1.1K
მოამზადეთ კიტრის მწნილი ჩვენი რეცეპტით, რის შედეგადაც უგმაყოფილო ნამდვილად არავინ დაგრჩებათ.
საჭირო ინგრედიენტები:
- 1.5- 2 კგ კიტრი ( პატარა ზომის )
- 3 ღერო ნიახური
- 1 ც წითელი მწარე წიწალა
- 2 ც დაფნის ფოთოლი
- 2-3 კბილი ნიორი
- 3ს.კ მარილი
- 3ს.კ ძმარი
მომზადების წესი:
ჩააწყვეთ კიტრი წყალში და დატოვეთ ასე 2 საათით. კარგად გარეცხეთ სამლიტრიანი ქილა, კარგად გამორეცხეთ მდუღარე წყლით და ჩაალაგეთ მასში კიტრი ნიახურთან ერთად. ასევე დაამატეთ ნიორი, დაფნა, დაჭრილი წიწაკა, მარილი, ძმარი. კვლავ დაასხით მდუღარე წყალი და დახურეთ ჰერმატულად.