უთიერთობა ერთგვარი თამაშია, რომელშიც მდგრადი ადამიანები რჩებიან გამარჯვებულნი. ქალები კი ემოციებზე დამყარებული ინდივიდები არიან.
ძლიერი სქესის წარმომადგენლების კონკრეტული ნაწილი კი სუსტი სქესის წარმომადგენლებით შესანიშნავად მანიპულირებს. ისინი ნამდვილი “ემოციური ვამპირები” არიან.
გირჩევთ ერიდოთ. მათი ამოცნობა საკმაოდ მარტივია ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
ტყუპი – გამუდმებით სიახლის ძიებაშია. ასევე არის თავქარიანი და არამდგრადი მამაკაცი. ერთ წუთს აღფრთოვანდება თქვენით, მეორე წუთს კი შესაძლოა აღარც ახსოვდეთ.
ასეთი საქციელი ქალის თავმოყვარეობაზე დამანგრეველად მოქმედებს.
მორიელი – მანიპულატორის დამსახურებული დიპლომის მქონე ნიშანია. მას ვერაფერს გამოაპარებთ, განსაკუთრებით ტყუილს. თუ მის ხელში აღმოჩნდით, პირველივე გაცნობისთანავე თქვენი სისურტეები და კომლექსები ხელის გულზე უდევს.
თუ საჭირო იქნება ზუსტადამ “მტკივნეულ წერტილებზე” დაგარტყამთ, რომ თქვენი გულწრფელობა და გამძლეობა გამოსცადოს. ყველა ვერ უძლებს, მაგრამ თუ გაუძლებთ და მორიელს დაანახებთ, რომ უშიშარი და ჭკვიანი ქალი ხართ, მისგან დიდ სიყვარულს და პატივისცემას დაიმსახურებთ.
მერწყული – თითქოსდა კომუნიკაბელური და მარტივი ხასიათის მქონე ადამიანი. მისი ხასიათის გამოცნობა შეუძლებელია. მერწყული მამაკაცისგან ვერ გაიგებთ გემეგობრებათ თუ სერიოზული ურთიერთობა სურს თქვენთან. არ არის გამორიცხული თუ ერთ დღესაც ხელს გთხოვთ.
ამიტომ თუ მასთან ყოფნა გსურთ, აყევით მის თამაშს.