ასტროლოგების აზრით, შეგვიძლია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით განვსაზღვროთ ვინ იქნება ჩვენი საუკეთესო მეგობარი. როგორც პროფესიონალი ვარსკვლავთმრიცხველები ამტკიცებენ, თითოეულ ნიშანს გააჩნია უნიკალური თვისება, მიიზიდოს თავისი მსგავსი და შეივსოს ის თვისებები, რაც თვითონ აკლია.
მაშ ასე, გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების საუკეთესო მეგობრებს. არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს:
ვერძი – მერწყული
ორივე ნიშანი უსაზღვრო ენერგიით და ცხოვრების წყურვილით გამოირჩევა. ვერძი და მერწყული ერთად გიჟურ დუეტს ქმნის, რომელიც ბუნების ყველა სილამაზის შთანთქმისკენ არის მიმართული.
კურო – თხის რქა
ბუნებით დინჯი, შრომისმოყვარე და უსაზღვროდ მზრუნველი კურო აუცილებლად საჭიროებს მიზანსწრაფულ, ამბიციურ და ცოტა ჯიუტ თხის რქას. ისინი იდეალურად ავსებენ ერთმანეთს.
ტყუპები – მშვილდოსანი
მათი მეგობრობა ნამდვილი კომედიაა. ორივე ნიშანი საოცრად თავისუფალი, სოციალურად აქტიური და უბრალოდ, შეშლილია. ტყუპები და მშვილდოსანი ერთად არასოდეს მოიწყენენ.
კირჩხიბი – ლომი
ორივე ნიშანი იდუმალია. ამაყ, მეფურად დიდებულ ლომს საოცრად ავსებს კირჩხიბი. ამ უკანასკნელს რომ უსაზღვრო სიყვარული და მზრუნველობა შეუძლია. თითქოს ორივე ნიშანი ერთმანეთისთვის არიან დაბადებულნი. ის, რაც აქვს ლომს, არ აქვს კირჩხიბს და პირიქით.
ქალწული – თევზები
ორივე ნიშანი გარეგნულად მშვიდი, მაგრამ შინაგანად მღელვარეა. ქალწული და თევზები ერთმანეთის მესაიდუმლეები და თავგადაკლული მეგობრები არიან.
სასწორი – მორიელი
ეს ერთი შეხედვით განსხვავებული წყვილი სინამდვილეში არც ისე განსხვავებულია. მორიელს, ისევე როგორც სასწორს, საშინლად მწარე ენა აქვს. ორივე მათგანს უყვარს ადამიანების გადამეტებული კრიტიკა. მორიელი უფრო აშკარად გამოხატავს ამას, სასწორი კი იშვიათ შემთხვევებში. სასწორს ბევრი რამის სწავლა შეუძლია მორიელისგან.
ზოდიაქოს სხვა სტატიები, რომელთა წაკითხვაც ნამდვილად ღირს:
1. მიზეზი, თუ რატომ ხართ მარტოხელა, თქვენი ზოდიაქოს მიხედვით
2. რომელი მამაკაცია სიყვარულში ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
3. ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე გულწრფელები სიყვარულში