მთავარი საკითხავი მეორედ მოსვლა – 5 ნიშანი იმისა, რომ უკვე ბოლო ჟამია

მეორედ მოსვლა – 5 ნიშანი იმისა, რომ უკვე ბოლო ჟამია

by guramus

მეორედ მოსვლა ყველა ქრისტიანის საზრუნავია, ან თუ ასე არ არის, უნდა იყოს მაინც. ეს ხომ ყველა დროის ყველაზე დიდი განსასჯელი იქნება, მამა ღმერთი, იესო ქრისტე, ჩამოვა და ჩვენ განვისჯებით ჩვენი ცოდვების მიხედვით. ჟამები და თარიღები ჩვენთვის არ არის ცნობილი, მაგრამ წარმოგიდგენთ მეორედ მოსვლის 5 ნიშანს:

1 . ეკლესიამ ხალხის ნდობა დაკარგა – მომრავლდნენ ათეისტები, დიდი წინააღმდეგობით გამოირჩევიან ხალხი, რომელიც რელიგიას აღარ ენდობა, ებრძვიან ეკლესიას და ქადაგებენ აბსურდიზმს.

2 . მომრავლდა “კაცთა” და “ქალთა” ქორწინებები – წინასწარმეტყველებაში წერია, რომ მოვა დრო, როცა ქალი ქალს და კაცი კაცს აირჩევს, ზუსტად ამ დროს იქნება მეორედ მოსვლის ჟამის დასაწყისი. მიმოიხედეთ, განა ეს ასე არაა?

3 . ილია მეორე – ილია მეორის მამამ ნახა სიზმარი, რომელშიც მას ემცნო, რომ მისი შვილი – ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბოლო ჟამის პატრიარქი იქნებოდა.

4 . ამბობენ, რომ ანტიქრისტე დაბადებულია – მარავლი წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ანტიქრისტე დაბადებულია და თავის სამეფოს აერთიანებს. ამბობენ რომ ჩიპებიანი ბარათები და ყველაფერი ასეთი მისი კონტროლის მოხვეჭის პირველი მეთოდებია.

5 . ხალხმა დაკარგა ერთმანეთის სიყვარული – შვილი დედას კლავს, და – ძმას, ასეთები ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო დროს ძალიან მოხშირდა ძალადობა და სიძულვილი.

გთხოვთ გაფრთხილდეთ, ილოცოთ და მოემზადოთ სულიერად და ხორციელად, უფალი მოწყალეა!