მთავარი ასტროლოგია რა წყინთ და აცეცხლებთ ადამიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა წყინთ და აცეცხლებთ ადამიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by guramus

ყველას სხვანაირი დამოკიდებულება აქვს წყენასთან. ზოგმა შეიძლება პირდაპირ “თავზე დაგახუროთ” ყველაფერი, ზოგიც წლობით ითმენს წყენას და ბოლოს იფეთქებს ხოლმე. ამიტომაა საჭირო იმის ცოდნა, ვინ და რატომ გებუტებათ. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კი ძალიან მარტივია ამის გათვლა.

ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ამას პირადი გამოცდილებიდან ვადასტურებ, რომ ესენი ასე ვთქვათ “აალებადი” ტემპერამენტით გამსჭვალულნი არიან. ბრაზდებიან, 20 წუთი გაცეცხლებულები არიან, შემდეგ კი ავიწყდებათ. ვერძის ლიდერობას თუ დაგმობთ, ძალიან ინანებთ. ლომიც იგივე რეაქციას გამოხატავს თავმოყვარეობას თუ შეეხბით. მშივოლდოსანი კი არასოდეს დაადანაშაულოთ ტყუილში.

ტყუპს, მერწყულს და სასწორს ძალიან ბასრი ენა აქვთ. თუმცა არ დაგიმახსოვრებენ წყენას და შურისძიებას არ ეცდებიან. გაბრაზებას თავიანთი მწარე ენით გამოხატავენ და მერწმუნეთ, ვალში არ დაგრჩებიან. ტყუპები აზრის გამოთქმის საშუალების შეზღუდვას ვერ იტანს, მერწული – ზეწოლას, ხოლო სასწორი წყობიდან გამოდის, როცა ეუხეშებიან.

გაფრთხილდით განსაკუთრებით მაშინ, როცა – კუროს, ქალწულს ან თხის რქას “ეთამაშებით ნერვებზე”. ისინი როგორც წესი ძალიან მშვიდები არიან, მაგრამ თუ მაინც და მაინც მოახერხეთ მათი გაბრაზება, დროულად დატოვეთ ისინი მარტო. ისინი ძალიან ადვილად კარგავენ თქვენდამი ნდობას და ამის აღსადგენად საკმაო დროა საჭირო. კუროს სძულს როცა აჩქარებენ, ქალწული დაუდევრობაზე გიჟდება, ხოლო თხის რქას უპასუხისმგებლობა უშლის ნერვებს.

ბოლოს, წყენას სამუდამოდ დაგიმახსოვრებენ ეს ნიშნები – მორიელი, კირჩხიბი ან თევზი  თუ ისინი გააბრაზეთ, მოემზადეთ დიდ ხნიანი (ან სულაც სამუდამო) პაუზისათვის. კირჩხიბს არ უყვარს, როცა აბუჩად იგდებენ, მორიელი – საიდუმლოებას, ხოლო თევზები საერთოდ ყველაფერზე პრობლემატურები არიან.

გადაიკითხეთ დღის პოპულარული სტატია – top 3 ამორალური ზოდიაქოს ნიშანი.