751
ცნობილი ფრაზა – გემოვნებაზე არ დავობენ – ჩანასახშივე მცდარია, რადგან გემოვნებაზე, ზუსტადაც რომ ბევრს დავობენ. საკმარისია ტანსაცმელსა და ჩაცმულობაზე ჩამოვარდეს ლაპარაკი, რომ მაშინვე აურზაური იწყება.
ასტროლოგიურ სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოჩნდება, რომ არსებობენ ე.წ. უგემოვნო ქალები. მათი ჩაცმის სტილი უინტერესო, მოდას ჩამორჩენილი და უბრალოდ საშინელებაა. როგორც პროფესიონალები ამტკიცებენ, მათ ძალიან სჭირდებათ სტილისტთან ან კოსმეტოლოგთან სტუმრობა.
კურო – ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, სრული აღნაგობის ქალები არიან. მათ ხომ გემრიელად ჭამა ყველაფერს ურჩევნიათ. კურო ქალის პრობლემა საკუთარი გაბარიტების სათანადოდ ვერ შეფასებაა. ამის გამო, ხშირად ძალიან პატარა სამოსი აცვიათ. მეორე უკიდურესობას წარმოადგენს ძალიან დიდი ტანსაცმელი.