მთავარი საკითხავი ვადიმ ზელანდის 10 რჩეული ფრაზა

ვადიმ ზელანდის 10 რჩეული ფრაზა

by guramus

1. ისწავლეთ ტკბობა ცუდი ამინდით, რიგსა და საცობში დგომით, პრობლემით, ნებისმიერი ნეგატივით. ასეთი მექანიზმი თანდათან გაასუფთავებს ზეცას თქვენი სამყაროს თავზე. თქვენ მხოლოდ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ ამა თუ იმ უსიამოვნო გარემოებამ. ეს ასეც იქნება – ამაში არაერთხელ დარწმუნდებით.

2. როცა შეწყვეტთ რომ მხოლოდ გინდოდეთ და შეეცდებით გქონდეთ, მაშინ აუცილებლად მიიღებთ იმას რაც გინდათ.

3. ყველაზე რთულია შეგეძლოს ლოდინი და ამასთან, შეინარჩუნო სიმშვიდე. აუცილებელია გაუძლო გამოცდას პაუზით, რომლის განმავლობაშიც არაფერი ხდება.

4. როცა გამოხატავთ უკმაყოფილებას რაიმეთი ან ჩხუბობთ ვინმეს მისამართით – მთავრობის, სახელმწიფო მოხელეების, ფეხბურთელების, ამინდის, კოლეგების, მეზობლების, ახლობლების, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვების მისამართით – სამყაროს სარკეში ახდენთ შეუხედავი სურათის ტრანსლირებას და შესაბამის რეალობას იღებთ გამოსახულებაში.

5. მიეცით თავს უფლება იყოთ ისეთი როგორიც ხართ – ანუ მიიღეთ საკუთარი თავი მთელი თქვენი არასრულყოფილებით. მიეცით სხვას უფლება იყოს სხვა – ანუ მოაცილეთ მას თქვენი მოლოდინები. შედეგად სიტუაცია, როცა ერთს სურს ის, რაც მეორეს არ სურს მიიღოს, აუხსნელად მოგვარდება.

6. თქვენს რეალობაში ის ფილმი გაქვთ, რომელიც თქვენს „პროექტორზე“ ტრიალებს. რასაც დახატავთ იმას დაინახავთ. პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები პირიქით იქცევიან: რასაც ხედავენ, იმას ხატავენ. ხვდებით განსხვავებას?

7. სასწაული მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ჩვეულ სტერეოტიპს დაამსხვრევთ და იფიქრებთ არა მიღწევის გზებზე, არამედ თვით მიზანზე.

8. თუკი ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ „ამ სამყაროდან არ ხართ“, ან ამ სამყაროში „რაღაც ისე ვერ არის“, ეს ნიშნავს რომ თქვენ თითქმის ან სრულად გაიღვიძეთ – შესანიშნავია!

9. თუკი თქვენ ჯიუტად და განუხრელად დაატრიალებთ თქვენს გონებაში თქვენს ფილმს და განაგრძობთ სვლას მიზნისკენ, რეალობა ადრე თუ გვიან მასთან შესაბამისობაში მოვა. რეალობას უბრალოდ სხვა გზა არ დარჩება – ასეთია მისი არსი. არამხოლოდ თქვენ ხართ დამოკიდებული რეალობაზე, არამედ ისიც თქვენზე, სხვა საქმე ვის ხელშია ინიციატივა.

10. ის რაც ცალსახად არ უნდა გააკეთოთ, ეს არის იმედგაცრუება თქვენ ცხოვრებასთან მიმართებაში. არ უნდა იფიქროთ, რომ ის არ გამოგივიდათ, ასე ფიქრი არც ერთ ასაკში შეიძლება. ამ ცხოვრებაში ყველაფერი ფუჭი არ არის. და ყველაფერი მხოლოდ იწყება – ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პირობებსა და გარემოებაში.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ცხოვრების “მასტერკლასები” გენიოსი ადამიანებისგან

ბლეზ პასკალი: “ყველა კაცი მიელტვის ბედნიერებას, უკლებლივ ყველა…”

ჩარლს ბუკოვსკი – ჩემი ცოლი ჩემი საკუთარი ცხოვრებაა