ყველა ადამიანს ინდივიდუალური ხასიათი აქვს. შესაზლოა ზოგიერთის ხასიათი მარტივად ასატანი იყოს ზოგის კი პირიქით. ჩვენ ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანს, რომელსაც საკმაოდ რთული ხასიათი აქვს. საუბარია მამაკაცებზე.
ლომი – ერთი შეხედვით მხიარული და გულღია იმიჯის მქონეა. როდესაც ის ვერ ახერხებს თავისი ამბიციების პროფესიულად დახარჯვას, ოჯახის ტირანად იქცევა ხოლმე, ყველაფერზე ჯაჯღანებს. ეს მისი მეფური ხასიათის ბრალია.
მორიელი – იგი ერთადერთი ნიშანია, რომელიც მშვიდად ისმენს ეპითეტებს საკუთარი რთული ხასიათის შესახებ. ზოგჯერ მისთვისაც გაუგებარია რატომ აქვს ასეთი რთული და ჩახლართული ხასიათი.იგი პლუტონისა და მარსის ქვეშ მყოფი ინდივია. ამით არის გამოწვეული მათი სისასტიკე და სიყვარულის უსაზღვრო მოთხოვნილება. მათი სიყვარული ოჯახის და მეუღლის მიმართ უსაზღვროა.
თევზები – ცოტა უცნაურია მაგრამ ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს საკმაოდ რთული ხასიათი აქვთ. ერთი შეხედვით ლოიალურები, თბილები და ხათრიანები ჩანან. სინამდვილეში კი შესაძლოა საშინლად დეპრესიულები და გაორებულნი იყვნენ, ასევე ჰქონდეთ ცვალებადი ხასიათი.