ასტროლოგების აზრით, ადამიანს ხასიათის შტრიხები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით აქვს წინასწარ განსაზღვრული. როგორც პროფესიონალი ვარსკვლავთმრიცხველები ამტკიცებენ, პლანეტები ადამიანის ხასიათს განაპირობებენ. გთავაზობთ ყველაზე აუტანელი ხასიათის ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც გარშემომყოფებს სიცოცხლეს უმწარებენ.
მესამე ადგილას მორიელი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა 56% აღიარებს, რომ მორიელის გვერდით ცხოვრება მისთვის ნამდვილი სატანჯველია და მასთან ურთიერთობაში საჭიროა სიტყვების შერჩევა და გარკვეული დისტანციის დაცვა საიმისოდ, რომ ეს უკანასკნელი მტრად არ გადაიკიდოთ.
შედარებით მეტი ადამიანი თვლის კირჩხიბს აუტანლად – 80%. მათი მტკიცებით, კირჩხიბების მთავარი ნაკლი გამუდმებული ეჭვიანობა და არასტაბილური ხასიათია, რომ ვერ გაიგებ როდის სწყინს და როდის უხარია.
პირველ ადგილას ვერძები მოხვდნენ. გამოკითხულთა 93% ასახელებს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე აუტანლად. ვერძის ნიშანი ყველაზე უტაქტო, უხასიათო, უპრინციპოდ ანჩხლი, აგრესიული და ეგოისტია. ამ ხალხთან ძალიან რთულია რაიმე საკითხზე შეთანხმება. ისინი ხომ არავის უსმენენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
ყველაზე ჭკვიანი, არასტაბილური და გაწონასწორებული ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით