მთავარი საკითხავი “ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება” – გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისეული სიბრძნე

“ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება” – გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისეული სიბრძნე

by guramus

“თუ არც სიხალისეა,არც ბედნიერება,არც სხვა რამე,ჩვენ უნდა შევქმნათ,გესმით,ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება.გახსოვდეთ,რომ სიყმაწვილე ბედნიერებისთვისაა შექმნილი,თუ სიყმაწვილეშიაც უბედურათ წარმოვიდგინეთ თავი,რაღა უნდა ვქნათ მაშინ,როცა სიყმაწვილეს გადავცდებით.რას ვიზამთ მაშინ,როცა ცხოვრების აღსასრული მოვა და ჩვენ სრულიად გავქრებით დედამიწის ზურგიდან?”

“არ გაუშვა არც ერთი წუთი, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებს! უამისოდ ფუჭია მთელი ცხოვრება”

“მე თანდათან ვრწმუნდები, რომ სრულიათაც არ ცდებოდნენ ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსები, არც გერაკლიტე ცდებოდა: “ადამიანის ბედნიერება თვითონ მასზეა დამოკიდებულიო”. ეს ნების თავისუფლებაზეა ნათქვამი, მართალია! ისიც მართალია, რომ ადამიანი თავისუფალია თავის სიცოცხლეში და არავითარი ხელისშემშლელი პირობები არ არსებობს, თუ არსებობს ხელისშემშლელი პირობები, თვითვე გამოსჭედე ბედი! მე ვცდილობ მოვაწყო ჩემი ცხოვრება ისე, როგორც მე მსურს და თუ ეს არ მოხდება, დავარწმუნებ ჩემს თავს იმაში,რომ ბედნიერი ვარ, მე ვიცი, რომ არაფერი ისეთი არ გადამხდება თავს, რაც სხვას არ გადახდია. მე ვიცი, რომ ვერ ავცილდები იმ საზღვარს, რომელშიაც კაცობრიობაა მომწყვდეული, მაშ რატომ უნდა შევიგნო მწუხარებისა და დარდის აუცილებლობა?”


ასევე წაიკითხეთ

გაბრიელ გარსია მარკესის 10 ციტატა


“თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა…
დროშები ჩქარა!”

“დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..”

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ლევან გოთუას გენიალური ფრაზები ადამიანსა და სამშობლოზე

“შენი ფასი 99 ფრანკია”-რაშია სკანდალური რომანის პოპულარობის საიდუმლო?

ოტია იოსელიანი ციტატები – ნაწილი II