ლომი – მისთვის საზოგადოების აღიარება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რათა ხალხის ყურადღების ცენტრში მოექცეს. მისთვის შავი პიარიც დიდი პიარია. ლომის შემთხვევაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღზრდის საკითხი.
თუ მას პატარა ასაკში ზედმეტად ანებივრებდნენ მშობლები, დიდობაში მოინდომებს იგი საზოგადოების მხრიდან მუდმივი “გუნდრუკის კმევას”. თუმცა, რა დამსახურების გამო ეს თავადაც არ ეცოდინება. სოციუმი კი მოგეხსენებათ, უბრალოდ ისე არავის აიყვანს საყოველთაო ყურადღების კვარცხლბეკზე.
თხის რქა – ლომზე მეტად ამბიციური ნიშანია. მისი სიჯიუტე და მიზანსწრაფულობა ძალიან საშიშ მეტოქედ აქცევს. თხის რქას შეუძლია ყველა და ყველაფერი გაანადგუროს, თუ რაიმეს ვერ მიაღწია.
ამიტომ თხის რქა, რომელიც ცხოვრებაში კარიერულად და პროფესიულად შეუმდგარი პიროვნებაა, რიგი მიზეზების გამო, ძალზე ხშირად ხდება კაცთმოძულე და ბოღმიანი პიროვნება, რომელსაც ძალიან უყვარს გარშემო მყოფებთან საკუთარი პერსონის ტრაგიკულობაზე საუბარი და ამით საყოველთაო ყურადღების მიქცევა.
ამ ადამიანებს აქვთ კიდევ ერთი დიდი ნაკლი – პესიმიზმის დიდი დოზა ხასიათში.