეროს, რომ შენც შეგიძლია გახდე დიდებული ამ ცხოვრებაში.

39. ვინც არ იცის, სად მიემგზავრება, ძალიან გაუკვრდება, როდესაც მოხვდება იქ, სადაც სულაც არ სურდა მოხვედრა.

40. იმისათვის, რომ იყო ბედნიერი, უნდა შექმნა საკუთარი სამოთხე და იცხოვრო მასში. ნუთუ ფიქრობთ, რომ ყველას თქვენგანს დაგაკმაყოფილებთ ერთი და იგივე სამოთხე?

41. ათასი გენიოსი ადამიანი ცხოვრობს და მიდის ამ დედამიწიდან. ზოგმა სახელი ვერ მოიხვეჭა, ზოგმა კი, საკუთარი თავი ვერ იპოვნა.

42. ნაოჭები ადამიანის სახეზე ბევრი ღიმილით უნდა იყოს გამოწვეული.

43. ცხოვრებაში ერთხელ, ფორტუნა კარზე უკაკუნებს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ჩვეულებისამებრ, ამ დროს ადამიანი ზის უახლოეს კაფეში, სვამს ლუდს და რა თქმა უნდა, არავითარი კაკუნი არ ესმის.

44. ღმერთმა იმიტომ შექმნა ადამიანი, რომ მაიმუნმა იმედი გაუცრუა. შემდგომ, მან უარი განაცხადა სხვა ექსპერიმენტების ჩატარებაზე.

45. მე ვიცი უსიამოვნების უამრავი სახეობა, თუმცა განსაცდელების უდიდესი ნაწილი არცკი გადამხდენია თავს.

46. სიმართლე ადამიანს ისე უნდა უთხრა, თითქოსდა, ქურთუკს აწვდი ჩასაცმელად და არა – ისე ესროლო სახეში, როგორც სველი პირსახოცი.

47. თუ მშიერ, ქუჩაში მოხეტიალე ძაღლს აჭმევ და მოეფერები, არასდროს გიკბენს. ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება ძაღლსა და ადამიანს შორის.

48. იყიდეთ მიწა, მას ხომ უკვე აღარავინ აწარმოებს.

49. სიკვდილის შიში ცხოვრების შიშიდან მომდინარეობს. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის არ ეშინია, ნებისმიერ დროს არის სიკვდილისთის მზად.

50. მეგობრისთვის სიცოცხლის გაწირვა კი არაა პრობლემა, არამედ ისეთი მეგობრის პოვნა, ვისთვისაც ღირს სიკვდილი.