მთავარი საკითხავი ოტია იოსელიანი 20 გენიალური ფრაზა – რომანიდან “ქალი გამოვიდა საღალატოდ”

ოტია იოსელიანი 20 გენიალური ფრაზა – რომანიდან “ქალი გამოვიდა საღალატოდ”

by guramus

ოტია იოსელიანი 20 გენიალური ფრაზა – რომანიდან “ქალი გამოვიდა საღალატოდ”

1. “დღეს, როცა სულიც ჩვენია და ხორციც, გაჭირდა ღმერთისა და კაცის მსახურება. სული რომ დავაპურეთ, ხორცი მოგვშივდა, ხორცი გავაძღეთ და სული გაგვიპარტახდა!!”

2. ცხოვრება რთულია და ვის ფეხი სად გადაუცდება,კოჭებში ნუ ჩავუსაფრდებით…

3. “გზა, რომელზეც საქმის, პატიოსნების, ერთგულებისა და ოჯახის სიწმინდისათვის გივლია, იგივე გზა ღალატის, ორგულობისა და ვერაგობისათვის არ გამოდგება…”

4. ქალი მხოლოდ სიყვარულისთვისაა გაჩენილი და მას თავისი არსის ღალატი არ ძალუძს.

5. დრო ვერ კლავს დედას, ვერ გავიწყებს. . .

6. ტოლფერობის გარეშე, ცოლქმრობა კი არა, ნაცნობობაც არ ვარგა.

7. სიყვარულისთვის რომ ქალები საგიჟეთში მოათავსონ, ნახევარზე მეტი რკინის გისოსებისა და უსახელურო კარების მიღმა იქნებოდა გამოკეტილი.

8. “სიყვარული მოკრძალებული, გაუბედავი და მორცხვია, ვნება კი შიშველი, თავაწყვეტილი და უძღები.”

9. ,,ზოგჯერ ისე ძალიან გვინდა, ვნმემ გვინდომოს, გვგონია, ვიჯერებთ, რომ გვინდომა, მაგრამ ეს ხშირად ჩვენივე წადილია, სიცარიელეს რომ შეასკდა და უკან დაგვიბრუნდა. ”

10. ,,დღეს ჩვენ გვღუპავს ის, რომ არ გვცალია და, ან არ ვფიქრობთ, ან იმდენად ზერელედ ვფიქრობთ, ჭეშმარიტების წვდომის უნარი დავკარგეთ”.

11. “… და როცა ადამიანში ადამიანი იღუპება’ რჩება’ რასაც ცნობიერება არ სჭირდება და ყველაფერი თავისთავად ხდება…”

12. „დღევანდელი ადამიანის ბედი იმდენად რთულია და თავბოლო გაუსაგისი, თუ სული, რწმენა და ზნეობა არ გაბადია, ლეში ხარ, ცხოველი. . . „

13. ,,არსებობა ხელჩართული ბრძოლაა და ვერავინ თავისი მოგებული ომის სარდლად ვერ დაგსვამს”.

14. “ყველაზე დიდი შურისძიება ისაა, არ ემგვანო იმას, ვინც გაგამწარა.ღალატსა და ბიწიერებას რომ ღალატითა და გარყვნილებით ვუპასუხოთ, ერთგულებასა და პატიოსნებას რა პასუხი მივცეთ”.

15. “ღალატის მერე ერთგულება არსებობს? კახპის გაპატიოსნება შეიძლება?! კაბაა, რომ შემოგაცვდეს ან, თუნდაც ერთი-ორჯერ იხმარო და გამოიცვალო, უხმარი, შეურყვნელი გადაიცვა?!”

16. “როცა გღალატობენ, გაგინებენ და მიწასთან გასწორებენ, როცა აბუჩად გიგდებენ და ტალახიანი ფეხით გთელავენ…როგორ ისუნთქავ იქ, სადაც ჰაერს გიწამლავენ და სისხლს გწოვენ,ამას ვინ მოითმენს ან როგორ მოითმენს?!”

17. “მოღალატე სიკვდილამდე მოღალატედ რჩება და თუ ერთგულება-სიწმინდეს ვერ ელევი, მანამდე, სანამ გაქვს, ჩააფრინდი, ხელიდან არ გაუშვა, თორემ გასროლილ ისარსა და ტყვიას უფრო დაიბრუნებ, ვიდრე დაკარგულ უმანკოებას.”

18. გონიერმა ადამიანმა დანაშაული ყოველთვის სხვაში არ უნდა ეძიო. ვისაც სახლში არ სცივა, ქუჩაში სითბოს ძებნას არ დაიწყებს. თუ კაცს თავის სახლში არ შია, პურ-ღვინოს სხვის სახლში არ მიეტუზება. თუ სიყვარული თავის ოთხ კედელში ხვდება, “სხვისი ცოლის მოიმედე ფართო ლოგინს არ დაიდგამს”. თუ პატრონმა კარი ან ფანჯარა ღია არ დატოვა და მაგრად დაგმანა, ქარი საიდან შემოიჭრა? თუ ქონებას კარგად უვლიდი, რატომ იყო, რომ გაგქურდეს?

19. “თუ ცამდე მართალი ხარ, დასჯილის ხვედრი მით უფრო გაუსაძლისია”

20. “შურისძიება მსხვერპლშეწირვაა და ყველაზე მეტ მსხვერპლს შურისმაძიებელისაგან იღებს, შურისძიებულზეც მეტს.”