ვერძი – იმპერატრიცა
ძალიან რთული ხასიათის ქალია. იგი საოცრად დაუმორჩილებელია ოჯახურ ურთიერთობებში, თუმცა საოცარი სექსუალურობის წყალობით, ნებისმიერი მამაკაცის გულის მონადირება შეუძლია. ვერძი ქალის კოზირი ხისტ ხასიათში მდგომარეობს. მას შეუძლია დიდხანს აწვალოს მასზე შეყვარებული მამაკაცი და მხოლოდ მას შემდეგ გაუმხილოს გრძნობები, როცა ბოლომდე დატანჯავს და დაიმორჩილებს ამ უკანასკნელს.
უსაზღვრო ამბიციურობის წყალობით, ვერძი ქალები ნამდვილად ლიდერები არიან ბევრ საქმეში. შედეგად, ვერძ ქალს აქვს უნარი მეორე ნახევარიც წააქეზოს ამბიციურობისკენ და არ მისცეს მოდუნების საშუალება.
ლომი – ქალღმერთი
ძლიერი ხასიათის, ამბიციური, ამაყი და საოცრად ქარიზმატულია. მას არ ჭირდება რაიმე ქალური ხრიკების გამოყენება. ისედაც არ აკლია თაყვანისმცემლები.
ბუნებით მეომარი, მკაცრი და წინდახედული ქალი ლომი მეორე ნახევრისთვის ნამდვილი განძია. მას შეუძლია ყველაზე სუსტი მამაკაციც კი მიზანდასახულ, წარმატებაზე და შედეგზე ორიენტირებულ ინდივიდად აქციოს. ლომ ქალს კი ამაში მეორე ნახევრის სიყვარული და უსაზღვრო პატივიცსემა დაეხმარება.
აუცილებლად დაგაინტერესებთ
წყვილები, რომელთა შორისაც იშვიათად ჩაღდება რომანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით