მთავარი საკითხავი “იყავი მშიერი, იყავი გიჟი” – 11 რჩევა სტივ ჯობსისგან

“იყავი მშიერი, იყავი გიჟი” – 11 რჩევა სტივ ჯობსისგან

by guramus
  1. “დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაზე.”
  2. “მაგარი საქმე რომ აკეთო,  ერთი გზაა – უნდა გიყვარდეს ამ საქმის კეთება. თუკი ჯერ არ გიპოვია, ეძებე.”
  3. “ბოლო 33 წლის განმავლობაში მე ყოველ დილით ვიხედებოდი სარკეში და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: დღეს რომ ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი დღე იყოს, გავაკეთებდი იმას, რაც დღეისთვის დავგეგმე?”
  4. “სასაფლაოზე უმდიდრესი კაცი იქნები თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია საღამოს დაწვე განცდით, რომ დღეს რაღაც ძალიან კარგი საქმე გააკეთე.”
  5. “იყავი მშიერი, იყავი გიჟი.”
  6. “მოსალოდნელ სიკვდილზე ფიქრი საუკეთესო საშუალებაა იმ ილუზიისგან გასათავისუფლებლად, რომ რაღაც დასაკარგი გაქვს.”
  7.  “არ მისცეთ უფლება სხვის აზრებს, რომ თქვენი შინაგანი ხმა დაახშოს.”
  8. “იქონიეთ გამბედაობა!”
  9. “საკუთარ გულსა და ინტუიციას გაჰყვეთ. მათ ყველაზე უკეთ იციან, თუ ვინ გინდა იყო სინამდვილეში; სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.”
  10. “ფიქრების გამარტივებას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება, მაგრამ ნამდვილად ღირს, რადგან თუ იქამდე მიაღწიე, ყველაფერს შეძლებ.”
  11. “როცა რაღაც ძალიან მაგრად გამოგივა, დიდხანს ნუ იფიქრებ მიღებულ შედეგზე. მოსთხოვე საკუთარ თავს მეტი.”