მთავარი საკითხავი “იქ სადაც სიყვარული ურევია, ყველაფერი ლამაზდება” – გურამ დოჩანაშვილის 10 გენიალური ციტატა

“იქ სადაც სიყვარული ურევია, ყველაფერი ლამაზდება” – გურამ დოჩანაშვილის 10 გენიალური ციტატა

by guramus

გურამ დოჩანაშვილის 10 გენიალური ციტატა

1. – ადამიანები არ იცვლებიან,იცვლება მხოლოდ გარემოება,მდგომარეობა,რომელში მოხვედრისას ჩნდება ადამიანის ნამდვილი სახე.ბევრი ღარიბი მინახავს,რომელიც გამდიდრდა,მაგრამ ისეთივე ძუნწი დარჩა,როგორც სიღარიბისას.მაშინ უქონლობით იმართლებდა თავს.არადა მუდამ წუწურაქი იყო,სიტუაცის შეცვლამ გამოავლინა,ამხილა,ეს დაამტკიცა.დამიჯერეთ, ადამიანები არ იცვლებიან!

2. ”…გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მიწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს – იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა…”

3. “იცი რა განსხვავება მოწონებასა და სიყვარულს შორის:როდესაც ყვავილი მოგწონს, წყვეტ მას,ხოლო როდესაც გიყვარს- რწყავ.”

4. “ყველაზე დიდი სილამაზე – ამაღლებული უბრალოება.”

5. “იქ სადაც სიყვარული ურევია,ყველაფერი ლამაზდება”

6. “თუ გინდა ამოიყვანო ლაფში და სიბინძურეში ჩაფლული ადამიანი, ნუ გგონია, რომ ხელის გაწვდენა იყოს საკმარისი. შენც უნდა ჩახვიდე მასთან ლაფში და სიბინძურეში. იქ მაგრად შემოაჭდო ხელები და შენს თავთან ერთად ამოათრიო სინათლისკენ.”

7. ვინც დარდი არ იცის,მან არც მხიარულება იცის,არც რაიმე ძლიერის გრძნობა. მან მხოლოდ გონებით იცის, რომ არის ძლიერი და სუსტი განცდები . . .

8. “–სიმართლე რომ ითქვას,მე არც შემხვედრია ნამდვილი მამაკაცი.
–არცაა გასაკვირი–ისინი ხომ ძალიან ცოტანი არიან.
–საერთოდ კი არიან?”

9. ,,ღმერთი იმდენად დიდია და ყოვლისმომცველი,რომ ყველაფერს ხედავს…და იმდენად პატარაა – ბავშვის გულში ეტევა!”

10. “ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე, ყველას გადაუხადეთ მადლობა თქვენს ბედში მონაწილეობისათვის. იყო ეს ეპიზოდური, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი ადამიანიც კი არ ხვდება მეორეს ცხოვრებაში შემთხვევით, მადლობა ყველას! ზოგს ზღაპრებისათვის… ზოგს კი ბიძგისათვის.”

თუ მოგეწონათ ეს სტატია, წაიკითხეთ:

ნოდარ დუმბაძე – დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით

ბედნიერება – რევაზ ინანიშვილი

ჯემალ ქარჩხაძის 10 გენიალური ციტატა