ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანებს, ვისაც მარტოობის პანიკურად ეშინიათ არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებთ.
ამიტომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან დარჩენილიც კომფორტულად გრძნობს თავს რეალურად არის ფსიქოლოგიურად ძლიერიც და თავისუფალიც.
თუმცა არსებობს ხალხი, რომელთაც მარტოობის განცდა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის, თუმცა ხასიათიდან გამომდინარე უჭირთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია.
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი და მისი მმართველი პლანეტა დიდწილად განაპირობებს იმას, რა დოზითაა ჩვენში მარტოობისკენ მიდრეკილება.
მორიელი – მისი მარტოსულობის საიდუმლო რთულ ხასიათში იმალება. მიუხედავად იმისა, რომ მორიელი თავისი ბუნებით უსაზღვროდ მოსიყვარულე და თბილია, ურთიერთობაში ხშირად საქმეს აფუჭებს მისი მაქსიმალისტური ხასიათი და ეჭვიანობა.
შესაბამისად, მორიელთან ხანგრძლივვადიანი კავშირი დიდ კომპრომისს და თავგანწირვას ითხოვს. ამიტომაც ეთვისებიან მას კირჩხიბისა და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები.
თხის რქა – სატურნი, თხის რქის მმართველი შეზღუდვებსა და დეპრესიებზეა პასუხისმგებელი. ბევრი თხის რქა, ბავშვობიდან თავშეკავებული, ემოციურად ცივი და უთქმელი ადამიანია. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ რეალურად არ შეუძლიათ მძაფრი გრძნობების განცდა.
უბრალოდ მიჩვეულნი არიან საკუთარი შეგრძნებების გაკონტროლებას და ხშირად, გულწრფელი ემოციების გამომჟღავნებასაც კი ნაკლად უთვლიან საკუთარ თავს. ამიტომ ძალზე ხშირად გააზრებულად ირჩევენ ისინი მარტოობას. საუკეთესოდ მათი გაგება კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებს შეუძლიათ.
მერწყული – თავისუფლების გადამეტებული სიყვარული და საკუთარი წესებით ცხოვრება, აიძულებს ბევრ მერწყულს, რომ ხშირად გააზრებულად იყოს მარტო.
მერწყული პლანეტა ურანის მართვაში იმყოფება, რომელიც თავის მხრივ სულიერ და მენტალურ თავისუფლებაზე, ინდივიდუალიზმის გამოვლინებაზე აგებს პასუხს ადამიანში, ამიტომ მერწყულებს ხშირად მარტოობა არათუ აშინებთ – მოსწონთ კიდეც და მასში გარკვეულ ხიბლსაც ხედავენ.
ისინი წლების მანძილზე გაურბიან ქორწინებას და არცთუ იშვიათად სამოქალაქო წესით უკავშირებენ ბედს მეორე ნახევარს. მათთვის იდეალური მეწყვილეობის გაწევა შეუძლიათ ტყუპსა და სასწორებს.