მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან დაუვიწყარნი სექსში

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან დაუვიწყარნი სექსში

by guramus

თითქმის ყველა ადამიანი დედამიწაზე ეძებს მეორე ნახევარს. ზოგმა უკვე იპოვნა, ზოგმა ვერა. დამეთანხმებით, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიური თავსებადობა არ კმარა, საჭიროა ასევე სექსუალრი კუთხითაც იყოს ჰარმონია მიღწეული. არსებობს რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც თანდაყოლილად გააჩნია სექსუალური ქარიზმა და შარმი.

ზოგ ნიშანს კი პარტნიორის სითამამე სჭირდება სრული სექსუალური პოტენციალის გამოსავლენად. ჩვენ წარმოგიდგენთ საუკეთესო საყვარლების ჩამონათვალს.

ვერძი – მათთვის აუცილებელია სასიყვარულო თავგადასავლები. ისინი ბუნებით მონადირეები და საოცრად ვნებიანები არიან.

ტყუპი – როგორც მოგეხსენებათ ენამახვილი და გამჭრიახია. მისი ეს თვისება ეხმარება ზუსტად რომ მამაკაცებს ჭკუა დააკარგვინოს. ადვილად ახერხებს მისი ენით მამაკაცების მოხიბვლას. თავისუფალი საუბარი სექსზე მამაკაცებს კოპლექსებს და უნდობლობას უხსნის. ასე რომ ტყუპი ერთ ერთი საუკეთესო პარტნიორია სექსში.

მორიელი – სექსის გურუ. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ცივი ჩანს, შინაგანად მისი ემოციებია ისეთია, ნებისმიერის გულს დაწვავს. მას არ სჭირდება ტყუპივით ბევრი საუბარი, ან ვერძივით ნადირობა სასურველი მსხვერპლის ლოგინში შესატყუებლად. მას შესანიშნავი მანიპულაციის უნარი გააჩნია, რასაც ბრწყინვალედ იყინებს. ეს სრულებით საკმარისია იმისთვის რომ მის მსხვერპს თავბრუ დაახვიოს.

მშვილდოსანი – მისი იდეალისტური ხასიათისა და ტიპიური “დონ ჟუანის” წყალობით, აღმერთებენ სასიყვარულო ურთიერთობებში. ამ ნიშნის წარმომადგენლები, ქალიც და კაციც დაუღალავი მონადირეა, აქედან გამომდინარე, მან თუ მსხვერპლი მიზანში ამოიღო ყველაფერს გააკეთებს მის  მოსანადირებლად. მისი ასეთი საქციელი კი საპირისპირო სქესს ძალიან აღაგზნებს.

მერწყული – მისი კრეატიული და ამოუცნობი ბუნების წყალობით, ძალიან მარტივად იპყრობს საპირისპირო სქესის გულებს. მისთვის მიღებულია “მეგობრული სექსი”. არანაირი ტაბუ და აკრძალვა არ გააჩნია სექსში. ასე რომ მასთან შეგიძლიათ გქონდეთ დაუვიწყარი სექსი.