მთავარი საკითხავი 5 მოთხრობა წვიმიანი დღეების სასიამოვნოდ გასატარებლად

5 მოთხრობა წვიმიანი დღეების სასიამოვნოდ გასატარებლად

by guramus

ამბობენ, რომ ჩვენს დროში მკითხველს იმდენად ცოტა დრო აქვს, უჭირს დიდი ნაწარმოებების გულისყურით წაკითხვა და აღქმა. ამიტომაც, თანამედროვე ადამიანი ან ვერ კითხულობს ან კითხულობს, მაგრამ ცოტას.

ამჯერად 5 მცირე ზომის მოთხრობას გირჩევთ, რომლებიც ჩვენს საყვარელ მწერლებს ეკუთვნით, მაგრამ ფართო საზოგადოებითვის არც ისე ცნობილია.

  • დათო ტურაშვილი – “კურკა”

ტურაშვილის ნაწარმოებები განსაკუთრებული სისადავით გამოირჩევა. დათო არც ამჯერად არღვევს ტრადიციას და ისეთ მცირე ზომის მოთხრობას გვთავაზობს, რომელსაც მოულოდნელი ფინალი აქვს:

“გვიანი შემოდგომა იყო და ციოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ფეხით მივუყვებოდით ქუჩას და არაფერი, არაფერი არ მინდოდა სიკვდილის გარდა.”

 

  • ფიოდორ დოსტოევსკი – “ნამუსიანი ქურდი”

დოსტოევსკიზე საუბარი შორს წაგვიყვანს, რადგან ლიტერატურის მოყვარულებმა ისედაც იციან, რომ მწერალი ფასდაუდებელია. მისი მცირე ზომის პროზა – “ნამუსიანი ქურდი” გოგონაზეა, რომელსაც ემილია ჰქვია. ბავშვური გულუბრყვილობა, ცხოვრების სირთულე და ხასიათების ცვლილებები სწორედ ის თემებია რაზეც დოსტოევსკი გვიყვება.

 

  • შტეფან ცვაიგი – “უცნობი ქალის წერილი”

ავტორის ეს ნაწარმოები განსაკუთრებულად ცნობილი და პოპულარულია. “უცნობი ქალის წერილი”   მათთვისაა გამორჩეულად სასიამოვნო წასაკითხი, ვისაც რომანტიკული ტიპის ლიტერატურა იზიდავს. ცვაიგი ზედმეტი სიზუსტით გვიხატავს სიგიჟემდე შეყვარებული ქალის ფსიქოლოგიასა და სურვილებს.

 

  • ნიკოს კაზანძაკის – “გველი და შროშანი”

დღიურის ტიპის მოთხრობა ცვაიგის ზეოხსენებულ წერილებს წააგავს. განსხვავება ის არის, რომ მთხობელი ამჯერად მამაკაცია. იგი უზომოდაა შეყვარებული და თავისი “პრობლემის” გამოსავალს” თვითმკვლელობაში ხედავს…

 

  • დანიელ ჭონქაძე – “სურამის ციხე”

ავტორის შემოქმედება განსაკუთრებით ისტორიის მოყვარულებს მოეწონებათ, რადგან უამრავი  ფაქტითაა გაჯერებული. მე-19 საუკუნის საქართველოს ბატონისა და ყმის ურთიერთობებზე აგებული მოთხრობა ერთადერთია, რომელიც ავტორმა ვერ დაასრულა.