მთავარი საკითხავი “როცა მოვხუცდები საკუთარი ფილმებს არ ვუყურებ, შვილებს მოვუვლი”-მონიკა ბელუჩი

“როცა მოვხუცდები საკუთარი ფილმებს არ ვუყურებ, შვილებს მოვუვლი”-მონიკა ბელუჩი

by guramus

მონიკა ბელუჩის ცხოვრებისეული აზრები, რომელიც სხვადასხვა ინტერვიუდან არის ამოკრებილი.

  • “მე იღბლიანი პიროვნება ვარ, რადგან ბევრჯერ მყვარებია. ეს ძალიან მაგარია!”
  • “ხალხი  გაპატიებს ჭკუას, ნიჭსაც კი, მაგრამ სილამაზეს – არასოდეს.”
  • “სილამაზე მაშინაა საინტერესო, როდესაც ტანსაცმლითაა დაფარული, თუმცა თანამედროვე კინოს ეს ნაკლებად ადარდებს.”
  • “ჩემთვის სხეულის ყველა ნაწილი ერთნაირად მნიშვნელოვანია.”
  • “სილამაზე  ძალაა, მაგრამ  მისი გამოყენება უნდა შეგეძლოს.”

  • “ნამდვილი მსახიობი მთელი სულითა და გულით მუშაობს.”
  • “როცა მე მეგობრებთან ერთად ვზივარ სადილზე, ნამდვილ სიამოვნებას განვიცდი. ეს არის მომენტი, რომელიც მე მართლა ძალიან მომწონს.”
  • “უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც ლამაზია, მაგრამ მარტოობით იტანჯება.”
  • “სილამაზე ქალისათვის ორ შემთხვევაში ხდება პრობლემა: როცა ის არ არის, და როცა არაფერია სილამაზის გარდა”
  • “აშშ-ში ცხოვრებას ვერასოდეს შევძლებ. იქ ხალხი სილამაზითა და ახალგაზრდობით არის შეპყრობილი. მსახიობები რომლებიც 40-ს აღწევენ ჭკუიდან გადადიან რადგან კინოინდუსტრია ახალგაზრდებს მოითხოვს. მე ასე არ შემიძლია. არასდროს ვიქნები გამხდარი და ყალბი. მე-ნამდვილი ვარ.”
  • “როცა მოვხუცდები საკუთარი ფილმებს არ ვუყურებ, შვილებს მოვუვლი.”
  • “ჩემთვის მნიშვნელოვანია უჩვეულო როლების ძიება, მათი აღმოჩენა  და შემდეგ მორგება.  საბოლოოდ კი იმის გაგება, მოვახერხებ თუ არა მათ შესრულებას.”
  • “ჩემს ყველა როლში საკუთარ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს ვპოულობდი.”

  • “შური ადამიანის ბუნებაა და მას გვერდს ვერ ავუვლით.”
  • “დრო ყველაფერს ანადგურებს.”
  • “ჩვენ ყველას გვჭირდება ილუზიები. აი, რატომ გვიყვარს ფილმების ყურება.”
  • “მე კათოლიკურ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ კათოლიკე არ ვარ.”