1.8K
ყველის ბურთულები – ერთი შეხედვით შეიძლება მჭადი გეგონოთ, ხოლო როდესაც გასაინჯავთ ხაჭაპურის გემო აქვს, ოღონდ უფრო განსაკუთრებული და გემრიელი. ყველის ბურთულების მომზადება აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენი პატარების გასახარებლად მაინც.
ინგრედიენტები:
- ჭყინტი გახეხილი ყველი – 250-300 გრ
- პარმეზანი გახეხილი – 150 გრ.
- მწვანე ხახვი – 1 კონა
- საფანელი
- კვერცხი – 1 ცალი
- მარილი
- პილპილი
მომზადების წესი:
გახეხეთ ორივე სახის ყველი და ერთმანეთში გადაურიეთ. დაჭერით ხახვი წვრილად, მოაყარეთ პილპილი, დაუმატეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და ეს ყველაფერი გადაურიეთ ერთმანეთში. მიღებულისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში იქამდე სანამ ოქროსფერი არ გახდება.
ბონ აპეტიტო!