მთავარი ასტროლოგია რა შეცდომებს უშვებთ ყველაზე ხშირად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა შეცდომებს უშვებთ ყველაზე ხშირად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by guramus

მორიელის უდიდესი ნაკლია სისასტიკისკენ მიდრეკილება, შურისმაძიებლობა და მანიპულატორობა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ყველაზე ხშირად ნებდებიან ცდუნებას გამდიდრდნენ ან კარიერა გაიკეთონ სხვების იგნორირების ან ჩაძირვის ხარჯზე. რაც მათთვის საბოლოო ჯამში დამღუპველი აღმოჩნდება.
მშვილდოსანი ყველაზე ხშირად უპასუხისმგებლო საქციელით სცოდავს. მას უყვარს გულუხვი დაპირებების ჩამორიგება, თუმცა შესრულებაზე დიდად არ იწუხებს თავს. ამის გამო იგი ბევრის თვალში შესაძლოა ჩვეულებრივი აფერისტის ან ბაქიას შთაბეჭდილებას ტოვებდეს.

თხის რქის ყველაზე დიდი ცოდვა სნობიზმი, ბიუროკრატობა და ზედმეტად მეშჩანური დამოკიდებულებაა ადამიანების მიმართ. ზოგიერთი თხის რქა, მიდრეკილია ნოტაციები უკითხოს სხვებს მორალისა და ეთიკის საკითხში, მაშინ როცა თავად უამრავი უმსგავსობისკენ გააჩნია მიდრეკილება.

მერწყულის ცოდვები მის არაპროგნოზირებად ხასიათსა და მოთხოვნილებას უკავშირდება – შოკში ჩააგდოს პუბლიკა. ნეგატიურად განვითარებული მერწყული იაფფასიანი ეპატაჟისკენაა მიდრეკილი, რომლის ხარჯზეც სურს, ცნობადი ან ნიჭიერი პიროვნების იარლიყი მიაკრას საზოგადოებამ.

თევზები ყველაზე ხშირად მათი აზრით, უწყინარი ჭორებითა და ენის მიტან-მოტანის სიყვარულით სცოდავენ. როგორც წესი, ნეგატიურად განვითარებულ ამ ნიშნის წარმომადგენელს ახასიათებს ზურგს უკან “ორმოს გათხრის” ჩვევა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც შიშის გამო ღიად ვერ უპირისპირდება.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები ავადმყოფობისას

რა სუსტი წერტილები აქვთ ქართველ მამაკაცებს – ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც განშორების შემდეგ ყოფილთან არასდროს დაბრუნდებიან