მთავარი საკითხავი “არის მწვერვალები, რომლებზეც ასვლის შემდეგ შენ აღარ ეშვები ქვევით, არამედ გაშლი ფრთებს და მიფრინავ ზევით” – რიჩარდ ბახის 18 გამონათქვამი

“არის მწვერვალები, რომლებზეც ასვლის შემდეგ შენ აღარ ეშვები ქვევით, არამედ გაშლი ფრთებს და მიფრინავ ზევით” – რიჩარდ ბახის 18 გამონათქვამი

by guramus

რეალობას არაფერი აქვს საერთო იმასთან რასაც შენ ხედავ, შენი ვიწრო თვალთახედვით.
რეალობა – ეს სიყვარულის გამოვლინებაა. სრულქმნილი სუფთა სიყვარული, რომელიც არ ეხება სივრცესა და დროს!

• ყოველი ადამიანი და ყველა მოვლენა შენს ცხოვრებაში ჩნდება იმიტომ, რომ თვითონ მოიხმე ის.
რის გაკეთებას აირჩევ მათთან – შენი გადასაწყვეტია.

• შეუძლია კი სინამდვილეში კილომეტრებს დააშოროს ხალხი? თუ შენ გინდა იყო იმასთან, ვინც გიყვარს, ნუთუ თქვენ უკვე ერთად არა ხართ?

• დაივიწყე რწმენა. შენ არ გჭირდება რწმენა, იმისათვის რომ იფრინო. შენ უნდა შეიმეცნო გაფრენა.

• შენთვის არასოდის მოუციათ სურვილი, რომელსაც თან არ ახლდა ძალა მის განსახორციელებლად.
მართალია, ამის ხათრით შრომაცაა საჭირო.

• სიძულვილი – ეს არის სიყვარული მინუს ნიშნით. ნუთუ ღირს კვებო ის ტყუილით, დაანაწევრო (დაშალო) და დაანგრიო შენი თავი, თუ ჭეშმარიტება არის იმაში, რომ თქვენ – ერთნი ხართ?

• არცერთ ადამიანს არ ძალუძს მოიმოქმედოს მისი რაობის საწინააღმდეგო რაიმე.

• თუ გიყვარს ვიღაც ჭეშმარიტად, შენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის და რას საქმიანობს.

• ისწავლო – იგივეა, აღმოაჩინო ის რაც შენ იცი
აკეთო – იგივეა აკეთო ის რაც შენ იცი.
ასწავლო სხვებს – იგივეა გაახსენო მათ, ის რაც მათ იციან –ისევე როგორც შენ.
ყველანი თქვენ სწავლობთ, მუშაობთ, ასწავლით

• სხეულის სიკვდილი, სხეულთან განშორებაა – გახსოვდეს!
– ისეთივე სიზმარია, როგორც ცხოვრება მასში.

• ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი ადამიანები ერთხელ მაინც დაფიქრებულან თვითმკვლელობაზე და უარყვიათ ის

• შენ თავისუფალი ხარ შექმნა და პატივი სცე ნებისმიერ წარსულს, რომელსაც შენ ამოირჩევ, რომ განკურნო და გარდაქმნა საკუთარი მომავალი.

• არის მწვერვალები, რომლებზეც ასვლის შემდეგ შენ აღარ ეშვები ქვევით, არამედ გაშლი ფრთებს და მიფრინავ ზევით.

• შენ ქმნი შენს საკუთარ სამყაროს – მშვიდს თუ მშოფოთვარეს, იმის მიხედვით თუ რა გინდა შენ.
შეგიძლია ქაოსში მოიპოვო სიმშვიდე ან შეგიძლია იყო უბედური სამოთხეში.
ყოველივე ეს არის მხოლოდ შენი სულის განსხეულების ფორმა

• უმარტივესი კითხვები – ყველაზე ღრმაა.
სად დაიბადე? სად არის შენი სახლი? სად მიდიხარ? რას აკეთებ?
დრო და დრო იფიქრე ამაზე და დააკვირდი პასუხებს – ისინი იცვლებიან.

• რატომ გგონია, რომ შენ უცნაური და სხვანაერი ხარ, მარტოსული და მიუსაფარი
თუ მიზეზი მხოლოდ იმაშია, რომ შენ ჯერ არ შეხვედრილხარ შენს მეორე ნახევარს

• თუ ღმერთი ჩაგხედავდა თვალებში და გეტყოდა: – გიბრძანებ, რომ იყო ბედნიერი, სანამ ცოცხლობ ამ ქვეყნად.
რას იზამდი?

• იპოვე უდიდესი მასწავლებლები – დაუსვი ურთულესი კითხვები. ისინი არასოდეს არ იტყვიან: “ისწავლე ფილოსოფია” ან “დაიცავი დისერტაცია”
ისინი იტყვიან: “შენ უკვე იცი”.