1.1K
უგემრიელესი სუპი, რომელიც სამარხვოა და მის დაგემოვნებაში ხელს ვერაფერი შეგიშლით.
საჭირო ინგრედიენტები:
- ღუმელში გამომცხვარი(უკეთესია,შებოლილის გემო დაყვება) ან მოხარული გოგრა 4-5 საშუალო ნაჭერი
- სამარხვო მაიონეზი 1 ს.კ
- სამარხვო კარაქი 1 ს.კ
- დაფნის ფოთოლი
- პილპილი
- ხმელი რეჰანი
- უცხო სუნელი
- მარილი
- 1 თავი ხახვი
- 1 კბილი ნიორი
მომზადების წესი:
მოათავსეთ გოგრა ბლენდერში და დაუმატეთ მაიონეზი, ხმელი რეჰანი, რაიმე უცხო სუნელი, ასევე პილპილი და მარილი და წყლით გაათხელეთ ისე, რომ ბლანტი მასა მიიღოთ. მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე ხახვი ნიორთან და დაფნის ფოთოლთან ერთად და დაუმატეთ მას უკვე გამზადებული ბლანტი მასა და წამოადუღეთ. კერძი მზადაა.